ისწავლე Teen Witch Tarot

Teen Witch Tarot – განმარტებები

სულელი

იყიდე Teen Witch Tarot
ალტერნატიული სახელი: ბეფანა.
არკანის აღწერა:
ჩვენს წინაშე არის ჯადოქარი, რომელიც კუდზე ეჭიდება თხას და ადის ფერდობზე. ასვლა ადამიანისთვის რთულია – ცხოველისაც ურთულდება, რადგან ადამიანი მიჩვეულია ბრტყელ ზედაპირზე სიარულს, თხა – კლდეებზე ხტომას. რთული გზა ყოველთვის ზარალთან არის დაკავშირებული. და რა არის გზის ბოლოს?
საკვანძო სიტყვები:
სიჩქარე. დაბნეულობა. შეთანხმებების შეუსრულებლობა. ექსპერიმენტების შიში. დაუფიქრებლობა.
სიმბოლიზმი:
თხა – ადამიანის სიჯიუტის სიმბოლოა, რომელიც აიძულებს წინსვლას, მიუხედავად დაბრკოლებისა.
ჯადოქრის ქუდი – სულებთან და ჯადოსნურ სამყაროსთან კავშირის სიმბოლოა. გონების და სიბრძნის სიმბოლო.
ჯადოქრის ქუდის დაკარგვა – მაგიის სამყაროსთან კავშირის გაწყვეტის სიმბოლოა.
მოწყვეტილი ამულეტი – არის დაცვის დაკარგვის სიმბოლო. არ აქვს მნიშვნელობა, რა მიზეზით აღარ არის ამულეტი – ახლა ჯადოქარს არ შეუძლია თავის დაცვა.
მთა – არის რთული გზა, მრავალი დაბრკოლებით.
მთის მწვერვალი – არის წარმატების სიმბოლოა. მწვერვალი ქვემოდან არ ჩანს და ამიტომ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ჯადოქარი ისე უბრალოდ ადის მთაზე – მიზნის გარეშე.
პროგნოზი:
თქვენ მზად ხართ ცვლილებებისთვის და პირველი ნაბიჯების გადადგმისთვის. როგორც კი თქვენ ახალ გზას დაადგებით, გახსოვდეთ, რომ უკან დასახევი გზა არ იქნება – თქვენ მოხვდებით მოვლენების ახალ ციკლში. დრო არ გექნებათ თქვენს ქმედებებზე საფიქრალად… თუ ამ გზაზე დადგომას გადაწყვეტთ, არ დაივიწყოთ გონიერება, მოთმინება და სიმშვიდე.

მოამზადა: Onlinetarot.ge