სასჯელი

სასჯელი მანარას ტაროს კარტი
მანარას ტარო – Manara Tarot

+18

ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: ნეპტუნი (ბუნდოვანება. შთაგონება. შტამბეჭდაობა)
ნუმეროლოგია: 3.
კი/არა: ჯერ არა. უახლოეს პერიოდში სიტუაცია არ შეიცვლება.

საკვანძო სიტყვები:

სასჯელი. გამოსყიდვა. ანგარისწორება.

ზოგადი დახასიათება:

არკანი სასჯელი (იგივე ჩამოკიდებული კაცი) მიუთითებს რთულ გზაზე, რომელიც შეიძლება იყოს ძალიან მტკივნეული. ეს შეიძლება გავიგოთ, როგორც აუცილებელი მოვალეობის შესრულება ან რაღაც ძალიან მნიშვნელოვანზე განზრახ უარის თქმა. ადამიანმა უნდა მიიღოს ნამდვილი სასჯელი და იტანჯოს.

პირდაპირ:

სასჯელის არკანი ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანს მოუწევს რაღაცის გაღება. მაგრამ ის ყოველთვის არ საუბრობს მიზეზებზე, თუ რატომ არის საჭირო. ეს შეიძლება იყოს თავგანწირვა, შურისძიება ან გამოსყიდვა. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება გარკვეული მიზეზი (თუნდაც ის ყოველთვის არ იყოს აშკარა ან გასაგები).

ამოტრიალებული:

ადამიანს საერთოდ არ სურს მსხვერპლშეწირვა, ასე აღიქმება სასჯელის ამოტრიალებულ არკანში. მაგრამ რადგან მსხვერპლი აუცილებელია, მაშინ მას შეუძლია ეს ტკივილი სხვებს მიუტანოს და თავად შორიდან დააკვირდეს. ის ყოველთვის მზად არის გამოიყენოს სხვა ადამიანები. ხშირად ზედმეტად კაპრიზული და მეწვრილმანეა. დაე სხვებმა გადაიხადონ და დანარჩენს მისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

დეტალური აღწერა:

პირი, რომელიც იმყოფება სასჯელის არკანში, გადის მტკივნეულ გამოცდას. ასევე, ეს არკანი ხშირად გვესაუბრება ტანჯვაზე, რომელსაც ორივე პარტნიორი გრძნობს.

გრძნობები და ურთიერთობები:

ურთიერთობებისგან მხოლოდ ტანჯვაა, მაგრამ მათი გაწყვეტა შეუძლებელია. ეს შეიძლება მიუთითებდეს კარმული კავშირის არსებობაზე. ადამიანებისთვის ძალიან რთულია ერთად ყოფნა, მაგრამ ამავე დროს ისინი აბსოლუტურად არ არიან მზად ერთმანეთის გარეშე იცხოვრონ. თითქოსდა საღი აზრი ამბობს, რომ ისინი ერთმანეთისთვის არ არიან შექმნილნი, თუმცა ისინი განაგრძობენ ბევრი რამის გაწირირვას – რათა ერთად დარჩნენ. თუ საღი გონებით შევხედავთ, ისინი ერთად არ უნდა უნდა იყვნენ. მაგრამ ისინი ერთად ყოფნისთვის აგრძელებენ დიდი მსხვერპლის გაღებას. ასევე, სასჯელის არკანი ხშირად მიუთითებს სადომაზოხიზმზე, მსხვერპლის ან მტანჯველის როლით სიამოვნების მიღებაზე.

ფიზიკური მდგომარეობა:

ხშირად მიუთითებს სექსში სხვადასხვა გარყვნილებისკენ მიდრეკილებაზე.

რეკომენდაცია:

თქვენ უნდა გაიაროთ განსაცდელები, თუნდაც მათ მოგიტანოთ ტანჯვა. თქვენ უნდა შესწიროთ თქვენი ინტერესები გრძნობების სანაცვლოდ. თუმცა მთავარია არ დაკარგო საკუთარი თავი.

გაფრთხილება:

ასეთი განსაცდელის გავლა მხოლოდ მაშინ ღირს, როცა მიზანი ამართლებს საშუალებას. ყოველივე ამის შემდეგ, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ყველა გადატანილი ტანჯვა უსარგებლო იყო (ან გაანადგურა თქვენი პიროვნება). ეს არის ძალიან წვრილი ხაზი, რომლის დანახვა და შეგრძნობა ძნელია.

არკანის დადებითი მხარე:

არკანი სასჯელის დადებითი არის მზადყოფნა ბედის დარტყმისთვის. მაგრამ ეს არ ნიშნავს მორჩილებას, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანმა იცის, რომ ყველაფრისთვის უნდა გადაიხადოს.
P.S. არა მხოლოდ შეცდომებისთვის, არამედ სიამოვნებისთვისაც.

არკანის უარყოფითი მხარე:

სასჯელს ადამიანი თავმდაბლობით იღებს. ის ყოველთვის არ იმსახურებს ამას, მაგრამ მზად არ არის რაღაცის შესაცვლელად. მას უბრალოდ არ აქვს თვითგადარჩენის ინსტინქტი.

სიტუაციის პოზიტიური განვითარება:

ყველა გამოცდის გავლისა და სასჯელის მიღების შემდეგ ადამიანი შეძლებს გზის გაგრძელებას. მან ზუსტად იცის, რომ არავისი არაფერი მართებს და სინდისი სუფთა აქვს.

სიტუაციის ნეგატიური განვითარება:

ადამიანი გულმოდგინედ გაურბის სასჯელს, მაგრამ საბოლოოდ გროვდება მისი დანაშაულები – რომლის საზღაურის გადახდაც მაინც მოუწევს. შედეგად მიიღწევა კრიტიკული მასა, რომელიც მას მთლიანად მოიცავს და ცოდვებისთვის სასჯელი სასტიკი იქნება.

ასევე:

ძალის მოპოვება ტკივილითა და თავგანწირვით.
ურთიერთობები მსხვერპლს მოითხოვს.
განა ტანჯვა არ იქცევა დამცირებად, რომელიც ანადგურებს პიროვნებას? ამიტომ ეს ხაზი არ უნდა გადაიკვეთოს.
ძველი დანაშაულისთვის დასჯა. ადამიანმა უნდა მიიღოს დანაშაულისთვის საზღაური და იტანჯოს.
მიუთითებს რთულ გზაზე, რომელიც შეიძლება იყოს ძალიან მტკივნეული.
ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანს მოუწევს რაღაცის გაღება. ეს შეიძლება იყოს თავგანწირვა, შურისძიება ან გამოსყიდვა. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება გარკვეული მიზეზი, თუნდაც ის არ იყოს აშკარა ან გასაგები.
ურთიერთობებს მხოლოდ ტანჯვა მოაქვს, მაგრამ გაწყვეტა შეუძლებელია. რაც შეიძლება მიუთითებდეს კარმული კავშირის არსებობაზე. ძალიან რთულია ერთად ყოფნა, მაგრამ ამავე დროს ისინი აბსოლუტურად არ არიან მზად, რომ ერთმანეთის გარეშე იცხოვრონ.
ასევე, სასჯელის არკანი ხშირად მიუთითებს სადომაზოხიზმზე, მსხვერპლის ან მტანჯველის როლით სიამოვნების მიღებაზე.
უნდა გაიაროთ განსაცდელი, თუნდაც მან მოგიტანოთ ტანჯვა. თქვენ უნდა შესწიროთ თქვენი ინტერესები გრძნობების სასარგებლოდ. მთავარია არ დაკარგო საკუთარი თავი.

P.S ასეთი განსაცდელის გავლა მხოლოდ მაშინ ღირს, როცა მიზანი ამართლებს საშუალებას. რადგან ამის შემდეგ, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ყველა გადატანილი ტანჯვა უსარგებლო იყო.
ყველა გამოცდის გავლისა და სასჯელის მიღების შემდეგ, ადამიანი აგრძელებს გზას.მან ზუსტად იცის, რომ არავისი არაფერი მართებს და სინდისი სუფთა აქვს.

მოამზადა: Onlinetarot.ge