ისწავლე Teen Witch Tarot

Teen Witch Tarot – განმარტებები

მონეტების ექვსიანი – ლოდების ექვსიანი

იყიდე Teen Witch Tarot
ალტერნატიული სახელი: ვარდნა.
არკანის აღწერა:
ჯადოქარი ვარდება ციცაბო კლდიდან და დაცემისას კარგავს ჯადოსნურ ყავისფერ ქუდს. ის ეცემა ზურგით და არ ეძლევა საშუალება, თავიდან აირიდოს დაცემა. მის ირგვლივ არც ერთი ცოცხალი არსება არ არის – მხოლოდ კაშკაშა ვარსკვლავები. ისინი კი ჩუმად უყურებენ, თუ რა ხდება ჯადოქრის თავს და სხვას არაფერს აკეთებენ.
საკვანძო სიტყვები:
განადგურება. დაცემა. პრობლემები. თავდაჯერებულობის ნაკლებობა. დამსხვრეული ოცნებები.
სიმბოლიზმი:
ყავისფერი ქუდი – განასახიერებს დამიწებულ აზრებს და სამყაროს მატერიალურობას.
კლდე – სიმბოლოა იმ ადგილის, სადაც სტაბილურობა არ არის.
ვარსკვლავები – დაგეგმილი მოვლენები და ოცნებები.
პროგნოზი:
ზედმეტად ორიენტირებული იყავით ერთ პრობლემაზე და შესაბამისად, დაკარგეთ საერთო სურათის აღქმნის უნარი. თქვენ დაკარგეთ კონტროლი სიტუაციაზე და ახლა იხდით საფასურს თქვენს შეცდომებზე. მაგრამ, ყველაფერი დაკარგული არ არის – საკმარისია ფეხზე დადგეთ, გადალახოთ შოკი და განაგრძო მოძრაობა. ნუ ეძებ დამნაშავეს, უბრალოდ ადექი და სარკეში ჩაიხედე – მას იქ დაინახავ. ეს არის ყველა უბედურების მიზეზი. დაცემა უბრალოდ ბედისგან მსუბუქი საყვედურია. მომდევნო ჯერზე შეიძლება უფრო გაუარესდეს, ამიტომ ფრთხილად იყავი.

მოამზადა: Onlinetarot.ge