სვადჰისტანა

სვადჰისტანა

მეორე ენერგეტიკული ცენტრი, რომელსაც ასევე უწოდებენ ‘’ჭიპის ჩაკრას’’ და ‘’საკრალურ ჩაკრას’’. განთავსებულია მუცლის ქვედა ნაწილში.

მისი ფუნქციაა: ემოციების და გრძნობების გაჩენა/გამოხატვა, კრეატიულობა, შემოქმედებითობა, რეპროდუქცია და სექსუალობა. ის წარმოადგენს სექსუალობის, სიამოვნების განცდისა და მიღების წყაროს. პასუხს აგებს ყველა იმ შეგრძნება, ემოციასა და ქმედებაზე, რომელსაც ადამიანი განიცდის.

როცა ეს ჩაკრა მუშაობს: ადამიანი ღიაა გრძნობების მიმართ და გრძნობს თავის შინაგან ძალებს. მას ჯანსაღი შეხედულებები და დამოკიდებულებები აქვს სექსის მიმართ და ბუნებრივად დაინტერესებულია ამ თემასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებით. ჩაკრის სწორი ფუნქციონირებისას ადამიანი გულახდილია და არ იბოჭება საკუთარი ემოციების და გრძნობების დაფიქრისებისას. ასევე ხდება შემოქმედებითად აქტიური, იღვიძებს მასში კრეატიული იდეები და მოტივირებულია ქმნადობისკენ.

თუ ჩაკრა დაუბალანსებელია: ადამიანს უჭირს საკუთარი პრინციპების დაცვა. ამ დროს ხშირია ღალატი, გაურკვევლობა და ა.შ… ასევე ხშირია საკუთარი სხეულის ზიზღი (გაშიშვლების) და სხვა სექსუალური შიშები, ადამიანები ხდებიან ეჭვიანები.

დაზიანებული ჩაკრის არსებობის შემთხვევაში: ადამიანს აქვს პრობლემები ურთიერთობებში. ფიზიკურ დონეზე კი რეპროდუქციული პრობლემები უჩნდება. მისი სექსუალური მდგომარეობა ბევრი უსიამოვნებით არის სავსე. მრავალი პრობლემა, რომელიც კრიზისული ასაკის (12-18) პროცესში ფორმირდება, სწორედ ამ ჩაკრის დაზიანების მიზეზია. ასევე ის შინაგანი ბლოკები, რომელიც კრიზისულ ასაკში ჩნდება და აღარ ქრება, ჩაკრის მდგომარეობაზეც აისახება.

ორგანოები, რომელიც ჩაკრა სვადჰისტანას უკავშირდება: შარდ-სასქესო სისტემა. მენჯის ძვლები, მუცლის არეში განლაგებული ორგანოები და ჯირკვლები: თირკმელები, ნაღვლის ბუშტი, სასქესო ორგანოები. ასევე ლიმფური სისტემა და ყველა სახის სითხე რაც კი ორგანიზმში არსებობს: სისხლი, ლიმფა, სეკრეტები და ა.შ…

ჩაკრაზე პოზიტიურად აისახება, თუ მიიღებთ ნარინჯისფერი შეფერილობის პროდუქტს, მაგალითად: ფორთოხალი, მანდარინი, სტაფილო, მანგო, ატამი, გარგარი, ხურმა, ნესვი, გოგრა, პაპაია, ქოქოსი და ნებისმიერი სახის თხილეული და ყველი. სურვილისამებრ გამოიყენეთ სანთლები, სურნელოვანი ჩხირები, ზეთები, სპა და კოსმეტიკური საშუალებები ფორთოხლის, მანდარინის, გრეიფრუტის, თხილის, ჟასმინის, დარიჩინის ან როზმარინის არომატებით.

მინერალები: წითელი და ყავისფერი ავენტურინი, გრანატები, იასპი, კარნელიანი, ტოპაზი, მთვარის ქვა, აგატი, ოპალი. სვადჰისტანა წყლის სტიქიას განეკუთვნება. შესაბამისად, წყალთან სიახლოვე ასევე დადებით შედეგებს მოგიტანთ.

ასევე, ხელს შეგიწყობთ 288 HZ სიხშირის ხმოვანი სიგნალების მოსმენა, რაც დაგეხმარებათ მეორე ჩაკრასთან დაკავშირებული პრობლემების გაუმჯობესება/აღმოფხვრაში. https://www.youtube.com/watch?v=uRW44E14qSY კითხვების და მოსაზრებების გამოთქმის შემთხვევაში შეგიძლიათ დააკომენტაროთ.

P.S: შემდეგი პოსტი იქნება მესამე ჩაკრის-მანიპურას შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ფინანსურ მდგომარეობასა და კეთილდღეობასთან. გისურვებთ ჰარმონიას და ნაყოფიერებას!

ავტორი: Rod

პლანეტების განლაგება

მზე 13° მშვილდოსანი 16' 25"
მთვარე 05° ლომი 36' 24"
მერკური 04° მშვილდოსანი 54' 32"
ვენერა 16° მორიელი 38' 41"
მარსი 17° ვერძი 56' 42"
იუპიტერი 26° თხის რქა 56' 09"
სატურნი 28° თხის რქა 46' 26"
ურანი 07° კურო 23' 21" R
ნეპტუნი 18° თევზები 10' 22"
პლუტონი 23° თხის რქა 22' 21"
ქირონი 04° ვერძი 59' 48" R
TrueNode 19° ტყუპები 55' 41"
error: კიდევ სცადე!

გამოგვყევი Facebook-ზე