ისწავლე მანარა

მთვარე – მანარას ტაროს კარტი

მთვარე მანარას ტარო

მთვარე

მთვარე მანარას ტარო
მანარას ტარო – Manara Tarot

+18

ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: თევზები (მე მჯერა. დაბნეულობა. შთაგონება)
ნუმეროლოგია: 9.
კი/არა: არა. მას ეჭვი აქვს ურთიერთობაში.

საკვანძო სიტყვები:

ფანტაზიები. შეყვარება. ილუზია. შეუსაბამობა განცდებისა და ემოციების შორის.

ზოგადი დახასიათება:

არკანი მთვარე ხშირად მიუთითებს ბოდვაზე, ილუზიაზე ან აშლილობაზე. არის მოტყუება, თავშეკავება ან მეოცნებე მდგომარეობა. ზოგადი გაგებით, არკანი მიუთითებს მოგზაურობაზე საკუთარი თავის სიღრმეში. ხანდახან მიგვითითებს ფსიქიკურ დაავადებაზე.

პირდაპირ:

ყველა ადამიანში არის საიდუმლოებები, მაგრამ მათი ამოცნობა შესაძლებელია, თუ ნამდვილად გვსურს. ყველაფერი, რაც იმალება, ხშირად ვლინდება ქმედებებში ან სიტყვებში. მაგრამ ეს ინფორმაცია ყოველთვის არ იქნება ნათელი და გასაგები.

ამოტრიალებული:

ამოტრიალებულ მდგომარეობაში, მთვარის არკანი მიუთითებს მტრების არსებობაზე, რომლებიც მზად არიან რეალური მოქმედებისთვის. ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ ადამიანები, არამედ არახელსაყრელი გარემოებები, რომლებიც სერიოზულად გაართულებს ცხოვრებას. ამასთან, ადამიანს ძალიან ცოტა დრო რჩება თავის დასაცავად, მან სწრაფად უნდა იმოქმედოს.

დეტალური აღწერა:

არასტაბილური ემოციური მდგომარეობა – ადამიანი ან ბედნიერია, ან თავს სრულ წარუმატებლად მიიჩნევს. მეოცნებეობა -ადამიანი თავისთვის ქმნის იდეალებს და გულდასმით აშენებს მათ წარმოსახვაში. საკუთარი თავის ფარული მხარეების შეცნობა-გაგების მცდელობა.

გრძნობები და ურთიერთობები:

სხვისი გულისკენ გზის პოვნის მცდელობა, არის აუხსნელი მიზიდულობა, რომლის ახსნაც ძნელია ლოგიკის დახმარებით. არსებობს პარტნიორის გაგება – თითქოს ის მეორე „მე“ იყოს. შეიძლება ძალიან დიდი სურვილი იყოს გრძნობების დანახვა თქვენს პარტნიორში. ზოგჯერ მთვარის არკანი მიუთითებს სხვადასხვა ფობიებზე ან ისეთ შიშებზე, რომლის რეალური საფუძველი არ არსებობს.

ფიზიკური მდგომარეობა:

ფსიქიკური მდგომარეობა არასტაბილურია, აშლილობებამდე. ამის მიზეზი ხშირად გრძნობები და გადაჭარბები ემოციებია.

რეკომენდაცია:

სიზმარებმა შეიძლოა კარგი რჩევები მიიღოთ. კარგი იქნება იმის გაკეთება, რასაც ინტუიცია გკარნახობთ.

გაფრთხილება:

არ მოიტყუოთ თავი და არ ინანოთ წარსული.

არკანის დადებითი მხარე:

არიან მტრები და ნუ დაიწყებთ მათ შეფასებას. აქ დადებითი მხარე ის არის, რომ ადამიანი საფრთხეს ნამდვილად ხედავს და თუ ამას სერიოზულად მოეკიდება, შეძლებს საჭირო ქმედების განხორციელებას.

არკანის უარყოფითი მხარე:

მტრები არა მხოლოდ გარეგანი, არამედ შინაგანიცაა – რომელიც იმალება თავად ადამიანში. სწორედ ისინი ერევიან გადაწყვეტილებების მიღებაში და ამ მოწინააღმდეგეების დამარცხება ადამიანისთვიდ ყველაზე რთულია.

სიტუაციის პოზიტიური განვითარება:

ადამიანმა ყურადღება მიაპყრო საფრთხეზე. ის ფრთხილია, ფიქრობს თავის მოქმედებებზე.

სიტუაციის ნეგატიური განვითარება:

ადამიანი მზად არ არის – საფრთხის წინაშე, რომ დაუპირისპირდეს მტრებს. ის კარგავს კონტროლს ცხოვრების ზოგიერთ სფეროზე. საბოლოოდ კი ეს შეიძლება მხოლოდ დანაკარგებით დასრულდეს.

ასევე:

მოამზადა: Onlinetarot.ge