ისწავლე ტარო, სიახლეები, ტაროს გაშლის მეთოდები

ტაროს გაშლის მეთოდი – სიტუაციის ანალიზი

გაშლის ეს მეთოდი გახლავთ უნიკალური და შეგიძლიათ ნებისმიერ სიტუაციას და თემას მოარგოთ. თქვენ არ დაგჭირდებათ დიდი ძალისხმევის ჩადება ამ გაშლაში, სამაგიეროდ სწორად შეაფასებთ თქვენთვის საინტერესო საკითხს.

მაშ ასე, იფიქრეთ იმ საკითხზე რომლის ანალიზიც გსურთ.

1.წარსული

გაწვდით ინფორმაციას თუ რა ხდებოდა ამ საკითხთან/კითხვასთან დაკავშირებით წარსულში

2. აწმყო

ასახავს მიმდინარე სიტუაციას, თუ რა ხდება ამ საკითხთან/კითხვასთან დაკავშირებით ახლა.

3. მომავალი

მიანიშნებს თუ რა მოხდება მომავალში ჩაფიქრებულ საკითხთან/კითხვასთან დაკავშირებით.

4. არაცნობიერი გავლენა

რა სახის არაცნობიერი ძალები ახდენენ ზეგავლენას აღნიშნულ საკითხზე/კითხვაზე.

5. ზოგადი სურათი

აჩვენებს ჩაფიქრებული საკითხის/კითხვის ზოგად სურათს, მარტივად რომ ვთქვათ ეს არის თქვენთვის საინტერესო თემის შეჯამება .

გისურვებთ წარმატებას!

მოამზადა: ONLINETAROT.GE