მანიპურა

მესამე ენერგეტიკული ცენტრი. ასევე უწოდებენ ‘’ მზის წნულს ’’. სანსკრიტულად ის ბრძოლის ადგილს ნიშნავს. მდებარეობს მკერდს ქვემოთ, დაახლოებით კუჭის არეში. მანიპურა გამოხატავს ადამიანის ეგოს. განაპირობებს ადამიანის მოთხოვნილებების და მისწრაფებების გადაცემას სამყაროსთვის.

მასთანაა დაკავშირებული: ავტონომია, მონელება, იმუნიტეტის მდგომარეობა და ზოგადად ენერგიულობა. ის ცეცხლის სტიქიას მიეკუთვნება. სწორედ ის განაპირობებს ადამიანის სოციალურ ინტეგრაციას და თავის დამკვიდრებას საზოგადოებაში. მისი მეშვეობით ითვისებს ადამიანი ცოდნას და შემდეგ ფიქრობს, აანალიზებს და მსჯელობს თავისი შეხედულებების შესაბამისად.

როცა მანიპურა დაბალანსებულად მუშაობს: ადამიანი გაწონასწორებულია და მიზანსწრაფული. მას აქვს დასახული გეგმები და მიზნები, რომლის შესრულებასაც ფიქრობს რომ ძლიერად გაუმკლავდება. თავს გრძნობს წარმატებულად და ფიქრობს, რომ ყველაფერი გამოუვა ნებისმიერი წინაღობის მიუხედავად.

როცა ჩაკრა დაუბალანსებელ მდგომარეობაში იმყოფება: ადამიანს მანიპულატორული და ძალაუფლებისადმი არაჯანსაღი მიდრეკილება აქვს. ხდება ეგოცენტრული და მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ეუფლება აგრესია და დეპრესიული შეგრძნებებიც კი. ხდება დაბნეული, ფიქრობს რომ ვერავინ და ვერაფერი დაეხმარება, უჭირს ემოციების კონტროლი და ხშირ შემთხვევაში კვებითი დარღვევები აქვს.

მანიპურა არის ლიდერობის, პირველობის ჩაკრა. ის პასუხისმგებელია დომინირებაზე. დადასტურებულია, რომ ადამიანები რომლებიც მოხრილები დადიან, ამ ჩაკრის პრობლემები აქვთ. ასევე ამ ჩაკრის დაზიანების პირველი ნიშანია დიაბეტი, რადგან უკმაყოფილების გრძნობას ამ დაავადების გამოწვევა შეუძლია. ხოლო როცა ადამიანი უკმაყოფილოა, ეს პირდაპირ კავშირშია მანიპურის დაუბალანსებელ მდგომარეობასთან.

ორგანოები, ჯირკვლები და ორგანოთა სისტემები: დიაფრაგმა, იმუნური, ნერვული და მომნელებელი სისტემები. მას განეკუთვნება ყველა ორგანო და ჯირკვალი, რომელიც მონელების პროცესში იღებს მონაწილეობას. კუჭი, კუჭუკანა ჯირკვალი, ნაღვლის ბუშტი, ღვიძლი, ელენთა, წვრილი ნაწლავი.

‘’მანიპურასთან დაკავშირებით ერთი საინტერესო მოვლენა: ჩასახვის უუნარობა-რომელიც დაკავშირებულია მანიპურის დათრგუნვასთან. განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში თუ ქალს ეს აქვს მისი პარტნიორის მიერ მიყენებული მანიპურის დაზიანებით. მაშინ მას ექმნება პრობლემები ჩასახვასთან. მანამ, სანამ ის არ მოხსნის მანიპურას პარტნიორისგან. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ის არ უნდა იყოს ემოციურად დამოკიდებული პარტნიორზე, მანამ ჩასახვა არის პრობლემატური. როგორც არ უნდა იყოს გასაკვირი ქალის საშვილოსნო იმყოფება ჩაკრა სვადჰისტანას დონეზე. მაგრამ ამის მიუხედავად ენერგია ჩანასახთან მიდის მანიპურასგან.’’

ჩაკრისთვის აუცილებელი მცენარეები და მათი ზეთები: ჯინჯერი, ლიმონი, კედარი, დარიჩინი, ქინძი, როზმარინი, მანდარინი, პიტნა, სანდალის ხე, ვეტივერი, შავი წიწაკა, გრეიფრუტი.

საკვები: ყვითელი ფერი საკვები, ბანანი, ანანასი, სიმინდი, ხორბლის პური, შვრია, ბრინჯი, მაკარონი, ყვითელი ფერის პარკოსნები, ლიმონი, კვერცხი, ყაბაყი, მანდარინი, ყვითელი თევზი, ყვითელი ვაშლი, წიწაკა, ჯინჯერი.

მინერალები: ტოპაზი, ციტრინი, ყვითელი ცირკონი, ვეფხვის თვალი, ამბერი, ყვითელი იასპი, კვარცი, მზის ქვა, ქარვა, ყვითელი ტურმალინი.

დასაბალანსებლად მოუსმინეთ: 320 zh სიხშირის მუსიკას https://youtu.be/5Wfab_4dmS4. კითხვების არსებობის შემთხვევაში კი დააკომენტარეთ.

პლანეტების განლაგება

მზე 06° მშვილდოსანი 09' 07"
მთვარე 09° კურო 21' 13"
მერკური 23° მორიელი 57' 25"
ვენერა 07° მორიელი 54' 43"
მარსი 16° ვერძი 28' 36"
იუპიტერი 25° თხის რქა 33' 19"
სატურნი 28° თხის რქა 07' 57"
ურანი 07° კურო 37' 12" R
ნეპტუნი 18° თევზები 09' 47" R
პლუტონი 23° თხის რქა 11' 29"
ქირონი 05° ვერძი 05' 20" R
TrueNode 19° ტყუპები 57' 10" R
error: კიდევ სცადე!

დაგვალაიქე
Facebook-ზე