ისწავლე მანარა

სარკე – მანარას ტაროს კარტი

სარკე მანარას დასტა

სარკე

სარკე მანარას დასტა
მანარას ტარო – Manara Tarot

+18

ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: იუპიტერი (გაფართოვება. ოპტიმიზმი. კარგი ბედი)
ნუმეროლოგია: 1.
კი/არა:  კი. იღბლიანი ხარ.

საკვანძო სიტყვები:

ნარცისიზმი. ეგო. საკუთარი თავით ტკბობა. ყველა სახის გაფართოება. ახალი შესაძლებლობები.

ზოგადი დახასიათება:

სარკე რომელსაც ასევე შეიძლება ვუწოდოთ ბედის ბორბალი, მიუთითებს იმაზე, რომ ცხოვრებაში მთავარი მიზანი ნეტარება და სიამოვნებაა. თვითშემეცნება არსებობს, თუმცა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ მისი შეხედულება, სხვების აზრი კი მცდარად ითვლება (თუ არ აწყობს). არსებობს საკუთარი მიმზიდველობის მტკიცე რწმენა და ადამიანს შეუძლია თავი უძლეველად მიიჩნიოს. მას ასევე აქვს მიდრეკილება და სურვილი იყოს ყურადღების ცენტრში.

პირდაპირ:

ადამიანი ძალიან ბევრს ფიქრობს იმაზე, თუ როგორ გამოიყურება. მისმა თვითკმაყოფილებამ შეიძლება გააღიზიანოს სხვები. ისინი ვისაც ხშირად დამამცირებლად ექცევა (გარკვეულწილად) და აღიქვამს მათ, როგორც თავის გვერდით მყოფთ. ასეთი ადამიანი დიდ კამპანიებში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს, ყოველთვის ცდილობს მიიქციოს ყურადღება და იყოს ყურადღების ცენტრში.

ამოტრიალებული:

ამოტრიალებულ მდგომარეობაში, არკანი სარკე გვეუბნება, რომ ადამიანი საერთოდ არ აქცევს ყურადღებას იმას, თუ როგორ გამოიყურება. მას გულწრფელად სჯერა, რომ მხოლოდ ადამიანის შინაგანი სამყაროა მნიშვნელოვანი და არა ვიზუალი. მას არ მოსწონს საზოგადოდ მიღებული სტანდარტები. რაც აიძულებს თავი აარიდოს საზოგადოებას და ისეთ შეკრების ადგილებს, სადაც ადამიანთა დიდი რაოდენობაა.

დეტალური აღწერა:

სარკის არკანი მიუთითებს ნარცისიზმსა და ეგოცენტრიზმზე. მთელი ყურადღება მიპყრობილია საკუთარი თავისკენ. უარყოფით არკანებითან ის გვესაუბრება საკუთარი თავის დაკარგვაზე. ანუ ადამიანი დაბნეულია და ვერ ხვდება სად არის რეალური მე და სად მისი ანარეკლი. გარემო აღიქმება როგორც პიროვნების შემავსებელი.

გრძნობები და ურთიერთობები:

პარტნიორის თვალებში ჩახედვისას ადამიანი იქ მხოლოდ საკუთარ თავს ხედავს. მას ნამდვილად არ სჭირდება ურთიერთგაგება (ტრადიციული გაგებით), მაგრამ თუ შეაქებენ და მისით აღაფრთოვანდენიან, ეს ნამდვილად მოეწონება. ადრე თუ გვიან, პარტნიორი დაიღლება მისით მუდმივად აღფრთოვანებით, ან თავად პიროვნება იფიქრებს, რომ ის ზედმეტად კარგია თავისი პარტნიორისთვის და დაიწყებს ახალის ძებნას.

პარტნიორი, როგორც წესი, აღიქმება როგორც საკუთარ თავში დარწმუნების საშუალება. ასევე, არის მსგავსი დამოკიდებულება გარე სამყაროს მიმართ. გრძნობები ნამდვილად არსებობს, მაგრამ ისინი გარკვეულწილად გაუკუღმართებულია. ხოლო თუ არის სიყვარული, მაშინ ისევ მხოლოდ საკუთარი თავისთვის. ასეთ ადამიანთან ყოფნა და ურთიერთობა საკმაოდ რთულია, მით უმეტეს, თუ გულწრფელად არ ხარ მისით აღტაცებული.

ფიზიკური მდგომარეობა:

სექსში არის ეგოიზმი და პიროვნება საერთოდ არ ფიქრობს პარტნიორზე. ის მხოლოდ საკუთარ თავზეა ორიენტირებული. დიდი აქცენტი კეთდება საკუთარ გარეგნობაზე, ამ საკითხს შეიძლება დიდი დრო და ყურადღება დაეთმოს.

რეკომენდაცია:

მთელი თავისი დიდების გამოვლენისთვის, საჭიროა ახალი შესაძლებლობებისა და ადგილების ძიება. არ მისცეთ ჩაკეტვის უფლება საკუთარ თავს, დაე მიეცით სვებს იმის საშუალება, რომ ნაინახონ თქვენი ბრწყინვალება.

გაფრთხილება:

ნამდვილად ღირს საკუთარი თავის და შესაძლებლობების გონივრულად შეფასება, წინააღმდეგ შემთხვევაში ილუზიებში გახვევის დიდი ალბათობა არსებობს.

არკანის დადებითი მხარე:

ადამიანმა იცის როგორ მიიღოს სიამოვნება საკუთარი არსებობით და ზოგჯერ სხვა მეტი არაფერი სჭირდება. მან იცის, რომ ლამაზი და კარგია, ეს კი შეუძლია თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.

არკანის უარყოფითი მხარე:

ასეთი ადამიანები ხშირად იწყებენ სხვების ზედმეტად გამარტივებულ აღქმას, ყოფენ ადამიანებს გარეგნობის მიხედვით. თუ ადამიანი ლამაზია – კარგია, ხოლო თუ ლამაზი არ არის – არ ღირს მისი ნდობა. რა თქმა უნდა, ეს მიდგომა ძალიან მცდარია, ის ზღუდავს ჰორიზონტს და არ აძლევს თავს საჭირო ადამიანების გაცნობის საშუალებას.

სიტუაციის პოზიტიური განვითარება:

როცა პოზიტიური დამოკიდებულებაა, მაშინ ადამიანი ნებისმიერ უბედურებას ძალიან იოლად და მარტივად გადაიტანს. რა თქმა უნდა, თუ ისინი გამოუსწორებლად არ იმოქმედებენ მისი აღტაცების ობიექტზე (ანუ საკუთარ თავზე). ამ შემთხვევაში, შედეგები შეიძლება იყოს კატასტროფული, რადგან ადამიანი დაკარგავს ყველაზე ძვირფასს – მთელ მსოფლიოში.

სიტუაციის ნეგატიური განვითარება:

უახლოესი გარემოცვა დაიწყებს ამ ადამიანისგან თავის დაღწევას, რადგან საზოგადოებას არ მოსწონს მისი მარადიული ნარცისიზმი. ეს აიძულებს მას მოძებნოს სხვა სოციალური წრე, სადაც ყველა ადამიანი მისნაირი გარეგნობით იქნება. გარდა ამისა, სიბერემდე საკუთარი გარეგნობით გადაჭარბებულმა შეპყრობამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები – რადგან სილამაზე მხოლოდ ნაოჭებშია მარადიული.

ასევე:

დიდი ყურადღება ეთმობა საკუთარ გარეგნობას.
ნეგატიურ გარემოში საკუთარი თავის დაკარგვა – “სად ვარ მე და სად არის ჩემი ანარეკლი?”
ჩვენს გარშემო არსებული სამყარო და პარტნიორი განიხილება როგორც თვითგამოხატვისა და აღიარების საშუალება.
ადამიანი – რომლიც ეძებს ყურადღებას, რადგან თვლის, რომ იმსახურებს, იყოს ყურადღების ცენტრში.
ბედი აქ განიხილება, როგორც ოპტიმისტური დამოკიდებულება – რომელიც ხსნის კარს წარმატებისკენ.

მოამზადა: Onlinetarot.ge