ლენორმანი

ლენორმანის კარტი: თაიგული

ლენორმანის კარტი თაიგული
ლენორმანის კარტი თაიგული
ლენორმანის დასტა: Lenormand Oracle Cards

კარტის სიმბოლო: ყვავის დედოფალი.
ზოგადი იმპულსი: დადებითი.
ნუმეროლოგია: 9.
პლანეტა: იუპიტერი.
ზოდიაქო: მშვილდოსანი.
დრო: გაზაფხული. 9 დღე, კვირა ან თვე. თვის მეცხრე დღე. სექტემბერი.

საკვანძო სიტყვები:
კმაყოფილება. სოციალური ცხოვრება. გულითადობა. ზრდილობა. თავაზიამობა. კმაყოფილება. მადლიერება. სილამაზე. საჩუქრები. ჯილდო. მეგობრები. სიამოვნება. გართობა. თავაზიქნობა. გულითადობა. სასიამოვნო მოვლენები. სექსი. მოხიბვლა. “შენ ჩემგან”. სასიამოვნო ვიზიტი. ლამაზი ქალი. სიურპრიზი. წვეულებები და სოციალური შეკრებები. ნიშნობა. ყვავილები. დაპატიჟება/მოწვევა. კარგი მანერები. მლიქვნელობა. ფარისევლობა. კომუნიკაბელურობა. კეთილშობილება. თავაზიანი საუბარი. აღიარება. მოლოცვა. კომპლიმემტი. დაჯილდოვება. აღტაცება. ფლირტი. “მოთაფვლა”. ლაყბობა. თმის ახალი სტილი. გაზვიადება. მშვენიერება. გულუხვობა. მაამებლობა. ბედნიერება. შემოქმედება. ხელოვნება. მოდური. კარგი მასპინძელი ან დიასახლისი. კოპწია.

ზოგადი მნიშვნელობა:

ჩვენ შეგვიძლია დავტკბეთ საკუთარი თავით და ჩვენს გარშემო არსებული კარგი პერიოდით. შეიძლება მივიღოთ მოულოდნელი საჩუქარი ან მოწვევა რაიმე წვეულებაზე. რაც არ უნდა მოხდეს, ის აუცილებლად სასიამოვნო იქნება. ეს ბარათი არის მწვანე შუქი, იმის შესახებ რომ გაერთოთ და გააკეთოთ ის, რაც გახარებთ. დრო დაუთმეთ ტკბობას და დააფასეთ ცხოვრება.

რჩევა:
იყავი ლამაზი და კომუნიკაბელური. ესტუმრე და მიიწვიე სტუმრები. გამოხატე მადლიერება. ყურადღება მიაქციე შენს გარეგნობას და საუბარს. ნუ გააზვიადებ და იფლიდებ.

ადამიანი: კარგი სტუმარი, დიასახლისი ან მასპინძელი.

სიყვარული:
სასიყვარულო გაშლაში თაიგული არის იმის ნიშანი, რომ რაღაც კარგი მოხდება. ეს ბედნიერი ურთიერთობის ნიშანია, რომელიც ყვავის და იზრდება.

კარიერა:
კარიერის კითხვის გაშლებში შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ყველაფერი კარგადაა. ნებისმიერი პრობლემა თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. შეიძლება დიდი შესაძლებლობა გამოჩნდეს თქვენს საქმიანობაში.

ჯანმრთელობა:
ტრადიციულად, თაიგული არის დადებითი ბარათი ჯანმრთელობის გაშლებში. ეს შეიძლება მიუთითებდეს კარგ ჯანმრთელობაზე. ხოლო თუ მანამდე დაავადება იყო, უნდა ის გაუმჯობესდეს.

შესაძლო საქმიანობები: ინტერიერის დიზაინერი. სტილისტი. პლასტიკური ქირურგი.

კითხვები, რომლებიც უნდა დაისვას არკან თაიგულთან:

  • როგორ მიდის ჩემი სოციალური ცხოვრება?
  • ბოლოს როდის გამოვხატე მადლიერება?
  • გულწრფელია ჩემი მეგობრობა?

თაიგული, დანარჩენ 35 ბარათთან კომბინაციაში:

თაიგული და მხედარი: პოზიტიური შეხვედრა. ვიღაც ახალი შემოდის შენს ცხოვრებაში. მომხიბვლელი სტუმარი. მოწვევა. სასიამოვნო განცხადება.

თაიგული და სამყურა: წარმატებები. სიხარული. შესაძლებლობები სოციალურ წრეში. სასიამოვნო სოციალური წრე. სამეგობრო წრე, რომელშიც სერიოზულად არაფერზეა საუბარი.

თაიგული და გემი: შვებულება. კარგი მოგზაურობა. სოციალური ცხოვრების შესწავლა. მიმდინარე სოციალური წრიდან გასვლა. შეცვალეთ გზები – თქვენ უნდა იყოთ უფრო მეგობრული და მეტად შეაქოთ სხვები!

თაიგული და სახლი: ლამაზი სახლი. საყვარელი ოჯახი. ოჯახური სოციალური შეკრებები. მადლიერება ან აღფრთოვანება ოჯახის მიმართ. ოჯახის წევრი, რომელიც ყოველთვის ცდილობს სხვების მიმართ კეთილგანწყობილი იყოს.

თაიგული და ხე: სულიერად გაწონასწორებული. აყვავებული ხე. განკურნება. ბუნება. კარგი ჯანმრთელობა. კეთილდღეობა. კომპლიმენტები სილამაზეზე.

თაიგული და ღრუბელი: მეოცნებე. საჩუქარი არ არის ისეთი, როგორიც ჩანს. მატყუარა სოციალური წრე. დაბნეულობა სოციალურ წრეში. ცრუ მადლიერება.

თაიგული და გველი: ეჭვიანობა. შური. ზედაპირული, მომხიბვლელი ქალი. მაამებლობით მანიპულირება. ყურადღების მიქცევა. მაამებლობის გამოყენება რაღაცის მისაღებად. ვინმეს მანიპულირება.

თაიგული და კუბო: იმედგაცრუება. ბედნიერების დასასრული. სოციალური ცხოვრების დასრულება. მადლიერების დაკარგვა. კომფორტის, სილამაზის ან სოციალური წრის დაკარგვა.

თაიგული და ცელი: პლასტიკური ქირურგია. თმის შეჭრა. კარგი გადაწყვეტილება. მოულოდნელი სტუმარი ან მოწვევა.

თაიგული და ცოცხი/მათრახი: ცეკვა. კარგი სექსი. კონფლიქტის დროს სიკეთის გამოვლენა. კეთილშობილების გამოყენება. აგრესიაზე კეთილგანწყობით რეაგირება.

თაიგული და ჩიტები: ბედნიერი საუბრები. ლამაზი წყვილი. ჭორები ჩვენს სოციალურ წრეში. პიროვნება ცდილობს ყველასთვის ლამაზი ან სასიამოვნო იყოს ყველანაირად.

თაიგული და ბავშვი: მიმზიდველი ბავშვი. პოზიტიური ახალი დასაწყისი. ბავშვის მიმართ სიკეთის გამოჩენა. ბავშვის შექება. პირველი ნაბიჯის გადადგმა სხვა ადამიანისკენ.

თაიგული და მელია: ცრუ ბედნიერება. ქრთამი. ეგოისტური მიზეზების გამო სოციალიზაცია. სოციალურ ცხოვრებაში ეჭვი. სხვების მიმართ კეთილგანწყობა საკუთარი სარგებლისთვის. საკუთარი სილამაზის სტანდარტების ქონა. ადამიანის ვინაობა დამოკიდებულია გარეგნობაზე.

თაიგული და დათვი: მომხიბვლელი მენეჯერი. კარგი ფინანსები. დადებითი ინვესტიციები. სოციალური წრე დომინირებს ცხოვრებაში. გავლენიანი სოციალური წრე.

თაიგული და ვარსკვლავები: მიღწევები. ოცნებები ახდება. ოცნებობს უკეთეს სიტუაციებზე. ილუზიები გარეგნობაზე. დიდი იმედები სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

თაიგული და წერო: პოზიტიური ცვლილება. პროგრესი. ტრანსფორმაცია სოციალურ ცხოვრებაში. ვინმეს მიმართ კეთილგანწყობას შეუძლია მისი გარდაქმნა. 

თაიგული და ძაღლი: დიდი მეგობარი. ბედნიერი მეგობრობა. მეგობრების დაფასება. მეგობრების აღფრთოვანება. უპირობო აღტაცება. აღტაცება მეგობრისგან.

თაიგული და კოშკი: თეატრები. სავაჭრო ცენტრები. გასართობი პარკები. კონფლიქტი ყოფნის სურვილსა და იზოლაციას შორის. მოწვევაზე უარის თქმა.

თაიგული და ბაღი: ყვავილების ბაღი. ხალხმრავლობა. ბედნიერი მოვლენა. საჯარო შეხვედრა. რეპუტაცია.

თაიგული და მთა: ლაშქრობა. ბედნიერება დაბლოკილი ან დაგვიანებულია. სოციალურ სიტუაციებში დაბრკოლებები. საჩუქრებით სარგებლობის სირთულე.

თაიგული და გზაჯვარედინი: თვალწარმტაცი მარშრუტი. ბუნებაში გასეირნება. პოზიტიური შესაძლებლობები. არჩევანი სიამოვნებაზეა დაფუძნებული. არჩევანი ჯილდოზეა დაფუძნებული.

თაიგული და თაგვები: ყალბი მლიქვნელობა. ხანმოკლე ბედნიერება. ბედნიერება სტრესია. დაზიანებული საჩუქარი. არაჯანსაღი შეშფოთება ესთეტიკასთან დაკავშირებით.

თაიგული და გული: სიყვარული. სასიყვარულო ცხოვრებით ბედნიერი. მოსიყვარულე სოციალური წრე. მლიქვნელობა თანაგრძნობის მოსაპოვებლად. სიყვარული მეგობრების მიმართ.

თაიგული და ბეჭედი: ბედნიერი ურთიერთობა. კარგი კონტაქტები. სოციალური ვალდებულება. სოციალური კავშირები. ერთმანეთთან დაკავშირება მეგობრობით.

თაიგული და წიგნი: მცენარეული მედიცინის შესწავლა. წიგნები ყვავილების შესახებ. ქება საკუთარი განათლებით. განათლებით ტკბობა. ინტერიერის დიზაინის ან სხვა ტრენინგების გავლა, რომლებიც დაკავშირებულია სილამაზესთან.

თაიგული და წერილი: კარგი ამბავი. საკმაოდ სტაციონარული. მოწვევა. მადლიერების საუბრები. კომუნიკაცია სოციალურ წრეში. მილოცვის წერილი. სიტყვის გატეხვა.

თაიგული და კაცი: მომხიბვლელი მამაკაცი. სიმპათიური ჯენტლმენი. კომუნიკაბელური კაცი. მოვლილი მამაკაცი. მაამებლობა ან ფლირტი მამაკაცთან.

თაიგული და ქალი: მომხიბვლელი ქალი. ლამაზი და ბედნიერი ქალი. კომუნიკაბელური ქალი. მოვლილი და მაამებელი ქალი. ფლირტი ქალთან.

თაიგული და ლილია: ჰარმონია. სიმშვიდე. მადლიერება კომფორტისთვის.

თაიგული და მზე: ზეიმი. დიდი მიღწევა. სასიამოვნო ვიზიტი. მხიარული შეკრებები. ზედაპირული კეთილგანწყობა.

თაიგული და მთვარე: ბედნიერება. კმაყოფილება. მადლიერება. ემოციური შეხვედრა. ღრმა მადლიერება. ძალიან გულწრფელი კომპლიმენტები. ემოციური ვიზიტი. სოციალური ფობიები.

თაიგული და გასაღები: დიდი წარმატება. ღიაობა სოციალური ცხოვრებისთვის. გარდაუვალი ვიზიტი.

თაიგული და თევზი: დიდი ფინანსები. კარგი შემოსავალი. სიმდიდრის გაცემა. კეთილშობილება. გულუხვობა.

თაიგული და ღუზა: გრძელვადიანი ბედნიერება. მიზნების მიღწევა. სტაბილურობა მეგობრებს შორის. კომფორტი სოციალურ წრეში. სტაბილური მეგობრული წრე. ფოკუსირება ესთეტიკაზე.

თაიგული და ჯვარი: ქველმოქმედება. სოციალური ცხოვრება არის ტვირთი. ტანჯვა სოციალური ცხოვრებისგან. საბედისწერო ვიზიტი.

მოამზადა: Onlinetarot.ge