ისწავლე მანარა

მართლმსაჯულება – მანარას ტაროს კარტი

მართლმსაჯულება მანარას ტარო

მართლმსაჯულება

მანარას ტარო – Manara Tarot

+18

ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: ლომი (მე მინდა. შემოქმედება.)
ნუმეროლოგია: 8.
კი/არა: შესაძლოა. ჯერ ნაადრევია რამის თქმა.

საკვანძო სიტყვები:

სიფხიზლე. მოვალეობა. სამართლიანობა. ვალდებულებები. პასუხისმგებლობები. მიუკერძოებლობა. თვალთვალი. დაკვირვება.

ზოგადი დახასიათება:

ეს არკანი საუბრობს ადამიანში შინაგანი კონფლიქტის არსებობაზე. მას აქვს გარკვეული ქცევის წესები, მაგრამ ძალიან უნდა დაარღვიოს ისნი. მას ძალიან სურს რაღაცის გაკეთება, მაგრამ შინაგანი აკრძალვები ჯაბნის. ეს შეიძლება მიუთითებდეს იმ ადამიანის მიმართ ინტერესს, ვინც უკვე ურთიერთობაშია.

პირდაპირ:

ადამიანს აკრძალვები და საზღვრები უშლის ხელს. ეს აკრძალვები არ აძლევს ახლის სწავლის შესაძლებლობას. მას საკმაოდ რთული მდგომარეობა აქვს. ერთის მხრივ, კომფორტულად ცხოვრობს ისე, როგორც ცხოვრობს. მეორეს მხრივ, მას სურს რაღაც ახალი – არის ძალიან დიდი ცდუნება იმის, რომ დაივიწყოს შეზღუდვები.

ამოტრიალებული:

ამოტრიალებულ მდგომარეობაში, მართლმსაჯულების არკანი მიუთითებს პიროვნებაზე, რომელიც მიჩვეულია იმას, რომ თავისი ინსტინქტებით იმოქმედოს. ის არ აქცევს ყურადღებას კანონებს, ან უბრალოდ არ იცის მათ შესახებ. იგი მოქმედებს ისე, როგორც თავად თვლის სწორად და საჭიროდ.

დეტალური აღწერა:

ჩნდება ცნობისმოყვარეობა და ინტერესი ახლის მიმართ. ადამიანი წონის ყველა დადებითი და უარყოფითი მხარს, მაგრამ მან ჯერ არ იცის, რა გააკეთოს.

გრძნობები და ურთიერთობები:

სასიყვარულო სამკუთხედი. ზოგიერთ შემთხვევაში, ორივე პარტნიორი შეიძლება იყოს სხვა ურთიერთობაში. იზიდავდეთ ერთმანეთი, მაგრამ ამავდროულად არ არიან მზად არაფრის შესაცვლელად. მათ სურთ აკრძალული ხილი, მაგრამ არ არიან მზად ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებებისთვის. ამიტომ ხშირად ყველაფერი თავის ადგილზე რჩება, მას შემდეგ რაც მიიღებენ იმას, რაც სურდათ. არსებობს ერთმანეთის მიმართ ძლიერი მიზიდულობა, მაგრამ გზად ბევრი დაბრკოლებებია. თუმცა, ზოგჯერ ეს დაბრკოლებები დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, უბრალოდ მოვალეობების შეგრძნება ხელს შეუშლის ადამიანებს – გააკეთონ ის, რაც ნამდვილად სურთ.

ფიზიკური მდგომარეობა:

ადამიანი თავს გრძნობს შეზრუდულად იმ ჩარჩოებში რომლებიც საკუთარ თავს თვითონვე დაუწესა. აქედან გამომდინარე განიცდის დაღლილობას, სურს მრავალფეროვნება და სიახლეები. თუმცა ასეთი პიროვნებისთვის ამავე დროს, მაინც მნიშვნელოვანია, დარჩეს ჩარჩოებში და არ უღალატოს თავის რწმენას.

რეკომენდაცია:

საზოგადოებამ შეიძლება დაგმოს ასეთი სახის ურთიერთობა, მაგრამ ზოგჯერ ცდად ღირს. მხოლოდ საკუთარი თავის და ახალი გამოცდილების მიღების გულისთვის.
უკვე შემდგარი წყვილებისთვის: ღირს სცადოთ ურთიერთობაში ახალი სიცოცხლის შეტანა. არ მისცეთ უფლება, თავისთავად განვითარდეს ურთიერთობა. იმოქმედეთ!

გაფრთხილება:

სანამ აკრძალვების დარღვევას გადაწყვეტთ, ყველაფერი ძალიან კარგად უნდა აწონ-დაწონოთ. ღირს ცეცხლთან თამაში? რა შედეგები მოჰყვება ამას?

არკანის დადებითი მხარე:

ადამიანმა კარგად იცის რა შეუძლია და რა არა. საყოველთაოდ მიღებული ქცევის ნორმები მისთვის არის კანონი, რომელსაც არასოდეს დაარღვევს. დიახ, შეიძლება ცოტა მოსაწყენი იყოს, მაგრამ მას არ გაუჭირდება ეს (მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს).

არკანის უარყოფითი მხარე:

მართლმსაჯულების არკანი მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანის ჰორიზონტი შეზღუდულია, ის უბრალოდ ანხორციელებს “სწორ მოქმედებებს” და არასოდეს ფიქრობს მიზეზებზე. იგი იშვიათად აკეთებს იმას, რაც ნამდვილად სურს და ამის გამო მისი ცხოვრება უაზროა.

სიტუაციის პოზიტიური განვითარება:

ადამიანი იმოქმედებს კანონის ფარგლებში და არ დაარღვევს აკრძალვებს. სხვა გზის გავლის სურვილი რომ ჰქონოდა, შეძლებდა აკრძალვების გადალახვას.

სიტუაციის ნეგატიური განვითარება:

ადამიანი გააკეთებს იმას, რაც არ უნდა გაეკეთებინა. დიდი ალბათობით, შეძლებს სიამოვნების მიღებას, მაგრამ ამისთვის გადახდა მოუწევს. სასჯელი შეიძლება იყოს უკიდურესი – ან ძალიან მკაცრი ან ძალიან მსუბუქი. პრობლემა ის არის, რომ ადამიანმა ეს წინასწარ არ იცის.

მოამზადა: Onlinetarot.ge