მართლმსაჯულება

იყიდე Teen Witch Tarot
ალტერნატიული სახელი: ბუ.
არკანის აღწერა:
არკანზე გამოსახულ ჯადოქარს მკაცრი მზერა აქვს, ხელში კი სასწორი და ხანჯალი უჭირავს. მას აქვს ძალა შეცვალოს სხვისი ბედი. მას მარცხენა მხარზე ბრძენი ბუ აზის – ჩუმი დამხმარე და მოწმე. მუქი ლურჯი სამოსი ცნობიერების სიღრმეში იტყუებს – სადაც აზრები იბადება.
საკვანძო სიტყვები:
სამართალი. გონება. განგებულება. შიში. შეცდომა. კრიტიკა. სასჯელი. რიტუალები.
სიმბოლიზმი:
სასწორი – სამართლიანობის სიმბოლოა. ყველა საქციელზე პასუხი უნდა აგო, ბედი იმას გაძლებს რასაც იმსახურებ.
ხანჯალი – არის ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ გავლენა მოახდინოთ სიტუაციაზე. ერთის მხრივ, ის არის დასჯის იარაღი, მეორეს მხრივ, ეს არის თქვენი დაცვა.
ლურჯი სამოსი – ინტელექტის, გამოცდილების და სიმშვიდის სიმბოლოა.
ბუ – არის გამოცდილება, რომელიც მიღებულია მრავალი განსხვავებული მოქმედებებისგან.
მიუხედავად იმისა, რომ ჯადოქარი მკაცრი სახით იყირება, მის ტუჩებზე მაინც შეიმჩნევა ღიმილი, რომელიც იმას ნიშნავს, რომ უდანაშაულო ადამიანს არაფრის უნდა ეშინოდეს.
პროგნოზი:
არკანი მიუთითებს სამართლიანობის ყველა შესაძლო ვარიანტზე. დაიმახსოვრე, რომ ყველა მოქმედებას აქვს თავისი შედეგი – უკეთესია ერთხელ გადაიხადოთ, ვიდრე წლების განმავლობაში. დარწმუნებული ხართ თქვენს ქმედებებში და აზრების სისუფთავეში? თუ კი, მაშინ არაფრის შეგეშინდეთ. ხოლო თუ ცუდი საქმეები ჩაიდინეთ, გვიანი არ არის მათი მონანიება.

მოამზადა: Onlinetarot.ge