მულადჰარა

ფუძისეული ჩაკრა, სანსკრიტულად-მულადჰარა. მდებარეობს კუდუსუნის არეში. სწორედ ეს ჩაკრა უქმნის სხვა ჩაკრებს ფუნქციონირების საფუძველს. მასში ინახება ადამიანის მთლიანი ენერგია. ის გვაკავშირებს მატერიალურ სამყაროსთან. ხელს უწყობს ადამიანის მთავარი ინსტინქტების აქტიურობას: სიცოცხლისუნარიანობას, გადარჩენას, გამრავლებას.

როცა ეს ჩაკრა აქტიურია: ადამიანი შეიგრძნობს თავის ძალებს, თავდაჯერებულია, არის მყარი და წინაღობებს შემართებით უსწორდება, წონა აქვს სხეულის შესაბამისი, არ გრძნობს სიმძიმეს, მწყობრში აქვს იმუნური, ძვალ-სახსროვანი, რეპროდუქციული და მომნელებელი სისტემები.

თუ ეს ჩაკრა არასწორად ვითარდება, ადამიანი მხოლოდ აქცენტირებულია ცხოველური დაკმაყოფილებაზე: ჭამა, სექსი, ფული. აქვს გადამეტებული წონა, დაბალი იმუნიტეტი, ტკივილი ძვლების არეში, არაჯანსაღი მოქმედება  სისტემებისა, აწუხებს სიზარმაცე და აქვს დაუცველობის შეგრძნება, არ ყოფნის ძალა  პრობლემებს.

თუ ჩაკრა დაზიანებულია: ადამიანს უჩნდება შიშები, ფობიები, სისუსტეები, სიხარბე, სხვადასხვა სახის მიჯაჭვულობები და ისინი მარტივად ღიზიანდებიან.

ანატომიურად მულადჰარას უკავშირდება: უჯრედები, ჩონჩხი, ფეხები, ფრჩხილები, კბილები, ნაწლავები, თირკმელზედა ჯირკვლები, პროსტატის ჯირკვლები.

როგორც უკვე გითხარით, ჩაკრები არის ბიოენერგეტიკული ცენტრები და მათ კვებითი ხელშეწყობა აუცილებლად სჭირდება. საკვები მათ კვებაზე მნიშვნელოვნად აისახება.

რეკომენდებულია პროდუქტი: ნებისმიერი სახის ცილოვანი საკვები, წითელი ლობიო, ჭარხალი, საზამთრო, ალუბალი, წითელი ბალი, მარწყვი, წითელი კომბოსტო, ბოლოკი, წითელი ყურძენი, წითელი  წიწაკა, პომიდორი, წითელი ვაშლი, წითელი ნიორი, ასკილი, წითელი მოცვი, ბროწეული და ყველა სახის წითელი ფერის საკვები. იკვებეთ ზომიერად! გადამეტებული ჭამა უარყოფითად აისახება ჩაკრის ფუნქციონირებაზე და თქვენზე.

სამკურნალო ზეთების ნარევი, რომელიც უნდა გააზავოთ 1-1-ზე პროპორციით და წაისვათ ხერხემალზე, კუდუსუნის არეში: ევკალიპტის ზეთი (განახლება) + ჩაის ხის ზეთი (წმენდვა) + კედარის ზეთი (თავდაჯერებულობა,მიმზიდველობა) + ფიჭვის ზეთი (განახლებისთვის კარგია,მაგრამ მგრძნობიარე კანის შემთხვევაში წინასწარ მოსინჯეთ ერთი წვეთი) + ვეტივერტიას ზეთი (pms სიმპტომების შესამსუბუქებელი) + პიტნის ზეთი (ასტიმულირებს ჩაკრას) + პაჩულის ზეთი (ებრძვის ასაკთან დაკავშირებულ პრობლემებს) + მურის, იგივე ზმირინის ზეთი(ტკივილების შესამსუბუქებლად). საგრძნობლად მოქმედებს მულადჰარას აქტივობაზე, ავსებს ენერგიით, აჯანსაღებს, გვმატებს სასიცოცხლო ძალებს, ხსნის სტრესს, დაძაბულობას, აბალანსებს ჩაკრის მოქმედებას, ზრდის ძალებს. ! ზეთების გამოყენება იკრძალება ორსულებისთვის !

არომატები, რომელიც დადებითად მოქმედებს მულადჰარას ფუნქციონირებაზე: ვარდი, მიხაკი, შავი წიწაკა, ჯინჯერი, პაჩული, ვეტივერია. შეგიძლიათ დაანთოთ ამ არომატის სანთლები, საკმეველი,ინსესები(სურნელოვანი ჩხირები).

მინერალები, რომელიც ფუძისეულ ჩაკრაზე დადებითად მოქმედებს: ჰელიოტროპი, ძოწი, ლალი, სპესარტიტი, ჰემატიტი, ვეფხვის თვალი, იასპი, მარჯანი, smokey კვარცი. მაქსიმალური მოქმედება აქვს, როცა ქვას ატარებთ სამაჯურის სახით, რადგან მულადჰარას ცენტრი ხელზე, სწორედ მაჯაზე განისაზღვრება.

არსებობს სხვადასვა სახის ვარჯიშები, იოგა, მედიტაციები, სამკურნალო მანტრები და სამედიტაციო მუსიკა, ასევე წერტილოვანი მასაჟით მკუნალობა ხელისა და ფეხის საშუალებით, რომელსაც დაინტერესების შემთხვევაში გაგაცნობთ.

ავტორი: Rod

პლანეტების განლაგება

მზე 01° მშვილდოსანი 57' 55"
მთვარე 20° თევზები 06' 03"
მერკური 17° მორიელი 34' 31"
ვენერა 02° მორიელი 46' 57"
მარსი 15° ვერძი 51' 33"
იუპიტერი 24° თხის რქა 46' 36"
სატურნი 27° თხის რქა 46' 46"
ურანი 07° კურო 46' 02" R
ნეპტუნი 18° თევზები 10' 14" R
პლუტონი 23° თხის რქა 05' 34"
ქირონი 05° ვერძი 09' 48" R
TrueNode 20° ტყუპები 06' 30" R
error: კიდევ სცადე!

დაგვალაიქე
Facebook-ზე