მონეტების ხუთიანი – ლოდების ხუთიანი

ალტერნატიული სახელი: მაცდურობა.
არკანის აღწერა:
ღამით, ქვის წრეში დგას ჯადოქარი და მისი საყვარელი. წრის ძალა იმდენად დიდია, რომ ჩვეულებრივი კოცნა შეიძლება იქცეს ნამდვილ სასიყვარულო წამლად.
საკვანძო სიტყვები:
შეხვედრა. რომანტიკა. გამბედაობა. გამოცდილება. კონკურენცია. მოგება.
სიმბოლიზმი:
წმინდა წრე – სიმბოლოა მნიშვნელოვანი მოვლენის. წრე გარშემორტყმულია ქვებით, რომელებიც საიმედო და მყარი საყრდენია.
სოკო – ზრდის სიმბოლოა.
ჯადოქრის ქუდი გადახრილი კონუსით – სიმბოლოა გადაჭარბებული აზრების არსებობის და ასევე სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვის.
პროგნოზი:
ცხოვრების მომავალი პერიოდი საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება. ეს მოიტანს სიხარულს, ემოციებს, სარგებელს და საფუძველს მომავლისთვის.წარმატების საკმაოდ მაღალი შანსი გაქვთ – მთავარია არ გაუშვათ ხელიდან ბედის მიერ მონიჭებული შესაძლებლობები. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ყველაფერი ცხოვრებისგან.
მოამზადა: Onlinetarot.ge