როგორ განვითარდება ურთიერთობა ჩაფიქრებულ პიროვნებასთან?
ურთიერთობებს ადამიანების ცხოვრებაში საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს. ხშირად ისეც ხდება, რომ არ ვიცით ამა თუ იმ ადამიანსგან ან ურთიერთობისგან რას უნდა მოველოდეთ. ამის გამო კი ხშირად მოუსვენრობა და შფოთი გვიპყრობს, რაც დამეთანხმებით რომ ნამდვილად არ არის სასიამოვნო შეგრძნება. ეს გაშლა დაგეხმარებათ გაიგოთ თუ როგორ განვითარდება ურთიერთობა თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებასთან. გაითვალისწინეთ რჩევა ტაროსგან, თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენი ბედი თქვენს ხელშია და თქვენ ხართ ერთადერთი ადამიანი ვისაც ძალუძს თქვენი ბედისწერის შეცვლა.
გაშლის ავტორი: FEY
როგორ გავშალოთ ტარო ონლაინ?
- სანამ გამოიყენებდეთ უფასო ონლაინ გაშლას გაუკეთეთ ფორმულირება კითხვას.
- მოდუნდით, თვალები დახუჭეთ, კონცენტრირდით თქვენს მიერ დასმულ შეკითხვაზე და თემაზე. მიენდეთ მას და დააკლიკეთ კარტს.
- კარგი იქნება თუ თქვენს კითხვას მოაქცევთ დროით ჩარჩოში ანუ სვამთ კითხვას დროის გარკვეულ მონაკვეთზე. იქნება ეს დღე, კვირა, თვე, წელი და ა.შ.
- კარტებს არ უყვართ ხშირად განმეორებადი კითხვები და ერთ თემაზე ორიენტირებული შეკითხვები. ნუ გამოსცდით მათ რათა არ მიიღოთ ურთიერთგამომრიცხავი პასუხები.
- გახსოვდეთ, რომ არ არსებობენ ცუდი კარტები. ჩვენს ცხოვრებაში არსებული სიტუაცია არის გაკვეთილი, განვითარებისთვის და პიროვნული ზრდისთვის.
- როგორი სასიხარულო ან ნეგატიური პასუხიც არ უნდა მოგცეთ გაშლამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენი ბედისწერა თქვენს ხელშია - კარტები კი მხოლოდ თქვენი მრჩეველია.
გისურვებთ წარმატებებს!
შენიშვნა: ონლაინ გაშლებისთვის გამოიყენება არკანების უნივერსალური ინტერპრეტაციები, რომლებივ შესაძლოა არ შეესაბამებოდეს თქვენს მიერ ჩაფიქრებულ კითხვას. პერსონალიზირებული ინტერპრეტაციებისა და პირადი კონსულტაციებისთვის მიმართეთ პროფესიონალ ტაროლოგებს.