ისწავლე ტარო, სიახლეები, შემეცნებითი

ოთხი სტიქია და ტაროს ოთხი მასტი

სამყარო იყოფა ოთხ სტიქიად: ცეცხლი, წყალი, ჰაერი და მიწა. ეს გახლავთ მეტაფიზიკური იდეა, რომელიც მომდინარეობას ძველი ბერძენი ფილოსოფოსებისგან- ემპედოკლესა და არისტოტელესგან. გარდა ამისა ოთხი სტიქია დასავლური ასტროლოგიის, მაგიისა და ალქიმიის საკვანძო ელემენტებია.

იმისათვის რომ ტარო უკეთ შეისწავლოთ სასურველია გაეცნოთ ამ ელემენტების ტრადიციულ განმარტებებსა და თვისებებს. რადგანაც ეს სტიქიები დაკავშირებულია ტაროს კარტთან და მათი მახასიათებელი თვისებების ცოდნა დაგეხმარებათ ტაროს კარტის მნიშვნელობების უკეთ გაგებაში.

ზემოთხსენებული ოთხი სტიქია დაკავშირებულია ტაროს კარტის ოთხ მასტთან, შემდეგნაირად:

ცეცხლი –კვერთხები.
წყალი –თასები.
ჰაერი – ხმლები.
მიწა – პენტაკლები.

  • ცეცხლი – მამრობითი სქესი: სიცოხლისუნარიანობა, ძალა, ნების ძალა, ძალადობა, ვნება, შთაგონება, ოპტიმიზმი, ენთუზიაზმი, რწმენა, სიმამაცე, აგრესია, ნომინირება, ლიდერობა.
  • წყალი – მდედრობითი სქესი: მგრძნობელობა, არეკვლა, პასიურობა, ემოცია, ინტუიცია, სიყვარული, სენსორიკა, ურთიერთობები, კვება, სექსუალობა, სურვილი, სულიერი გამოღვიძება.
  • ჰაერი – მამრობითი სქესი: ინტელექტი, გონება, მიზანსწრაფულობა, მოხერხებულობა, ლოგიკა, გაგების უნარი, გამჭრიახობა, იდეების მიმოცვლა, კომუნიკაცია, კონფლიქტები.
  • მიწა – მდედრობითი სქესი: სტაბილურობა, სიუხვე, კარიერა, მიღწევები, ოჯახი, გაერთიანება, პრაქტიკულობა, ერთგულება, მატერიალური სამყარო.

მოამზადა: ONLINETAROT.GE