ლენორმანის კარტი: თევზი
კარტის სიმბოლო: აგურის მეფე.
ზოგადი იმპულსი: პოზიტიური.
ნუმეროლოგია: 7.
პლანეტა: ვენერა.
ზოდიაქო: კურო.
დრო: განმეორებადი.
საკვანძო სიტყვები:
ფინანსები. ქონება. საქმიანობები. სიმდიდრე. ღირებულებები. მოგება. ბარაქა. დოვლათი. დამოუკიდებლობა. მიზნის მიღწევა. თვითდასაქმება. ფული. კეთილდღეობა. ბიზნესი. ფინანსური საკითხები. თხევადი ნივთიერებები. თავისუფლება. თავგადასავალი. იღბალი. გაცემა-გაზიარების შეუძლებლობა. სამსახური. საარსებო წყარო. რაიმეს ხელში ჩაგდება. ბიზნესის წარმართვა. ზოგჯერ ნამდვილი თევზები ან ის, ვინც ახლოს მუშაობს ზღვასთან.
რჩევა:
უფრო მეტად დააფასე. ბოლომდე დაასრულე საქმიანობები.
უარყოფითად: ნუ იქნები ხარბი. ფული და მისი რაოდენობა არ არის მთავარი.
კითხვები, რომლებიც უნდა დაისვას არკან თევზთან:
- ჩემი ცხოვრების რომელი სფეროები ივსება სიუხვით?
- რა არის ის, რასაც ნამდვილად ვაფასებ?
- რაში ვარ ხარბი?
- სად დავკარგე ნამდვილ ღირებულებებთან კავშირი?
მოამზადა: Onlinetarot.ge