სამყურა

ლენორმანი
ლენორმანის დასტა: Lenormand Oracle Cards

კარტის სიმბოლო: ექვსიან აგური
ზოგადი იმპულსი: პოზიტიური
ნუმეროლოგია: 2
პლანეტა: იუპიტერი
ზოდიაქო: მშვილდოსანი
დრო: მოკლე დროში/ ფანჯარა

საკვანძო სიტყვები: წარმატება, ბედნიერება, იღბალი, სასიამოვნო სიურპრიზი, ფორტუნა, ახალი შესაძლებლობები, უდარდელობა, ხალისი.

ზოგადი მნიშვნელობა:
სამყურას პოვნა ლენორმანის გაშლაში, ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში, ბედნიერების ნიშანია.  სამყურა იღბალთან და შესაძლებლობებთან ასოცირდება, თუმცა ეს ყოველივე არ უკავშირდება რაიმე გრანდიოზულს. სამყურას ბანქო მცირე სიხარულებთანაა კავშირში, რომლებიც ჩვეულებრივსამებრ დიდხანს არ გრძელდება. ამიტომაც, სამყურა მიგვანიშნევს იმაზეც, რომ გარკვეულ საკითხთან მიმართებაში საჭიროა სწრაფი ნაბიჯებით მქომედება. თქვენ გაქვთ მცირე მონაკვეთი, რათა გამოიყენოთ სამყაროს მიერ მოცემული შანსი. ეს ბანქო,  ნებისმიერ სიტუაციას, სიმშვიდისა და იუმორის ელფერს სძენს. როდესაც ცხოვრებაში ყველაფერი მუდმივად ცვალებადია, იქნება ეს დადებითი თუ უარყოფითი პერიოდი ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ ძალიან სერიოზულად არაფერს არ უნდა მოვეკიდოთ. იმის გახსენება, რომ ყველაფერი დროებითია და მალე გაივლის დაგვეხმარება  სხვადასხვა სიტუაციების მარტივად აღქმაში. იმისათვის, რომ გავიგოთ თუ რაზე მიგვანიშნებს სამყურა მოცემულ სიტუაციაში საჭიროა სხვა ბანქოსაც გავეცნოთ, რათა უკეთ შევძლოთ მისი ინტერპრეტირება.

კითხვები, რომლებიც უნდა დაისვას მხედართან

  • რა შესაძლებლობების გამოყენება შემიძლია?
  • ცხოვრების რომელ სფეროში შემიძლია გავხდე შედარებით უდარდელი?
  • ცხოვრების რომელ სფეროებს უნდა მოვეკიდო მეტად სერიოზულად?
  • როგორ შევძლო ცხოვრების პატარ-პატარა საჩუქრების მეტად დაფასება?

მოამზადა: Onlinetarot.ge

პლანეტების განლაგება

მზე 29° ტყუპები 45' 07"
მთვარე 05° მორიელი 38' 15"
მერკური 16° ტყუპები 16' 54" R
ვენერა 22° კირჩხიბი 21' 04"
მარსი 05° ლომი 45' 05"
იუპიტერი 02° თევზები 11' 03" R
სატურნი 12° მერწყული 52' 48" R
ურანი 13° კურო 23' 04"
ნეპტუნი 23° თევზები 11' 36"
პლუტონი 26° თხის რქა 10' 54" R
ქირონი 12° ვერძი 39' 54"
TrueNode 10° ტყუპები 40' 04"