საკურიერო მომსახურება – თბილისში.
ჩვენ ვთანამშრომლობთ საკურიერო კომპანია “მაი ვეისთან”. ამანათის მიწოდება ხდება შეკვეთიდან მეორე დღეს – დღის განმავლობაში (კვირის გარდა).

კონკრეტულ დროზე მიწოდება არ აქვთ.
ჩვენ არ გვაქვს კურიერების ნომრები, რადგან ოპერატორთან ვაფირმებთ შეკვეთას და უშუალოდ კურიერებს არ ვიცნობთ. მხოლოდ ის ვიცით, რომ თქვენი უბნის კურიერი მოსვლამდე 10-15 წუთით ადრე დაგიკავშირდებათ.
მათი მომსახურების საფასურია:

  • ცენტრალური უბნები – 5 ლარი
  • დიდი და პატარა ლილო / ზემო და ქვემო ფონიჭალა – 7 ლარი
  • კაკლები / თხინვალა – 7 ლარი
  • რუსთავი / მცხეთა – 8 ლარი

თქვენგან დაგვჭირდება: მიმღების სახელი, მისამართი და ტელეფონის ნომერი.

P.S თუ იმავე დღეს ან კონკრეტულ დროზე გსურთ ამანათის მიწოდება, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ტაქსი, გლოვო, ბოლტი… ჩვენს მისამართზე და გამოვატანთ თქვენს შეკვეთას – ტარიფი დამოკიდებულია თუ რას მოითხოვს შუამავალი კომპანია კონკრეტულ დროსა და ადგილზე.

რეგიონებში ვაგზავნით საქართველოს ფოსტით. ამანათის მიწოდება ხდება გამოგზავნიდან 2-3 სამუშაო დღეში.
კვირა დღეს და ოფიციალური დასვენების დღეებში არ მუშაობენ

ამანათი გახლავთ რეგისტრირებული გზავნილი, რაც იმას ნიშნავს რომ გზავნილს ენიჭება შიდა კოდი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ამანათის ადგილმდებარეობას.

დაკარგვის ალბათობა რეგისტრირებული ამანათების მინიმუმამდეა დასული.

თუ თქვენი სახლი დანომრილია, ფოსტის კურიერი ადგილზე მოგიტანთ.

ფოსტის მომსახურების საფასური გახლავთ:

  • 250 გრამამდე – 8 ₾
  • 251 გრამიდან 500 გრამამდე – 9₾

გირჩევთ, რომ ფოსტის თანხაც დარიცხოთ, რადგან როცა გამგზავნი (ჩვენ) იხდის – უფრო იაფია, ხოლო როცა მიმღები (თქვენ) იხდის ადგილზე – შედარებით ძვირი.
ამიტომ, ყოველთვის ვურჩევთ მომხმარებლებს, ფოსტის თანხის დარიცხვასაც.

თქვენგან დაგვჭირდება:
მისამართი, ტელეფონის ნომერი, ოფიციალური სახელი და გვარი (როგორც საბუთებში გიწერიათ).

საქართველოს საზღვრებს გარეთ ვაგზავნით საქართველოს ფოსტით, ტარიფი დამოკიდებულია თქვენს ლოაციაზე.