ისწავლე მანარა

მიწის ტუზი – მანარას განმარტებები

მიწის ტუზი

მანარას ტარო – Manara Tarot

+18

ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: კურო – როგორც მატერიალურ კომფორტთან მიჯაჭვულობა.
ქალწული – როგროც პრაქტიკულობა.თხის რქა – როგორც ორგანიზებულობა და მიზნების მიღწევის უნარი.

ნუმეროლოგია: 1.

საკვანძო სიტყვები:

სტაბილურობა. სიმყარე. პრაქტიკულობა. წინდახედულობა. დიასახლისი. მატერიალური ინტერესი. რეალისტი.

ზოგადი დახასიათება:

მიწის ტუზი ხშირად მიუთითებს მატერიალურ სარგებელის მიღებაზე. ის სიმბოლურად განასახიერებს გამძლეობას, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს სიჯიუტეში. ასევე ამ კარტს შეუძლია ისაუბროს სერიოზული ურთიერთობის დაწყების სურვილზე.

პირდაპირ:

მიწის ტუზი მეოჯახის არკანია, რომელიც აფასებს სახლს და მისთვის ოჯახი ყოველთვის პირველ ადგილზე იქნება. პრაქტიკულია, არ აქვს ილუზიები და იშვიათად ოცნებობს. პიროვნება კარგი დიასახლისი და საიმედო ცოლია. სხვა არკანებთან ერთად შესაძლოა მიუთითებდეს ორსულობაზე.

ამოტრიალებული:

ქალი უყურადღებო და ზარმაცია. მის სახლში ყოველთვის არეულობა და ფინანსური პრობლემებია. სასურველი ცხოვრება არ გამოუვიდა/აქვს, მისი გეგმები კი ყოველთვის მარცხით მთავრდება. შეიძლება ითქვას, რომ ის უბრალოდ ლუზერია და სწორედ ეს არის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი (უფრო სწორად, მისი ხასიათი).

დეტალური აღწერა:

ემოციები პრაქტიკულად არ არსებობს. მისთვის სიყვარული მხოლოდ მიჯაჭვულობა და ჩვევაა, მეტი არაფერი.

გრძნობები და ურთიერთობები:

ურთიერთობაში ყველაფერი მშვიდად არის. ეს შეიძლება იყოს სრულფასოვანი ოჯახი (იშვიათად – სამოქალაქო ქორწინებით). პარტნიორებს შეუძლიათ მთლიანად დაეყრდნონ ერთმანეთს ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებში.

ფიზიკური მდგომარეობა:

ჯანმრთელობის მდგომარეობა შესანიშნავად შეიძლება შეფასდეს. არსებობს ძლიერი შინაგანი ნდობა – კარგი მომავლის მიმართ, რაც იძლევა დიდ ძალას.

რეკომენდაცია:

ზოგჯერ თქვენ უნდა იყოთ პრაქტიკული, რეალისტური და ანგარიშგებიანი. უნდა შეხედოთ საგნებს ემოციების და გრძნობების გარეშე, რაც დაგეხმარებათ სწორად შეაფასოთ სიტუაცია.

გაფრთხილება:

არ არის საჭირო გადაქცევა უსულო მანქანად, რომელიც მხოლოდ მატერიალურზე ფიქრობს. გახსოვდეთ, რომ ემოციებისა და გრძნობების გარეშე ცხოვრებას აზრი არ აქვს.

არკანის დადებითი მხარე:

ადამიანი საღი გონებით აფასებს სიტუაციას. გადაწყვეტილებას იღებს ლოგიკის დახმარებით და არა გრძნობების მეშვეობით. ის რეალისტი და მატერიალისტია, რაც შეიძლება მოსაწყენი ჩანდეს, მაგრამ შეცდომებს ძალიან იშვიათად უშვებს.

არკანის უარყოფითი მხარე:

ზოგიერთი რამ ლოგიკით და რაციონალური მიდგომით ვერ აიხსნება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე გრძნობებს ეხება. სიყვარულის აწონვა და გაზომვა შეუძლებელია. ასეთი მიდგომა ხშირად ეხმარება ბიზნესში, მაგრამ ურთიერთობებში შეიძლება ხელის შემშლელი იყოს.

სიტუაციის პოზიტიური განვითარება:

ადამიანის გარშემო ყოველთვის არის წესრიგი. მის მიდგომებს შეუძლია დაეხმაროს ემოციურ ადამიანებს, რომლებიც დახმარების გარეშე არსებულ სიტუაციაში ვერ ერკვევიან.

სიტუაციის ნეგატიური განვითარება:

ადამიანი ცხოვრებაში მხოლოდ იმას ​​აქცევს ყურადღებას, რასაც თავად თვლის მნიშვნელოვნად. ყველაფერი დანარჩენი “ფუჭდება”. ხშირად მისი მიდგომების დროს, ისე ხდება ისე რომ მნიშვნელოვანს ტოვებს და ვერც კი იაზრებს ამის შესახებ.

ასევე:

გაშლისას კითხვებზე:

მოამზადა: Onlinetarot.ge