ლენორმანი

ლენორმანის კარტი: სამყურა

ლენორმანი
ლენორმანი
ლენორმანის დასტა: Lenormand Oracle Cards

კარტის სიმბოლო: ექვსიან აგური.
ზოგადი იმპულსი: პოზიტიური.
ნუმეროლოგია: 2.
პლანეტა: იუპიტერი.
ზოდიაქო: მშვილდოსანი.
დრო: მოკლე დროში. ორი დღე. თვის მეორე დღე. თებერვალი. სწრაფი.

საკვანძო სიტყვები: წარმატება. ბედნიერება. იღბალი. სასიამოვნო სიურპრიზი. ფორტუნა. ახალი შესაძლებლობები. უდარდელობა. ხალისი. სიმსუბუქე. მცირე ბედნიერებები. შესაძლებლობა. უსფოთველობა. დამთხვევები. აზარტული თამაშები. რისკი. არანაირი ტვირთი. პრობლემები და პასუხისმგებლობები. იუმორი. უპასუხისმგებლობა. სარისკო საქმეები. იღბლიანი დღე. მოულოდნელი სარგებელი. იმედი. ჯილდო შრომისთვის.

ზოგადი მნიშვნელობა:
სამყურას პოვნა ლენორმანის გაშლაში, ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში, ბედნიერების ნიშანია.  სამყურა იღბალთან და შესაძლებლობებთან ასოცირდება, თუმცა ეს ყოველივე არ უკავშირდება რაიმე გრანდიოზულს. სამყურას ბანქო მცირე სიხარულებთანაა კავშირში, რომლებიც ჩვეულებრივსამებრ დიდხანს არ გრძელდება. ამიტომაც, სამყურა მიგვანიშნევს იმაზეც, რომ გარკვეულ საკითხთან მიმართებაში საჭიროა სწრაფი ნაბიჯებით მქომედება. თქვენ გაქვთ მცირე მონაკვეთი, რათა გამოიყენოთ სამყაროს მიერ მოცემული შანსი. ეს ბანქო,  ნებისმიერ სიტუაციას, სიმშვიდისა და იუმორის ელფერს სძენს. როდესაც ცხოვრებაში ყველაფერი მუდმივად ცვალებადია, იქნება ეს დადებითი თუ უარყოფითი პერიოდი ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ ძალიან სერიოზულად არაფერს არ უნდა მოვეკიდოთ. იმის გახსენება, რომ ყველაფერი დროებითია და მალე გაივლის დაგვეხმარება  სხვადასხვა სიტუაციების მარტივად აღქმაში. იმისათვის, რომ გავიგოთ თუ რაზე მიგვანიშნებს სამყურა მოცემულ სიტუაციაში საჭიროა სხვა ბანქოსაც გავეცნოთ, რათა უკეთ შევძლოთ მისი ინტერპრეტირება.


რჩევა:
არ ინერვიულო, იყავი ბედნიერი! უბრალოდ გაუშვი.
უარყოფითად: ნუ ითამაშებ, თუ რისკი დიდია. შეასრულე შენი მოვალეობები!

კითხვები, რომლებიც უნდა დაისვას მხედართან

  • რა შესაძლებლობების გამოყენება შემიძლია?
  • ცხოვრების რომელ სფეროში შემიძლია გავხდე შედარებით უდარდელი?
  • ცხოვრების რომელ სფეროებს უნდა მოვეკიდო მეტად სერიოზულად?
  • როგორ შევძლო ცხოვრების პატარ-პატარა საჩუქრების მეტად დაფასება?


ადამიანი
: რისკიანი. უდარდელი. აზარტული თამაშების მოყვარული. ოპორტუნისტი. გონებაგახსნილი. სპონტანური. იღბლიანი.

სიყვარული: ბედნიერება. იღბლიანი შესაძლებლობა. შანსი ან შემთხვევით შეხვედრა.
სიყვარული იზრდება ეტაპობრივად და სტაბილურად. მოულოდნელი ფლირტი ან სტუმარი. კრეატიულობა და იღბალი ურთიერთობაში. ერთღამიანი ურთიერთობა. სწრაფად შეყვარება.

კარიერა: საქმის სასიამოვნოდ შემოტრიალება. გამართლება. გამარჯვება. უეცარი შესაძლებლობები. იღბალი.



სამყურა, დანარჩენ 35 არკანთან კომბინაციაში:


სამყურა და მხედარი: იღბლიანი ამბები. იღბლიანი თავგადასავლების მაძიებელი. იღბლიანი ახალგაზრდა მამაკაცი.

სამყურა და გემი: იღბლიანი მოგზაურობა. შესაძლებლობების აღმოჩენა. უდარდელი მოგზაურობა.

სამყურა და სახლი: ტრადიციების ზედაპირული აღქმა. ოჯახის უდარდელი წევრი. აყვავებული სახლი. ბედნიერი ოჯახი.

სამყურა და ხე: გამოჯანმრთელება. ჯანმრთელობის პრობლემების სერიოზულად აღქმა. სარისკო ფიზიკური ვალდებულებები. კომფორტი და სიმარტივე მთავარი პრიორიტეტებია.

სამყურა და ღრუბელი: უიღბლობა. შანსის დაკარგვა. შესაძლებლობების/შანსის დროს დაბნეულობა. გაჭიანურება. სიზარმაცე.

სამყურა და გველი: შესაძლებლობები. აზარტული თამაშების მოყვარული ქალი. იღბლიანი ქალი.

სამყურა და კუბო: წარმატების დაკარგვა, სარისკო სიტუაციების გამო. იღბლიანობის დასასრული. ადვილი ცხოვრების ხელიდან გაშვება.

სამყურა და თაიგული: ბედნიერება. დადებითი შედეგები. უდარდელი სოციალური წრე. შესაძლებლობები სოციალურ წრეში.

სამყურა და ცელი: სასიამოვნო სიურპრიზი. იღბლიანი დასასრული. მოულოდნელი იღბალი. იღბლიანი გადაწყვეტილება. შანსის გამოყენება. გათვლილი რისკი.

სამყურა და ცოცხი: მცირე კონფლიქტები. სპორტული წარმატება. გამარჯვება. იღბლიანი მოქმედებები.

სამყურა და ჩიტი: სასიამოვნო სატელეფონო ზარი. ღელვა უიღბლობის გამო. უპასუხისმგებლო არასტაბილური ცხოვრების წესი.

სამყურა და ბავშვი: ბედნიერი ბავშვი. ბედნიერი ბავშვობა. ახალი შესაძლებლობა. ბედნიერი ახალი სტარტი.

სამყურა და მელია: იღბლისადმი უნდობლობა. ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში. პროფრსიონალი აზარტული მოთამაშე. იღბალი წარმავალია.

სამყურა და დათვი: უდარდელი ლიდერი. იღბლიანი ლიდერი. ფინანსური წარმატება. იღბლიანი თამაში.

სამყურა და ვარსკვლავი: წარმატება. რწმენა. იღბლის ნდობა. რისკი – რწმენის საფუძველზე, რომ ყველაფერი კარგად გამოვა.

სამყურა და წერო: გარდაქმნის შანსი. თავისუფლების სურვილი – რაღაცისგან თავის დაღწევა. პოზიტიური ცვლილებები. გაუმჯობესება. წარმატებული ცვლილებები. ცვლილებების ადვილად შეგუება. ბედნიერი და მშვიდი შინაგანი ბუნება.

სამყურა და ძაღლი: მხიარული და პოზიტიური მეგობრები. ზედაპირული მეგობრობა. მეგობრისგან დახმარების მიღება. მეგობარი ან თანამშრომელი, რომელსაც მიმართულების მიცემა სჭირდება.

სამყურა და კოშკი: მარტოობაში სიმშვიდის პოვნა. შესაძლებლობებზე უარის თქმის საშიშროება. შინაგანი კონფლიქტი – უფლებამოსილების პოზიციის ქონასა და უპასუხისმგებლობას შორის.

სამყურა და ბაღი: სოციალურ ღონისძიებებზე გართობა, თამაში, მოგება.. ვიწრო წრეში პოპულარულობა. უშფოთველი სოციალური კონტაქტები და შეხვედრები. შესაძლებლობები სოციალურ სფეროში.

სამყურა და მთა: პრობლემების უდარდელად მიღება. უიღბლობა. ცდის სურვილის არარსებობა.

სამყურა და გზაჯვარედინი: თავისუფლება. შანსების გამოყენება. შესაძლებლობების თვალნათლად ქონა. რამდენიმე შეთავაზება. იღბლიანი გადაწყვეტილებები. ყოყმანი შესაძლებლობების შესახებ.

სამყურა და თაგვი: წაგება აზარტულ თამაშებში. იღბლის დაკარგვა. უდარდელობა დანაკარგზე. ეჭვი, რომ ყველაფერი ისეთი მარტივი არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. რთულ სიტუაციებშიც კი საჭიროა მცირე სიხარულის შენარჩუნება/ქონა.

სამყურა და გული: იღბალი სიყვარულში. ახალი სიყვარულის პოვნა. გრძნობებით თამაში. ურთიერთობა შეცოდების გამო.

სამყურა და ბეჭედი: ვალდებულებების არარსებობა ან ზედაპირული დამოკიდებულება. იღბლიანი კონტრაქტები. იღბლიანი ურთიერთობები. დაუფიქრებლად მიცემული პირობა. არც ისე მყარი კავშირია.

სამყურა და წიგნი: იღბალი სწავლისას. გართობისთვის სწავლა. არასერიოზული მიდგომა სწავლაზე. გამოცდების ვარაუდით/გარტყმით ჩაბარება.

სამყურა და წერილი: ლტრიის ბილეთი. პოზიტიური შეტყობინება. ზედაპირული, უმნიშვნელო, უპრობლემო საუბრები. ხანმოკლე კომუნიკაცია. რაღაცის შესახებ ლაპარაკის შესაძლებლობა.

სამყურა და კაცი: კაცი, რომელიც არის: იღბლიანი, მხიარული, ოპტიმისტი, ხუმარა, ადვილი საურთიერთო, ზედაპირული, არასერიოზული, უპასუხისმგებლო, აზარტული თამაშების მოყვარული…. კაცი, რომელიც ადამიანებით თამაშობს და იყენებს.

სამყურა და ქალი: ქალი, რომელიც არის: იღბლიანი, მხიარული, ოპტიმისტი, ხუმარა, ადვილი საურთიერთო, ზედაპირული, არასერიოზული, უპასუხისმგებლო, აზარტული თამაშების მოყვარული…. ქალი, რომელიც ადამიანებით თამაშობს და იყენებს.

სამყურა და ლილია: ბიზნეს წარმატება. სიხარულით პენსიაზე გასვლა. წვრილმანებით კმაყოფილება. შესაძლებლობა გახდეს უკეთესი ადამიანი. სექსუალური ურთიერთობები პასუხისმგებლობის გარეშე.

სამყურა და მზე: პატარ-პატარა ბედნიერებები. დიდი იღბალი და წარმატება. ბრწყინვალე მიღწევები.

სამყურა და მთვარე: რომანი. შემოქმედებითი ან რომანტიკული შესაძლებლობები. იღბალი რომანებში. სასიამოვნო ღამეები.

სამყურა და გასაღები: შესაძლებლობის გამოყენება. წარმატება. ბევრი იღბალი. მარტივი გამოსავალი.

სამყურა და თევზი: იღბალი ფინანსურ საკითხებში. ბიზნესის ზრდა. ფინანსური ზრდა. კეთილდღეობა. მოგების შესაძლებლობა.

სამყურა და ღუზა: წარმატების შენარჩუნება. ბედნიერება უსაფრთხოებაში. გრძელვადიანი კეთილდღეობა.

სამყურა და ჯვარი: კურთხევა. დადებითი დასასრული. სულიერი კმაყოფილება. პასუხისმგებლობა, რომელსაც სიამოვნებით აიღებს.


მოამზადა: Onlinetarot.ge