სიკვდილი

+18
ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: მორიელი (მე მინდა. ვნება. საიდუმლოება)
ნუმეროლოგია: 4.
კი/არა: არა.
საკვანძო სიტყვები:
ცვლილება. გარდაქმნა. აკვიატება. მოულოდნელობა. მოტყუება. გაუგებრობა. ცდუნება. ეგოიზმი. კონფლიქტები. იზოლაცია. არასტაბილურობა. რეალობის რადიკალური ცვლილება. ტოქსიკური ურთიერთობა.
ზოგადი დახასიათება:
არკანი სიკვდილი გვეუბნება, რომ სიტუაცია დასრულდა. ხშირად მიუთითებს ავადმყოფობაზე ან უბედურებაზე. ასევე მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ საბოლოოდ უნდა დაივიწყოთ წარსული და დაიწყოთ ცხოვრება თავიდან. ის იშვიათად საუბრობს თავად ფიზიკურ სიკვდილზე და თუ მაინც ამოვა, ეს ინფირმაცია უნდა გადამოწმდეს. ზოგადად „სიკვდილის“ ცნებას სხვა მნიშვნელობა აქვს. ურთიერთობაში ეს სერიოზულ კრიზისზე მიუთითებს და ყველაზე გავრცელებული მიზეზი გრძნობების ნაკლებობაა.
პირდაპირ:
სამუდამოდ ვერაფერი გაგრძელდება, ადრე თუ გვიან დასასრული გარდაუვალია. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ერთი ეტაპის დასასრული ყოველთვის ახლის დასაწყისს აღნიშნავს და არ გულისხმობს იმ ფაქტს, რომ ეს უარესი იქნება. მაგრამ ადამიანი ხშირად ეწინააღმდეგება გარდაუვალ დასასრულს და უარს ამბობს მის მიღებაზე. თუმცა მას ამ ეტაპზე არაფრის გაკეთება არ შეუძლია.
ამოტრიალებული:
სიკვდილის არკანი გვეუბნება, რომ ადამიანი არ არის მზად იმ ცვლილებებისთვის, რაც მის ცხოვრებაში ხდება. ყველანაირად ცდილობს შეანელოს და თავიდან აიცილოს სიახლეებიი. ის უბრალოდ მიჩვეულია თავის ცხოვრებას და არ საჭიროებს რაიმე ცვლილებებს. ეს არკანი ზოგჯერ მიუთითებს ადამიანზე, რომელიც დიდი დაკარგვის შემდეგ მძიმე დეპრესიაშია.
დეტალური აღწერა:
მძიმე გამოცდები. ისინი შეიძლება შევადაროთ მაღალ მთაზე ასვლას. ადამიანს აქვს კრიზისი, რომელიც შეიძლება განსხვავებული ხასიათის იყოს. სიყვარულს თან ახლავს ძლიერი ტკივილი.
გრძნობები და ურთიერთობები:
პარტნიორები მუდმივად ქმნიან არასტანდარტულ და ექსტრემალურ სიტუაციებსაც კი, რაც მათ დაძაბულობაში ამყოფებს. ეს ყველაფერი მათ დიდ სიამოვნებას ანიჭებს, თუმცა არის საშიშროება, რომ ზედმეტად მოხდეს ამ ყველაფრით გატაცება. თუ სიკვდილის არკანი მომავლის გაშლაზე ამოდის, მაშინ ეს ნიშნავს ურთიერთობების შეწყვეტას. ასევე, არკანი შეიძლება მიუთითებდეს, რომ ადამიანი ეძებს მკვეთრ და ძლიერ შეგრძნებებს და მისი თვითგადარჩენის ინსტინქტი რეალურად აქ არ მუშაობს.
ფიზიკური მდგომარეობა:
უხეში სექსი. გრძნობების კონტროლი და თავშეკავება არ არსებობს, ადამიანი თავისი სურვილების მონა ხდება. ზოგჯერ სიკვდილის არკანი აფრთხილებს შესაძლო დაზიანებაზეც.
რეკომენდაცია:
ზოგჯერ ღირს სიტუაციის გამწვავება და ბოლომდე მიყვანა. დიახ, ეს ხშირად გამოიწვევს კრიზისს, მაგრამ საბოლოოდ ბევრი რამ გაირკვევა. ამას შეიძლება ეწოდოს შოკური თერაპია.
გაფრთხილება:
არ დაგავიწყდეთ, რომ ასეთი თამაშები ძალიან საშიშია და სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვა უკიდურესად ადვილია. შედეგები შეიძლება იყოს არაპროგნოზირებადი.
არკანის დადებითი მხარე:
ერთადერთი კარგი ის არის, რომ სიტუაცია დასრულდა. შესაძლოა სასურველი გზა არ ჩანდეს და ყველაფერი ნამდვილ ტრაგედიას ჰგავს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს დასასრულია და შეგიძლიათ თავიდან დაიწყოთ ცხოვრება. თქვენ უბრალოდ უნდა მიიღოთ ის ყველაფერი, რაც თქვენს თავს მოხდა და გესმოდეთ, რომ ეს გარდაუვალი იყო. ბედთან ბრძოლა კი განზრახ მარცხისთვისაა განწირული.
არკანის უარყოფითი მხარე:
ადამიანში ყველაფერი დუღს და ემოციების მორევი არ იძლევა სიტუაციის ობიექტურად შეფასების საშუალებას. ეს ხშირად აიძულებს მას ხელიდან გაუშვას ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მის სულს სურს და არა ემოციებსა და გრძნობებს.
სიტუაციის პოზიტიური განვითარება:
ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. მაგრამ თქვენ უნდა იქონიოთ მოთმინება, ეს ხშირად ეტაპობრივად მოდის. ძალიან იშვიათად, რომ ცხოვრება ერთ დღეში შეიცვალოს. ყველაზე ხშირად კი ეს ამოდის როგორც დასვენების პროცესი.
სიტუაციის ნეგატიური განვითარება:
ადამიანს არ ესმის, რომ აუცილებელია ყველაფრის ისე მიღება, როგორც არის და შეწყვიტოს წინააღმდეგობა. მაგრამ ის, თუ მაინც გააგრძელებს წინააღმდეგობის გაწევას და აქტიურად იმოქმედებს, მაშინ მისთვის ყველაფერი ძალიან ცუდად დასრულდება.
ასევე:
არკანი სიკვდილი გვეუბნება, რომ სიტუაცია დასრულდა. ხშირად მიუთითებს ავადმყოფობაზე ან უბედურებაზე.
ასევე მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ საბოლოოდ უნდა დაივიწყოთ წარსული და დაიწყოთ ცხოვრება თავიდან.
ურთიერთობაში ეს სერიოზულ კრიზისზე მიუთითებს და ყველაზე გავრცელებული მიზეზი გრძნობების ნაკლებობაა.
თუ სიკვდილის არკანი მომავლის გაშლაზე ამოდის, მაშინ ეს ნიშნავს ურთიერთობების შეწყვეტას.
ვნებების დიდი სიმძაფრე არ შეიძლება იყოს მარადიული – ის ატარებს სიკვდილის თესლს. ჭეშმარიტი სიყვარული სიკვდილთან ერთად სრულდება.
ზოგჯერ აფრთხილებს ძალადობის ან ოპერაციის შესახებ.
დანაკარგით ვიგებთ, თუ რა არის მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში.
პარტნიორები ერთმანეთს მუდამ გაურკვევლობაში ამყოფებენ. ქმნიან ექსტრემალურ სიტუაციებს და ტოქსიკური ურთიერთობისგან სიამოვნებას იღებენ.
მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება, ურთიერთობები ისეთი როგორიც იყო, აღარ იქნება.
ურთიერთობები გადადის ახალ საფეხურზე, გარშემო მყოფი არკანები გეტყვით რომელზე.
ცვლილებები შეიძლება იყოს სასიამოვნო ან მტკივნეული, მაგრამ ეს ცვლილებები ყოველთვის უკეთესობისკენ არის მიმართული.
სექსში ახალი გამოცდილება ან ახალი საყვარლის ძიება. მრავალფეროვანი შესაძლებლობები. უხეში სექსი. ადამიანი სურვილების მონა ხდება.
ადრე თუ გვიან ყველაფერი მთავრდება და იწყება ახალი. “გუშინ” სკოლა იყო, “დღეს” ინსტიტუტი. გუშინ ჩვენ შეყვარებულები ვიყავით, დღეს კი ცოლ-ქმარი ვართ. თითოეული არის ცხოვრების ახალი ეტაპი.
ცვლილებები მოხდა ადამიანების ცხოვრებაში – ურთიერთობები გარდაიქმნა, გაიზარდა და შეიცვალა. მაგრამ ერთ-ერთ პარტნიორს არ სურს ამის აღიარება და ყველანაირად ცდილობს ძველი სახის ურთიერთობის დაბრუნებას.
მოამზადა: Onlinetarot.ge