Teen Witch Tarot – განმარტებები
მზე
ალტერნატიული სახელი: ვირი.
არკანის აღწერა:
დილით ადრე, ახალგაზრდა ჯადოქარი მიდის გზაზე და ცდილობს ვირის ადგილიდან დაძვრას. ეს საკმაოდ რთულია, რადგან ვირი ძალიან ჯიუტია, ჯადოქარი კი ძალიან ახალგაზრდა, რომ გაუმკლავდეს მას.
საკვანძო სიტყვები:
მიზანი. წარმატება. მეგობრობა. მისწრაფება. ძალაუფლება.
სიმბოლიზმი:
მზე – არის ნათელი გონება და პოზიტიური აზროვნება.
ვირი – იმ პრობლემების სიმბოლოა, რომელთა მოგვარებაც მოგიწევთ სასურველი შედეგის მისაღწევად.
ჯადოქრის ქუდი – რომელიც გვერდით არიდ გადახრილი, სიტუაციის კონტროლის დაკარგვის სიმბოლოა.
პროგნოზი:
არკანი სავსეა სითბოთი და ძალის ენერგიით. მაგრამ ჩვენ არ ვგრძნობთ სითბოს – რადგან მზის სხივებს მიჩვეულნი ვართ. ცხოვრება გთავაზობს რაღაც პოზიტიურს, მაგრამ თქვენ იმდენად გაქვთ იმედგაცრუების მოლოდინი, რომ გიჭირთ პოზიტივის მიღება. მოგიწევთ ბევრი შრომა, მაგრამ შედეგისთვის ღირს ძალისხმევა. თქვენ გელით დიდება, წარმატება და კეთილდღეობა. სასურველ შედეგამდე ძალიან ცოტაა დარჩენილი. ნუ ეცდებით ბედის შეცვლას, არ შეეცადოთ, რადგან თქვენ ეს არ შეგიძლიათ.
მოამზადა: Onlinetarot.ge