Teen Witch Tarot – განმარტებები
![](https://onlinetarot.ge/wp-content/uploads/2023/07/630308793.jpg)
სამყარო
![](https://onlinetarot.ge/wp-content/uploads/2023/07/630308793.jpg)
ალტერნატიული სახელი: სოკო.
არკანის აღწერა:
ჯადოქარი დაფრინავს და ანათებს ბედნიერებისგან. მის გარშემო ბევრი მწერია: პეპელა, ობობა, ჭია და ბუზი. მაგრამ მათი სიახლოვე არ აშინებს ჯადოქარს – ის ტკბება ცხოვრებით და მხიარულ სიმღერას ღიღინებს.
საკვანძო სიტყვები:
სიხარული. ყველა საქმის დასრულება. წარმატება. სიმდიდრე. შესანიშნავი ურთიერთობები.
სიმბოლიზმი:
ბედნიერი ჯადოქარი – სიმბოლოა ცხოვრების სიხარულს და პრობლემების არარსებობას.
სოკო – არის ცვლილებების სიმბოლო, რომელიც აუცილებლად ხდება თითოეული ადამიანის ცხოვრებაში.
მწერებთან ჰარმონიული ურთიერთობა – რეალურ სამყაროში ჰარმონიის სიმბოლოა.
პროგნოზი:
ხართ ძლიერი და თქვენს მომავალში დარწმუნებული. ხვალინდელი დღე პატარ-პატარა დეტალებით არის დაგეგმილი და ვერცერთი სახის უსიამოვნება თქვენს განწყობას ვერ შეცვლის. გიყვართ დაგეგმვა და აკონტროლებთ თითოეულ დეტალსა და საკითხს. ძალიან კარგად იცით, თუ როგორ შეაფასოთ სიტუაცია საღი გონებით და გაერთოთ – როდესაც ეს შესაძლებელია. თქვენ ტკბებით ცხოვრებით და თქვენთან ერთად გარშემო მყოფი ახლობლებიც. გილოცავთ! თქვენთვის სასურველი მიზანი მიღწეულია.
მოამზადა: Onlinetarot.ge