მაღალი არკანები

მართლმსაჯულება

მართლმსაჯულება – პრაქტიკული მნიშვნელობა


სტიქია: ჰაერი.
კი/არა: ნეიტრალური.
ზოდიაქოს ნიშანი: სასწორი.
პლანეტა: ვენერა.
ჩაკრა: ანაჰატა (გულის ჩაკრა).
ნუმეროლოგია: 2.
ნუმეროლოგიურად ემთხვევა: II – ქურუმი ქალი.

საკვანძო სიტყვები: სამართლიანობა. თანასწორობა. ბალანსი. სიმართლე. პატიოსნება. ღირებულებები. მორალი. კანონი. გადაწყვეტილებები. ძალაუფლების პოზიციები. ჰარმონია. სამართლებრივი დავები. მიზეზი და შედეგი. წარმატება საქმიანობაში. ცხოვრების გაკვეთილები. ანგარიშვალდებულება. კომპრომისი. ბრძოლა სამართლიანობისთვის. კონტრაქტები. მრჩეველი. კარმა. წესრიგი. გააკეთე ის რაც სწორია.

ამოტრიალებული კარტის საკვანძო სიტყვები: უსამართლობა. გაორება. კარმული ანგარიშსწორება. არაკეთილსინდისიერება. კორუფცია. წყენა. უპატიოსნობა. კარმის თავიდან აცილება. ანგარიშვალდებულების ნაკლებობა. არაკეთილსინდისიერება სამსახურში. პარტნიორის უსამართლოდ დადანაშაულება. ცვლილებები ურთიერთობაში. კანონთან პრობლემები. ტყუილი. დამარცხება. სამართლებრივი გართულებები. ფანატიზმი. მიკერთოება.

საქმიანობის სფეროები: კანონმდებელი. ადვოკატი. პროკურორი. მსოფლიო მოსამართლე. პოლიციელი. კანონის წარმომადგენელი. გავლენიანი სახე. გამყიდველი. მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენელი. ნოტარიუსი. გამომძიებელი. აფთიაქარი. მეცნიერი ზუსტი მეცნიერებების სფეროში. ადმინისტრატორი. შემფასებელი.

მაღალი არკანი მართლმსაჯულება მიუთითებს ობიექტურობაზე, სამართლიანობასა და თვითკრიტიკაზე. ის შეიძლება აღნიშნავდეს პირად პასუხისმგებლობას ან საკუთარი ნების მტკიცებას და რაღა თქმა უნდა პატიოსნებას, გაწონასწორებულობასა და მოუსყიდველობას.

მართლმსაჯულება გაშლისას ხშირად ისეთ ადამიანს ამოსდის, რომელსაც აქვს შანსი მიიღოს ღირსეული ჯილდო – მისი ღვაწლისა და შრომისთვის. არკანის არსი გახლავთ იმაში, რომ სამყაროში უფასოდ არაფერი მოდის/გეძლევათ.

კომბინაციაში არკან “იმპერატორთან” განასახიერებს კანონების მკაცრ დაცვას. “იეროფანტთან” – გონივრულ წყალობასა და მფარველობას.
გარდა ამისა, არკანი მართმსაჯულება, არკან “ზომიერებასთან” ერთად კარგავს თავის სიმკაცრეს და არბილებს მიუკერძოებლობას.
არკანი “მზე” – აძლიერებს სამართლიანი ჯილდოს სიდიადეს.

ჰაიო ბანცჰაფის წიგნიდან:
ასტროლოგიური მნიშვნელობა: იუპიტერი/მარსი როგორც განსჯის საშუალება და ვენერა სასწორში, როგორც პატიოსნების, სამართლიანობის და გაწონასწორებულობის სიმბოლო.

არკანი მართლმსაჯულება მოიცავს რამოდენიმე სიუჟეტს. ეს არის სიცხადე, ობიექტური ცოდნა და გაცნობიერებულობა. ამომწურავად დასაბუთებული განაჩენი, მოუსყიდველობა გაწონასწორებულობა და პატიოსნება. არკანი არის გარანტი იმისა, რომ სამართლიანობა აუცილებლად აღდგება. ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს ნიშნავს რომ ყველაფერი რასაც ვაკეთებთ ექოსავით აირეკლება ჩვენს გარშემო. სიკეთეს პასუხობს – სიკეთით, ბოროტებას – ბოროტებით. თუ კი პატიოსნად მოვიქცევით და წესების დაცვით ვიმოქმედებთ – მაშინ დაგვაჯილდოვებენ. თუ „საეჭვო“  საშუალებებს გამოვიყენებთ მიზნის მისაღწევად, ადრე თუ გვიან მივიღებთ იმას, რაც დავიმსახურეთ. ამრიგად, არკანი მართლმსაჯულება ადამიანს აკისრებს პასუხისმგებლობას თავის ქმედებებზე. ყოველივე ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ყველაფერს თავისი საზღაური აქვს. მაგრამ ვერაფერი შეგვაფერხებს, თუ კი გვექნება მზაობა იმისა რომ ჩვენს ქმედებებზე ჩვენვე ვიყოთ პასუხისმგებელნი.



მოამზადა: Onlinetarot.ge