ჯადოქარი

თინეიჯერი ჯადოქრების ტაროს განმარტებები მაგი
იყიდე Teen Witch Tarot
ალტერნატიული სახელი: ხანჯალი.
არკანის აღწერა:
ახალგაზრდა გოგო დიდ ხეზე ზის. მას აქვს შესანიშნავი სხეული და მიმზიდველი გარეგნობა. ყველაფერი ძალიან მშვიდად და წყნარად გამოიყურება, მაგრამ არის ერთი რამ – ხანჯალი, რომელიც გოგონას ხელში უჭირავს. იდილიას ასევე აფუჭებს გადაჭრილი ხე, რომელზეც დევს ჯადოსნური სიმბოლოებით სავსე გრაგნილი, თასი და კვერთხი. გოგონას ხელში ხანჯალი შემთხვევითი არ არის – ეს არის ჯადოქარი, რომელიც ემზადება ჯადოსნური რიტუალისთვის.
საკვანძო სიტყვები:
სიახლე. მცდელობა. ინიციატივა. ბრძოლა. უშიშარი. მოქმედება. კონტროლი.
სიმბოლიზმი:
წვეტიანი წითელი ქუდი და ხანჯალი – სიმამაცისა და სიძლიერის სიმბოლოა. ის ჰგავს მტაცებელ კატას, რომელიც ხეზე ზის და ელოდება თავის მსხვერპლს.
ხე – არის საფუძველი, რომელიც საშუალებას გაძლევთ განვითარდეთ და გაიზარდოთ. ის ასევე განასახიერებს კავშირს წინაპრებთან.
პროგნოზი:
თქვენ ენერგიით სავსე ხართ და ძალიან მალე მიაღწევთ წარმატებას. მთავარია, დაელოდოთ შესაფერის მომენტს და გამოიყენოთ შანსი. თქვენ უკვე გააკეთეთ ყველაფერი გამარჯვებისთვის. გახსოვდეთ, რომ თქვენ ჯადოქარი ხართ – ანუ უფრო ძლიერი ვიდრე სხვები.

მოამზადა: Onlinetarot.ge