საჰასრარა

მეშვიდე ენერგეტიკული ცენტრი, რომელიც თავისგან ოთხი თითის დაშორებით მდებარეობს. ის განსაზღვრავს შინაგან და გარეგან სილამაზეს, სულიერებას და სამყაროსთან კავშირს, ნეტარებას. იგივე გვირგვინოვანი ჩაკრა, რომელიც უმაღლეს ცნობიერებას განსაზღვრავს.

როცა ჩაკრა დაბალანსებულია: ჩვენს ნამდვილ სულს ვერწყმით, ვხდებით გაცნობიერებულები, ვაღწევთ სრულყოფილების მდგომარეობას, ვგრძნობთ აბსოლუტს და ვაანალიზებთ ჩვენს მიზნებსა და არსს. განვიცდით შინაგან ბედნიერებას. ვაფასებთ და ვაანალიზებთ სამყაროს ბუნებრივობას და მის ძალას/კავშირს, რომელიც ჩვენში აისახება.

როცა ჩაკრა დაუბალანსებელია: მარტივი დავალებაც კი შეიძლება რთული შესასრულებელი გახდეს. გაგებისა და გააზრების უნარის დაკარგვა ან დაქვეითება. ხასიათდებიან მოუხერხებლობით. იბლოკება გამოცდილებით მიღებული გაკვეთილები, რომელსაც პრაქტიკაში ვერ იყენებთ. ამცირებს ცნობიერ აზროვნებას.

საჰასრარაა პასუხისმგებელი სხვადასხვა სახის დაავადებებზე, როგორიცაა: ალცეჰეიმერი, ფსიქიკური პრობლემები-შიზოფრენია, გაორება. ეს ჩაკრა უშუალოდ მიეკუთვნება ეგრეგორულ ცენტრს და რწმენასთან დაკავშირებული პრობლემებიც მასზეა დამოკიდებული. სწორედ ამ ჩაკრის საშუალებით ხდება თქვენი რომელიმე ეგრეგორისთვის მიკუთვნება. მმართველი ჯირკვალი-ეპიფიზი. ფერი-იისფერი/თეთრი.

ორგანოები: თავის ტვინის ქერქი, თავისქალა, მარჯვენა თვალი.

მცენარეები და მათი ზეთები: ვარდი, ლავანდა, სანდალვუდი, ვეტივერი, კედარი…

საჰასრარას მდგომარეობაზე საკვები არ მოქმედებს, რადგან ეს ჩაკრა უფრო მეტად სულიერებაზეა ორიენტირებული. თუმცა, წყალი, წვენები, ამ ჩაკრაზე დადებითად მოქმედებს.

მინერალური ქვები: ამეთვისტო, თეთრი კალციტი, სელენიტი, ობსიდიანი.

მანტრა: https://www.youtube.com/watch?v=AVM8ZYODKng

მეშვიდე ჩაკრის 480 hz სიხშირე: https://www.youtube.com/watch?v=lpy7E2Fgbyc


ავტორი: Rod

პლანეტების განლაგება

მზე 13° მშვილდოსანი 15' 07"
მთვარე 05° ლომი 19' 50"
მერკური 04° მშვილდოსანი 52' 32"
ვენერა 16° მორიელი 37' 05"
მარსი 17° ვერძი 56' 23"
იუპიტერი 26° თხის რქა 55' 54"
სატურნი 28° თხის რქა 46' 18"
ურანი 07° კურო 23' 23" R
ნეპტუნი 18° თევზები 10' 22"
პლუტონი 23° თხის რქა 22' 19"
ქირონი 04° ვერძი 59' 49" R
TrueNode 19° ტყუპები 55' 40"
error: კიდევ სცადე!

გამოგვყევი Facebook-ზე