სიკვდილი

ალტერნატიული სახელი: ცელი.
არკანის აღწერა:
მოხუცი ჯადოქარი მიდის გზაზე ტვირთით. მის ასაკიან, მაგრამ ლამაზ სახეს ამპარტავანი ღიმილი ამშვენებს. ზურგჩანთაში არის იმ ადამიანების ძვლები, რომლებიც მისი მსხვერპლი გახდნენ. ჯადოქრის კისერს ამშვენებს ფუტკარა ყვავილის ყელსაბამი. მის ხელში არსებული ცელი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ჯადოქარი სინამდვილეში სიკვდილია.
საკვანძო სიტყვები:
დასაწყისი. დასასრული. მოძრაობის ნაკლებობა. ცვლილება. დისკომფორტი.
სიმბოლიზმი:
ფუტკარა ყვავილის ყელსაბამი – არის სიმბოლო, რომელსაც შეუძლია ჯანმრთელობა და სიცოცხლე მოუტანოს ადამიანს. მაგრამ, მისმა არასწორმა დოზამ გარანტირებული სიკვდილი შეიძლება გამოიწვიოს.
ცელი – მიუთითებს იმაზე, რომ მოსავლის აღების დროა. ლოდინს აზრი აღარ აქვს. ნაყოფი უნდა მოიკრიფოს ახლა, სანამ გაფუჭდება. ახლა ცვლილებების დროა და ეს ცვლილება აუცილებელია.
ზურგზე არსებული კალათა – სულის სიმბოლოა. ის შეიძლება იყოს ცარიელი ან სავსე. ვიღაც მიიღებს დამსახურებულ ჯილდოს, ვიღაც კი უბრალოდ მოკვდება.
პროგნოზი:
არკანი სიმბოლოა ცვლილებების, აღორძინებისა და ტრანსფორმაციის. ვიღაცის სიკვდილი – სხვებს სიცოცხლეს აძლევს. გაჩერება აუცილებელია, მაგრამ ზოგჯერ მათ უბრალოდ დრო სჭირდება და რეალურად, არავითარი სარგებელი არ მოაქვს. სიკვდილი შეუბრალებელია – ისევე როგორც წარსულთან განშორება.
ცხოვრება მხოლოდ მაშინ გაგახარებთ, თუ წინ წახვალთ. სიკვდილში განსაკუთრებული არაფერია – ის ადამიანის არსებობის განუყოფელი ელემენტია.
მოამზადა: Onlinetarot.ge