
ვერძი
მომდევნო ერთი თვის განმავლობაში თქვენი დროის დიდი ნაწილი შესაძლოა დაეთმოს ფინანსური მდგომარეობის გამყარებაზე ზრუნვას. სამსახურში მოსალოდნელია დაგეკისროთ იმაზე მეტი საქმე ვიდრე ჩვეულებრივ, თუმცა ანაზღაურებაც შესაბამისი იქნება. ამ პერიოდში თქვენს მიერ გაწეული შრომა კარგ შედეგს გამოიღებს. მოგიწევთ მეტი ძალისხმევის ჩადება ყველაფერიში, შესაძლოა შეგექმნათ მცირე სირთულეები, რაღაც პერიოდით თავი იგრძნოთ გადაღლილად ამის გამო, თუმცა გახსოვდეთ რომ სირთულეებიც ჩვენი ცხოვრების ნაწილია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენ მიუხედავად პრობლემებისა წინსვლას არასოდეს წყვეტთ.
კურო
ეს თვე თქვენთვის ემოციურად დატვირთული იქნება, მოსალოდნელია გქონდეთ მნიშვნელოვანი სიახლეები ცხოვრებაში. კარგი პერიოდია ახალი საქმეები დასაწყებად, ამისთვის საჭირო ენერგია სწორედ ახლა გექნებათ. ემოციების კონტროლი შესაძლოა გაგიჭირდეთ, პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია გამოჩნდეს ისეთი ადამიანი ვინც აგაღელვებთ ემოციურად და თქვენს ყურადღებას მიიპყრობს. გამოიჩინეთ სიმტკიცე, ნებისყოფა და დრო არ დაკარგოთ. ძალისხმევა, რომელსაც ახლა ჩადებთ საქმეში ძალიან მალე გამოიღებს კარგ შედეგს.
ტყუპები
ეს თვე თქვენთვის ფინანსურად სტაბილური იქნება, მნიშვნელოვანია, რომ გარშემომყოფებთან ურთიერთობაისას ყურადღებით იყოთ. შესაძლოა ისე მოხდეს, რომ გასცემდეთ იმაზე მეტ ენერგიას ვიდრე იღებდეთ, ეცადეთ დაიცვათ ბალანსი ამ მხრივ, სხვა შემთხვევაში ეს გამოიწვევს შინაგან უკმაყოფილებას და ყოველდღიურ ცხოვრებაზეც აისახება. გაუფრთხილდით საკუთარ გრძნობებსა და ენერგიას, არ გაფლანგოთ უმიზნოდ… თქვენზეა დამოკიდებული რამდენად ნაყოფიერად შეძლებთ დროის გამოყენებას, სიტუაციის სწორად წარმართვის შემთხვევაში თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამე უკეთესობისკენ შეიცვლება.
კირჩხიბი
ეს პერიოდია კარგია ახალი კავშირების დასამყარებლად, საქმიანი შეხვედრებისთვის, თქვენთვის წარმატების მომტანი იქნება ყველაფერი რაც კომუნიკაციას უკავშირდება. რაც შეეხებეა ფინანსებს მოსალოდნელია გქონდეთ შემოსავალი იმ საქმიდან რომელიც ადრე დაიწყეთ. საშუალება მოგეცემათ საკუთარი თავის გამოვლენის, რეალიზაციის. გამოიყენეთ ეს პერიოდი საქმიანი შეხვედრებისთვის, ახალი ნაცობებისა და კავშირების შესაძენად.
ლომი
ეს თვე თქვენთვის წარმატებული იქნება ცხოვრების ყველა ასპექტში. გაგიჩნდებათ ახალი შესაძლებლობები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ თქვენი ცხოვრება სასურველი მიმართულებით წარმართოთ. არ შეგეშინდეთ სიახლეების, თამამად გადადგით წინ ნაბიჯი.შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში მოხდეს ისეთი რამ რაც შეგიქმნით საფიქრალს და დაგაყენებთ გარკვეული არჩევანის წინაშე. შესაძლოა გაგიჭირდეთ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება, საჭიროა მხოლოდ სწორი მიდგომა, არ დაითრგუნოთ თავი ნეგატიური აზრებით, გახსოვდეთ რომ ნებისმიერი პრობლემა მოგვარებადია.
ქალწული
ამ თვეში ეცადეთ თავი შეიკავოთ რადიკალური ნაბიჯების გადადგმისაგან.ეცადეთ დაიცვათ ზომიერება ყველაფერში. მოსალოდნელია ,რომ აღმოჩნდეთ კონფლიქტურ სიტუაციაში. ეცადეთ შინაგანი სიმშვიდე შეინარჩუნოთ და თავი შეიკავოთ ზღვარგადასული ემოციებისაგან. იმისათვის რომ წარმატებას მიაღწიოთ აუცილებელია მართოთ საკუთარი თავი. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, გაანალიზეთ ყველაფერი და ასე შეძლებთ ახალი პერსპექტივებიც დაინახოთ, რომელსაც აქამდე ვერ ამჩნევდით.
სასწორი
ამ თვეში მოსალოდნელია, რომ თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ სრულიად შეიცვალოს, ცვლილებები არასდროსაა მარტივი თუმცა ზოგჯერ აუცილებელია იმისათვის რომ წინ წავიდეთ. არ შეგეშინდეთ ცვლილებების, პირიქით იყავით თავდაჯერებული ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ემოციური აფეთქებები, შესაძლოა მცირე კონფლიქტი გქონდეთ, ეცადეთ ჰარმონიული ურთიერთობა შეინარჩუნოთ გარშემომყოფებთან. ფინანსურად ეს პერიოდი სტაბილური იქნება, არაა მოსალოდნელი რაიმე სერიოზული ცვლილება ამ კუთხით.
მორიელი
მომდევნო ერთი თქვე თქვენთვის საკმაოდ წარმატებული და სასიამოვნო სიახლეების მომტანი იქნება. ზოგადად კარგი პერიოდია ნებისმიერი სიახლისთვის, მიჰყევით თქვენს შინაგან ხმას, თამამად შეგიძლიათ მიენდოთ ინტუიციას, თქვენი რისკი გაამართლებს და იმაზე უკეთეს შედეგს მოგიტანთ ვიდრე ელოდით. თუ ახლა მარტო ხართ თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ისეთი ადამიანი ვინც ემოციურად აგაღელვებთ და მასთან თავს განსაკუთრებით კარგად იგრძნობთ, თუ უკვე გყავთ მეორე ნახევარი მაშინ თქვენი ურთიერთობა უფრო მყარი და ჰარმონიული გახდება.
მშვილდოსანი
ამ თვეში მოგიწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, დაგჭირდებათ რომ ჩაუღრმავდეთ საკუთარ თავს, გრძნობებს, გაანალიზოთ რა გსურთ რეალურად და რა არის ის რისკენაც მიდიხართ. მოსალოდნელია, რომ დაგჭირდეთ სიმტკიცის გამოჩენდა, იყავით პრინციპული ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში, ამას ახლა შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონდეს. კარგი დროა თვითჩაღრმავებისთვის და საქმეების დასაგეგმად.
თხის რქა
ამ თვეში კარგი იქნება თუ არ იჩქარებთ, უმჯობესია თუ დააკვირდებით ყველა დეტალს და კარგად გაანალიზების შემდეგ მიიღებთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას. გამოიჩინეთ სიფრთხილე ნებისმიერ საქმესთან მიმართებაში. ეცადეთ აკონტროლოთ თქვენი ემოციური მდგომარეობა, დიდი შანსია, რომ ემოციებმა იმოქმედონ თქვენს გადაწყვეტილებებზე და ამან მიგიყვანოთ უარყოფით შედეგებამდე . რადგან ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილებები არცისე ხშირადაა წარმატების მომტანი . განსაკუთრებით კი ახლა, როდესაც თქვენთვის რეკომენდირებულია ნაბიჯის გადადგმამდე სიტუაციის კარგად გაანალიზება
მერწყული
ეს თვე თქვენთვის საკმაოდ ცვალებადი და სიახლეების მომატანი იქნება. ნებისმიერ საქმეში დაგჭირდებათ მეტი მიზანსწრაფულობის გამოჩენა სასურველი შედეგის მისაღწევად, იღბალი ყოველთვის თქვენს მხარეს არ იქნება, თუმცა საბოლოოდ შეძლებთ თქვნი მიზნის მიღწევას. აღმოჩნდებით ბევრ ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ და მოულოდნელ სიტუაციაში, ამან შესაძლოად დაგაბნიოთ და გაგიჭირდეთ სწორი პოზიციის დაკავება, თუმცა გახსოვდეთ რომ ეს ყველაფერი უბრალოდ გზის ნაწილია, რომელზეც მიდიხართ და წინსვლა არასოდეს უნდა შეწყვიტოთ თუ გინდათ რომ მიზნამდე მიხვიდეთ.
თევზები
ბევრი სიახლე გელოდებათ, ეს განსაკუთრებით ეხება პირად ცხოვრებას, ურთიერთობებს გარშემომყოფებთან. ეცადეთ ზომიერება დაიცვათ ყველა საქმეში, იმისათვი რომ სწორად შეძლოთ იმ შესაძლებლობებეის გამოყენება რასაც ცხოვრება გიმზადებთ.იყავით მეტად ყურადღებიანი დეტალების მიმართ,გაითვალისწინეთ ყველა დეტალი და ისე გადადგით ნებისმიერი ნაბიჯი. მეტრი დრო გაატარეთ თქვენს ახლობელ ადამიანებთანაც ,ოჯახის წევრებთან ეს დაგეხმარებათ საკუთარ თავში ბალანსის შენარჩუნებაში.
მოამზადა: FEY