რა არის პაგანი და პაგანიზმი
სიტყვები “წარმართი” და “წარმართობა” შეიძლება გარკვეულწილად დამაბნეველი იყოს ვიკასა და სხვა ბუნებაზე დაფუძნებული სულიერი რწმენის სისტემებში ახლად დაინტერესებულთათვის. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ არიან ვიკანები, რომლებიც თავს წარმართებად თვლიან და ისეთებიც, რომლებიც არ იდენტიფიცირდებიან ამ ტერმინთან.
ზოგიერთი ადამიანი ერთიანდება ამ სახელწოდების ქვეშ, ზოგიერთი კი არა. გარდა ამისა, არიან ისეთები, რომლებიც იყენებენ სიტყვას “ნეოპაგანიზმს” – თავიანთი სულიერი პრაქტიკის კატეგორიზაციისთვის და არიან ისეთებიც, ვისთვისაც ეს თანამედროვე ტერმინი გამაღიზიანებელია. სინამდვილეში, “წარმართი” და “წარმართობა” გახლავთ ისეთი ტერმინები, რომლებსაც დროთა განმავლობაში მრავალი მნიშვნელობა და გამოყენება ჰქონდა.
სიტყვა “პაგანის” მოკლე ისტორია დაგეხმარებათ მის უკეთ გაგებაში.
ძველი რომაელები
სიტყვა „წარმართი“ მოდის ლათინური სიტყვიდან “paganus“, რომელიც უბრალოდ მიუთითებდა სოფლის მაცხოვრებელზე ან პირზე, რომელიც ცხოვრობს სოფლად და არა დიდ ქალაქში. მოგეხსენებათ რომი იმპერიის მთავარი ქალაქი იყო და ისინი, ვინც მის საზღვრებს გარეთ ცხოვრობდნენ, წარმართებად/პაგანებად ითვლებოდნენ. ასეთ მნიშვნელობას ატარებდა კიდევ ერთი სიტყვა „civilian“, რათა განესხვავებინათ ჩვეულებრივი მოქალაქე – რომაელი სამხედრო პირისგან.
ქრისტიანული “ირონია”
მას შემდეგ, რაც რომში ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა, სიტყვა “პაგანმა” მნიშვნელობის შეცვლა დაიწყო. ის ხალხი, ვინც აგრძელებდა ძველი ღმერთებისა და ქალღმერთების თაყვანისცემას და ახალ რელიგიას არ იღებდა, მოიხსენიებდნენ როგორც “წარმართებს” და ითვლებოდნენ მორალურად დაბლად მდგომ ადამიანებად, რომლებიც საბოლოოდ საჭიროებდნენ “გადარჩენას” ქრისტიანული ეკლესიის მიერ. საუკუნეების მანძილზე, ისინი, ვინც აგრძელებდნენ წინააღმდეგობის გაწევას და არ იცვლიდნენ მრწამსს, ტერმინი „წარმართი“ სულ უფრო და უფრო უარყოფით და დამამცირებელ კონტექსტს იძენდა. ზოგიერთი „პაგანიზმს“ „ეშმაკის თაყვანისცემასთანაც” კი აიგივებდა. ეს უარყოფითი დამოკიდებულება ჩვენს დროშიც გარკვეულწილად შენარჩუნებულია. რის გამოც ვიკას ზოგიერთი წევრი ეწინააღმდეგება ამ ტერმინის გამოყენებას.
წარმართები და წარმართობა – თანამედროვე მნიშვნელობები.
მიუხედავად დარჩენილი ნეგატიური კონოტექსტისა, სიტყვები „წარმართი“ და „წარმართობა“ დღეს ასე თუ ისე ნეიტრალური ტერმინები გახდა, სხვადასხვა რელიგიებში როგორიცაა იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი – სამი დომინანტური აბრაამული რელიგია. ბუდიზმი, ინდუიზმი და ამერიკის ძირძველი რელიგიებიც კი ტექნიკურად „წარმართული“ რელიგიებია. ტერმინი ჩვეულებრივ ეხება დასავლეთ ევროპაში წარმოშობილ რელიგიებსაც. ეს მოიცავს როგორც ვიკას, ასევე ბევრ სხვა სულიერ გზას, რომელიც მოიცავს ღვთაებების თაყვანისცემას, რომლებიც არსებობდნენ იუდეურ-ქრისტიანულ ღმერთებამდე. ტერმინი – წარმართი გამოიყენება წარსულის ძველი (არსებითად “გადაშენებული” ხალხური) და თანამედროვე რელიგიების გასარჩევად.ზოგი იქამდე მიდის, რომ თანამედროვე ვერსიებს „ნეოპაგანიზმი“-ს სახელით აიდენტიფიცირებს, როგორც თანამედროვე წარმართებსა და ძველ წარმართებს შორის განსხვავების საშუალებას, რომლებიც აშკარად ძალიან განსხვავებულ ცხოვრებით ცხოვრობდნენ. შესაბამისად ბუნებრივია, რომ ძველად ექნებოდათ სრულიად განსხვავებული პრაქტიკები. თუმცა, პრეფიქსი „ნეო“ ბევრისთვის შეურაცხმყოფელია, რადგან, ის თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მათი პრაქტიკა აღარ არის ავთენტური. ზოგი მზად არის დაკმაყოფილდეს „თანამედროვე წარმართობით“, ზოგი კი არ თვლის საჭიროდ განასხვაოს ძველი და ახალი, იმის მიუხედავად, რომ ყველამ კარგად ვიცით რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ. საკუთარი ვინაობის მტკიცება მიუხედავად ნებისმიერი ადამიანის დამოკიდებულებისა ამ სიტყვის მიმართ, ტექნიკურ-ანთროპოლოგიური თვალსაზრისით, ვიკა წარმართული რელიგიაა. ისევე როგორც უძველესი რელიგიური პრაქტიკის მრავალი სხვა თანამედროვე ვერსია. მათ შორის დრუიდიზმი, შამანიზმი, ქალღმერთზე ორიენტირებული რელიგიები და „რეკონსტრუქციონალისტური“ გზები, რომლებიც ცდილობენ მიჰყვნენ კონკრეტული კულტურული რეგიონების ძველ გზებს, როგორიცაა ასატრუ (სკანდინავიური) და კემეტიზმი (ეგვიპტური). თუმცა, თუ გსურთ რომ უწოდოთ საკუთარ თავს წარმართი, ნეოპაგანი, ვიკანი, ჯადოქარი, (თუ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ან არც ერთი) არის მხოლოდ და მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტი. საბედნიეროდ, აღარ ვცხოვრობთ იმ დროში როცა სხვები წყვეტდნენ ჩვენს მრწამსს. ახლა, ძირითად შემთხვევებში თავად ვირჩევთ და ვწყვეტთ რისი გვწამს და რისი გვჯერა
მოამზადა: Onlinetarot.ge