მზე – მანარას ტაროს კარტი
მზე
+18
ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: მზე (ძალა. სიცოცხლისუნარიანობა.)
ნუმეროლოგია: 1.
კი/არა: კი!
საკვანძო სიტყვები:
თვითკმარი. სიყვარული. ტკბობა. ოცნებების ასრულება. თავისუფლება. ქედმაღლობა. სურვილი. მიმართულება.
ზოგადი დახასიათება:
არკანი მზე ამბობს, რომ ადამიანი ტკბება ცხოვრებით. ის წარმატებას მიაღწევს ყველაფერში, რასაც ისურვებს. ოცნებები ახდება. არის ძლიერი აღფრთოვანება. ეს არის თვითკმარი ადამიანი, რომელსაც არავის დახმარება არ სჭირდება.
პირდაპირ:
ადამიანი გრძნობს თავისუფლებას და სიყვარულს, ეს შთააგონებს მას და აძლევს ძალას. მას შეუძლია გააკეთოს ის, რაც უნდა. გადაუჭრელი ამოცანები მისთვის უბრალოდ არ არსებობს, ის არის ცხოვრების ოსტატი. მასში არის დიდი ენერგია, რომელსაც გამოიყენებს რეალური მოქმედებებისთვის, რაც ხელს შეუწყობს მიზნის მიღწევას და ოცნებების ასრულებას.
ამოტრიალებული:
ადამიანი მარტო დარჩა, სიხარულის გარეშე, უიმედობის გრძნობით აღსავსე. ამავდროულად, ამოტრიალებულ მდგომარეობაში, მზის არკანი არ ნიშნავს, იმას რომ სიტუაცია უიმედოა, უბრალოდ, ადამიანს აქვს ძალიან შეზღუდული ინტერესები. მან უნდა დაიწყოს ცხოვრება თავიდან და მოიშოროს ყველაფერი ძველი. ზოგჯერ ეს მიუთითებს განზე გადგომას (რაც ხშირად დროებითია). კამათი სხვადასხვა სარწმუნოების გამო.
დეტალური აღწერა:
გრძნობები და ურთიერთობები:
არკანი მიუთითებს უკვე არსებულ კავშირზე და ეს არ ეხება მხოლოდ სიყვარულს ან ქორწინებას, იგივე შეიძლება ითქვას მეგობრობაზე ან საქმიან პარტნიორობაზე. არის სულიერი სიახლოვე, რომელიც აღფრთოვანების გრძნობას იწვევს. გრძნობები არის მსუბუქი, თავისუფლების გრძნობითა და უსაზღვრო ბედნიერებით სავსე. ურთიერთობების თვალსაზრისით, მზის არკანი უკიდურესად დადებითია და მიუთითებს მხოლოდ საუკეთესო, ნამდვილ სიყვარულზე, ყოველგვარი ბარიერების გარეშე.
ფიზიკური მდგომარეობა:
ყველა შინაგანი რესურსიდან ადამიანში დუღს ენერგია, რომელიც მას სიყვარულმა მისცა. შეიძლება გაჩნდეს განცდა, რომ ადამიანი ყველაფერზე მაღლა დგას. ხოლო საგნებს სხვა ადამიანებისგან სრულიად განსხვავებულად აღიქვამს.
რეკომენდაცია:
ნამდვილად ღირს სიხარულით ტკბობა, რუტინისგან თავის დაღწევა. კარგი და ხელსაყრელი პერიოდია თქვენი პოტენციალის რეალიზაციისთვის. თქვენ მხოლოდ ცოტა ძალისხმევა გჭირდებათ და ყველაფერი გამოვა.
გაფრთხილება:
მზესთან ზედმეტად მიახლოებამ შეიძლება დაგწვას ფრთები და დაეცე მიწაზე. ასევე, ბედნიერებისკენ სწრაფვისას არ უნდა აფრინდე ზედმეტად მაღლა, ხანდახან სიფრთხილე გმართებს.
არკანის დადებითი მხარე:
ადამიანი ყველაფერს იღებს ცხოვრებისგან, მას არანაირი პრობლემა არ აქვს და ყოველი მომენტი მხოლოდ სიამოვნებას ანიჭებს. ამქვეყნიურმა და მოსაწყენმა ნივთებმაც კი შეიძლება მას სიამოვნება მიანიჭოს. ეს არის სრული ბედნიერების მდგომარეობა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
არკანის უარყოფითი მხარე:
ბედნიერი ადამიანი ხშირად უგულებელყოფს საფრთხის ყველაზე მკაფიო სიგნალებს. ის არ იმჩნევს, ან არაფრად აგდებს მათ. ის ზედმეტად უყურადღებო და მოდუნებულია, ეს არ მისცემს საშუალებას, დროულად მოახდინოს რეაგირება საფრთხეზე და მიიღოს ზომები.
სიტუაციის პოზიტიური განვითარება:
ადამიანი აგრძელებს ცხოვრებას და აკეთებს იმას, რაც სურს. ეს მას სიხარულს მიანიჭებს, რადგან მისი ყველა გეგმა და მიზანი რეალისტურია. გონივრულად აფასებს თავის შესაძლებლობებს და ეს საშუალებას აძლევს მას, ყოველთვის იგრძნოს კმაყოფილება – მიზნების მიღწევით. მას ყოველი მზის ამოსვლა უხარია, ჩასვლა კი საერთოდ არ ადარდებს.
სიტუაციის ნეგატიური განვითარება:
ადამიანი ჩაკეტილია თავის შინაგან სამყაროში, რომელიც ძალიან შეზღუდულია. ცხოვრებას ზედმეტად მარტივად უყურებს. ის არაფრად აგდებს არც გონივრულ სურვილებს არც პრიმიტიულს. ამიტომ, სულაც არ არის გასაკვირი, როდესაც ის მათ ანხორციელებს, საერთოდ არ ანიჭებს ეს მას სიხარულს. მისთვის ეს მდგომარეობა კი შეიძლება გაგრძელდეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში.
ასევე:
მოამზადა: Onlinetarot.ge