ლენორმანი

ლენორმანის კარტი: კუბო

ლენორმანის კარტი კუბო
ლენორმანის კარტი კუბო
ლენორმანის დასტა: Lenormand Oracle Cards


კარტის სიმბოლო: ცხრიან აგური.
ზოგადი იმპულსი: ნეგატიური.
ნუმეროლოგია: 8.
პლანეტა: პლუტონი.
ზოდიაქო: მორიელი.
დრო: სამუდამოდ. 8 დღე, კვირა ან თვე. აგვისტო. მორჩა. დასრულდა.

საკვანძო სიტყვები:
დასასრული. სიკვდილი. პანაშვიდი. დაკარგვა. მწუხარება. გლოვა. დარდი. დროის ამოწურვა. გაშვება. დათმობა. ტრანსფორმაცია. დამშვიდობება. მნიშვნელოვანი ცვლილება. შეცვლილი ცხოვრებისეული მოვლენები. გაკოტრება. გარდაქმნები და ახალი საწყისები. ცუდის შიში. ის რაც დათრგუნულია ან გაქრა. წაგება. ტირილი. მოწყენილობა. შესაძლოა ასევე იყოს ცხოვრების უარყოფითი კუთხით ხედვა/პესიმიზმი.

ზოგადი მნიშვნელობა:

ბევრი ადამიანი ბრაზდება, როდესაც გაშლაში კუბოს ბარათი ჩნდება, რადგან ფიქრობენ, რომ ეს სიკვდილზე მიუთითებს. საბედნიეროდ, ეს ასე არ არის. არც ერთი ცალკეული ლენორმანის ბარათი არ ნიშნავს სიკვდილს. კუბო არის თქვენი ცხოვრების სფერო, რომელიც შეიცვლება. ეს შეიძლება მიუთითებდეს რაღაცის დასასრულზე, რომელიც ძალიან დიდხანს გაჭიანურდა. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყოველი დასასრული არის რაღაცის დასაწყისიც.

ცვლილება ცხოვრების გარდაუვალი ნაწილია. არაფერი რჩება სტაგნაციაში – არც სამსახური, არც ქორწინება, არც საცხოვრებელი. ყველაფერი იცვლება და ცხოვრება მუდმივად ვითარდება. სწორედ ამას ნიშნავს ლენორმანის კუბოს ბარათი. კუბო არ არის საბოლო განაჩენი, ის უბრალოდ მოძრაობს სხვადასხვა მიმართულებით.

რჩევა:
ნუ ეცდებით ჩაებღაუჭოთ იმას, რაც უკვე მთავრდება – უბრალოდ გაუშვით ის! მწუხარების ნება მიეცით საკუთარ!
უარყოფითად: გლოვის პერიოდის შემდეგ, დროა გადახედოთ იმას, რისი კეთებაც გაბედნიერებთ!

ადამიანი:
ადამიანი, რომელიც სამუდამოდ დავკარგეთ (არა აუცილებლად სიკვდილით). ვინმე, ვინც დანაკარგის გამო გლოვობს მაგ. ქვრივი. საყვარელი ადამიანი – რომელიც გარდაიცვალა.

სიყვარული:
სასიყვარულო გაშლებში კუბო მიუთითებს პრობლემურ ურთიერთობაზე. შეიძლება მოგიწიოთ სასიყვარულო განშორების ტკივილის ატანა. თუმცა გახსოვდეთ, რომ კუბო ასევე წარმოადგენს ახალ წამოწყებებს.

კარიერა:
კარიერის შესახებ გაშლებში კუბო მიუთითებს დიდ ცვლილებებზე. შეიძლება დასრულდეს პროექტი ან თუნდაც სამუშაო. გარდამავალი პერიოდია. თქვენ უნდა გაუხსნათ გზა ძველს, რათა რაიმე ახალი შემოვიდეს.

ჯანმრთელობა:
კუბოს ბარათი ტრადიციულად ნიშნავს, რომ შეიძლება იყოს დეპრესია ან სერიოზული დაავადება. კუბო არის მეორე ლენორმანის ბარათი, რომელიც ჯანმრთელობას მიუთითებს გაშლაში. როდესაც ხის და კუბოს ბარათები ერთად გვხვდება გაშლაში – ნამდვილად საყურადღებოა ჯანმრთელობა.

კითხვები, რომლებიც უნდა დაისვას არკან კუბოსთან:

  • რა უნდა გავუშვა?
  • ჯერ რას არ ვუჩივი?
  • რას მთრგუნავს?
  • როგორ ვიმოქმედო, დანაკარგების გარეშე?

კუბო, დანარჩენ 35 არკანთან კომბინაციაში:

კუბო და მხედარი: ცუდი შეტყობინება. ავადმყოფი სტუმარი. ბოლო შეტყობინება. სიახლე დასასრულის შესახებ. სიახლეები, რომლებიც მწუხარებას იწვევს.

კუბო და სამყურა: მეორე შანსი. გაუმჯობესება. აღდგენა. იღბალის დაკარგვა. მარტივი ცხოვრების დასასრული. რაღაც სასიამოვნო მთავრდება. შანსი, რომელიც დასასრულშია.

კუბო და გემი: წასვლა. გაქცევა. ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება სიკვდილს ნიშნავდეს. მოგზაურობის დასასრული. თავგადასავლებისკენ ლტოლვის დასამარება.  წასვლის სურვილის ან მოხეტიალის ლტოლვის ჩახშობა.

კუბო და სახლი: რეკონსტრუქცია. საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. ოჯახის ან ოჯახის წევრის დაკარგვა (არა პირდაპირი გაგებით). ტრადიციის დაკარგვა.

კუბო და ხე: სერიოზული დაავადება. მძიმე დეპრესია. ჯანმრთელობის გაუარესება. სიცოცხლისუნარიანობის დაკარგვა. სიცოცხლის დაკარგვა. ფიზიკური დანაკარგი. გადაღლა. გადაწვა.

კუბო და ღრუბელი: ფსიქიკური დაავადება. ნერვული აშლილობა. დეპრესია. დასასრული გაურკვეველია. მწუხარება ქმნის დაბნეულობას. სასოწარკვეთა იმდენად დიდია, რომ ცხოვრების ატანა რთულია.

კუბო და გველი: მთავარი პრობლემები. სურვილების დათმობა. ამბიციის ან სურვილის დამარხვა. რომანის დასასრული.

კუბო და თაიგული: გაუმჯობესება. სოციალური ცხოვრების დასრულება. სიამოვნების დასასრული. კომფორტის, სილამაზის ან სოციალური წრის დაკარგვა.

კუბო და ცელი: პრობლემების დასასრული. ცუდი გადაწყვეტილება. უბედური შემთხვევა.  მტკივნეული დასასრული.

კუბო და ცოცხი/მათრახი: ფიზიკური შეურაცხყოფა. ძალადობა. განადგურება. კონფლიქტის დასრულება. რეპრესირებული აგრესია.

კუბო და ჩიტები: დეპრესიული წყვილი. წუხილი დანაკარგზე. უარის თქმა იმას, რაც იწვევს სტრესს. დიდი წუხილი რაღაცის ან ვიღაცის დაკარგვის შესახებ. მოქნილობის დაკარგვა. 

კუბო და ბავშვი: დესტრუქციული ბავშვი. უდანაშაულობის დაკარგვა. რეპრესირებული შინაგანი ბავშვი. დასაწყისის დასასრული. ცნობისმოყვარეობის დათრგუნვა.

კუბო და მელია: სამუშაოს დაკარგვა. საკუთარი სურვილების ჩახშობა. თავის მოვლა მწუხარების დროს. გადაჭარბებულმა მუშაობამ გამოიწვია დაღლილობა. რაღაცის დასრულება საკუთარ ინტერესებშია.

კუბო და დათვი: ფინანსური ტრანსფორმაცია. ავადმყოფი უფროსი. მემკვიდრეობა. ლიდერის დაკარგვა. ძალაუფლების დაკარგვა. მწუხარების დაძლევა.

კუბო და ვარსკვლავები: აღდგენა. გაუმჯობესება. მნიშვნელობის დაკარგვა. ოცნებების და იმედის იმედის დაკარგვა. სულიერი რწმენის დასასრული.

კუბო და წერო: გაშვება. წინსვლა. უარყოფითი ცვლილება. ტრანსფორმაციის დასრულება. ტრანსფორმაცია მწუხარებასთან გამკლავებისას.

კუბო და ძაღლი: თერაპევტი. ავადმყოფი მეგობარი. დახმარება მეგობრისგან. ლოიალობის დაკარგვა. მეგობრის დაკარგვა. დროა შეწყვიტოთ დახმარების მცდელობა.

კუბო და კოშკი:  დეპრესიული ადამიანი, რომელიც თავს ხაფანგში გრძნობს. ციხე. მორგი. მარტოობის დასრულება. მარტოობა წაგების შემდეგ. თანამდებობის დაკარგვა ან დათმობა. სიამაყის დაკარგვა. 

კუბო და ბაღი: სასაფლაო. პანაშვიდი. სახალხო გლოვა. საზოგადოებრივი სფეროს დატოვება. რეპუტაციის დაკარგვა. პირადი ოცნებებისა და სურვილების დამარხვა, რათა მოერგოს საზოგადოებრივ აზრს.

კუბო და მთა: იზოლაცია. მწუხარება. მოძრაობის გარეშე ყოფნა. გაშვების პრობლემა. რაღაცის დამთავრების შეუძლებლობა. საკუთარი მწუხარების დამალვა დუმილის ან (ერთი შეხედვით) ემოციური სიცივის მიღმა.

კუბო და გზაჯვარედინი: ახალი მიმართულებები. განშორებები. თავშეკავება. არჩევანის გაშვება. გამოსავალი არ არის.

კუბო და თაგვები: დეპრესია. შიშები. ფსიქიკური დისბალანსი. დასასრული ნელ-ნელა მოდის. არაჯანსაღი მდგომარეობის დასასრული.

კუბო და გული: გულისტკივილი. მწუხარება. პატიება. სიყვარულის დასასრული. მწუხარება დაკარგული სიყვარულის გამო.

კუბო და ბეჭედი: თავიდან დაწყება. აღდგენა. დაპირების დარღვევა. განქორწინება. საერთო მწუხარება.

კუბო და წიგნი: მტკივნეული სიმართლე. სწავლის დასრულება. საიდუმლოს გამჟღავნება.

კუბო და წერილი: გარდაცვალების მოწმობა. ანდერძი. კომუნიკაციის დასრულება. გამოსამშვიდობებელი წერილი.

კუბო და კაცი: დეპრესიული ადამიანი. ნეგატიური ადამიანი. დამწუხრებული კაცი. ქვრივი ან გარდაცვლილი კაცი. მწუხარება – ადამიანის დაკარგვის გამო. საკუთარ თავში კაცის დათრგუნვა. 

კუბო და ქალი: დეპრესიული ქალი. ნეგატიური ქალი. დამწუხრებული ქალი. ქვრივი ან გარდაცვლილი ქალი. მწუხარება – ადამიანის დაკარგვის გამო. საკუთარ თავში ქალურობის დათრგუნვა. 

კუბო და ლილია: სიბერე. კვდება. ფიზიკური სიამოვნების დასრულება. დამალვა ან დამარხვა საკუთარი სურვილების.

კუბო და მზე: მეორე შანსი. ახალი დასაწყისი. გაუმჯობესება სირთულის შემდეგ. რაღაცის დასრულება – რომელსაც მოაქვს სიხარული. გამარჯვება მწუხარებაზე. საკუთარი სიხარულის დათრგუნვა.

კუბო და მთვარე: დეპრესია. შოკი. ღრმა სევდა და მწუხარება. ემოციური ტრავმა. შიშის ან ინტუიციის ჩახშობა.

კუბო და გასაღები: წარმატება სირთულეების შემდეგ. კარმა. დასასრულის მიღება.

კუბო და თევზი: ფინანსური საკითხები. ცუდი ზღვის პროდუქტები. ფინანსების დაკარგვა. რაიმე ღირებულის დაკარგვა. რაღაცის ან ვიღაცის დაკარგვა, რაც ჩვენთვის ბევრს ნიშნავდა.

კუბო და ღუზა: ლტოლვა. გახანგრძლივებული უსიამოვნებები. მწუხარებაში ჩარჩენა. დანაკარგის გაშვების უუნარობა. მოწყენილ მდგომარეობაში ყოფნა.

კუბო და ჯვარი: ტკივილი. თვითმკვლელობა. მწუხარება. მტკივნეული დასასრული. ღრმა ტანჯვა დანაკარგისგან. თავგანწირვა.

მოამზადა: Onlinetarot.ge