ადამიანები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ტაროს განვითარებაში
XVIII საუკუნეში მოღვაწე ცნობილი ფრანგი ოკულტისტი Antoine Court de Gébelin მიიჩნევდა, რომ ტაროს კარტში დაშიფრული იყო ფარული ცოდნა ძველი ეგვიპტის მღვდელმთავრების და ჰერმეს ტრისმეგისტრის სწავლებების შესახებ. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ პირველი ტაროჩის დასტა მხოლოდ XV საუკუნეში, იტალიაში დაიბეჭდა. თანამედროვეები აღნიშნავდნენ, რომ ვისკონტი-სფორცას დასტის მაღალი არკანების პერსონაჟების გამოსახულებებს ჰქონდათ ღრმა მისტიკური ალეგორიები. ამ არკანებმა დიდი გავლენა მოახდინეს თანამედროვე ტაროს ინტერპრეტაციაზე.
XVII საუკუნეში ტაროს დასტა საფრანგეთში გახდა პოპულარული, სადაც მათ ბედისწერის წინასწარმეტყველებისთვის იყენებდნენ. მარსელის ტაროს ინტერპრეტაციაზე გავლენა კი ფრანგმა კაბალისტებმა იქონიეს.
XVIII საუკუნის ბოლოს ფრანგმა ოკულტისტმა ეტეილამ ტარო გააერთიანა ასტროლოგიასა და ალქიმიასთან, არკანები კორელაციაში მოიყვანა ზოდიაქოს სიმბოლოებთან და ელემენტებთან. ეტეილამ გამოაქვეყნა კარტების პირველი დასტა, რომელიც საგანგებოდ შეიქმნა მკითხაობისთვის; ამ კარტების ჩარჩოებზე დატანილი იყო სამკითხაო მნიშვნელობები.
მე -19 საუკუნეში მოღვაწე ოკულტისტი ელიფას ლევი თვლიდა, რომ ტაროს კარტი თავისთავში მოიცავდა წმინდა საიდუმლო ანბანს. მან დააკავშირა 22 გზა, რომელიც აერთიანებდა სიცოცხლის ხის 10 სფეროს, ებრაული ანბანის 22 ასოსთან და შესაბამისად ტაროს კარტის 22 მაღალ არკანთან. თავის მხრივ, პაპიუსმა ტაროს მასტები დაუკავშირა ტეტრაგრამატონის ოთხ ასოს – უპრეცედენტო ღმერთის ოთხი ასო.
XX საუკუნის დასაწყისში ბრიტანელმა ოკულტისტმა არტურ ედვარდ ვეითმა, მხატვარ პამელა კოლმან სმიტთან ერთად შექმნა ტაროს საკუთარი ვერსია, რომელიც აერთიანებდა ეზოთერიზმის, ალქიმიის, ასტროლოგიისა და კაბალას ცოდნას. ეს დასტა დღესდღეისობით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტაროს დასტაა.
შვეიცარიელმა ფსიქიატრმა კარლ იუნგმა ტარო დააკავშირა არქეტიპების სიმბოლიკასთან და შესთავაზა ტაროს გამოყენება ფსიქიატრიაში. იუნგმა აღმოაჩინა ტაროს სიმბოლოების მსგავსება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ხალხების, უამრავ სხვადასხვა კულტურულ სიუჟეტებთან.
აღსანიშნავია, რომ გასული საუკუნის ბოლოდან ტაროს არკანების გამოყენება დაიწყეს ახალი მიზნებისთვის. ახლა ისინი გამოიყენება არა მხოლოდ ბედისწერის წინასწარმეტყველებისთვის, არამედ როგორც თვითგანვითარების, ფსიქოლოგიური ანალიზის, მედიტაციისა და გადაწყვეტილების მიღების მეთოდი. დღესდღეისობით იქმნება ახალი ტაროს დასტები, სისტემები და მათი ინტერპრეტაციის მეთოდები. ახლა უკვე თითოეულ ჩვენგას შეუძლია ტაროს დასტაში იპოვოს რაღაც პერსონალურად მნიშვნელოვანი.
თანამედროვე ტარო არის არა მხოლოდ მსოფლიოს სარკე, არამედ მისი ნაწილი, პოპულარული კულტურის ელემენტი. თუმცა, ამავე დროს, ის ინარჩუნებს კავშირს ისტორიასთან და ანტიკურ მაგიასთან. იგრძენით ეს მაგია და აღმოაჩენთ ტაროს საიდუმლოებას.
ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ყველა საკითხის პასუხი ისევ ჩვენშია. ტაროს არკანები მხოლოდ საშუალებაა, რომელიც დაგეხმარებათ ამ პასუხების მოძიებასა და აღმოჩენაში.
მოამზადა: Onlinetarot.ge