Teen Witch Tarot – განმარტებები
სამსჯავრო
ალტერნატიული სახელი: ყორანი.
არკანის აღწერა:
ყვავის ბუდესთან სამი ჯადოქარი ზის. ისინი რიტუალს ჯადოსნური ელექსირის დახმარებით ასრულებენ. რიტუალის მიზანია, მიიღო ისეთი სიბრძნე, როგორიც აქვს 300 წლის ყორანს.
საკვანძო სიტყვები:
გადაწყვეტილება. გრძელი მოგზაურობა. სიახლეები. შეყვარება.
სიმბოლიზმი:
ყორანი – გამოცდილებისა და ინტელექტის სიმბოლოა. ის ჩნდება იქ, სადაც რჩევა და დახმარებაა საჭირო.
ყორნის ბუდე – ძალისხმევის საბოლოო შედეგია. მას შეუძლია ააშენოს, აღადგინოს და შეცვალოს.
ჯადოქრები – განასახიერებენ ადამიანებს, რომლებსაც სურთ სიბრძნის მოპოვება.
პროგნოზი:
ზოგჯერ გეჩვენება, რომ ბედი უსამართლოა შენს მიმართ. სინამდვილეში ეს სიმართლეს არ შეესაბამება. უბრალოდ სამყარო შენთან ურთიერთობს თავის ენაზე. სამწუხაროდ, ადამიანმა ყოველთვის არ იცის მოსმენა, ხშირად იძირება საკუთარ ფიქრებში და გარშემო ვერაფერს ამჩნევს. ადამიანთან მისასვლელი ერთადერთი გზა არის მისი ყურადღების მიპყრობა უჩვეულო და არასტანდარტული სიტუაციით.
სამყარო თქვენი მეგობარია – ის ყოველთვის ისწრაფვის ჰარმონიისკენ და სურს სწორ გზაზე დაგაყენოთ. შეჩერდით ერთი წუთით, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას და შეხედეთ ყველაფერს გარედან. თქვენ აუცილებლად დაინახავთ, რომ სიმართლე ძალიან ახლოს იყო, უბრალოდ, აქამდე ვერ ამჩნევდით.
მოამზადა: Onlinetarot.ge