
კარტის სიმბოლო: ათიანი ჯვარი.
ზოგადი იმპულსი: პოზიტიური.
ნუმეროლოგია: 6.
პლანეტა: მარსი.
ზოდიაქო: ვერძი.
დრო: დიდი ხნის განმავლობაში. 15 დღე. თვის 15 რიცხვი.
საკვანძო სიტყვები:
ლიდერობა. დომინირება. გავლენა. ბოსი. იღბალი. ხასიათის სიმტკიცე. აღიარება. ძლიერი სიტყვები. დომინირება. გამარჯვება. განძი. ავტორიტეტი. მძიმე მოვალეობები. რესურსების ქონა (ფული, საკვები..). ძალაუფლება. თანამდებობის პირი – მოსამართლე, მებაჟე, პოლიტიკოსი, უფროსი.. უფროსი ასაკის ადამიანი, განსაკუთრებით ნათესავი. ზოგჯერ ადამიანი, რომელსაც აქვს გავლენა თქვენს ცხოვრებაზე. საფონდო ბაზრები. მშობლები. მასწავლებელი. ხელმძღვანელი. ფიზიკური და სულიერი ძალა. შესაძლებლობები. მესაკუთრეობა. ეჭვიანობა. პირადი ფინანსები. რაიმეს (ან საკუთარი თავისთვის) დამტკიცება. პასუხისმგებლობის აღება. ფლობა. სიმკაცრე. ქმედითუნარიანობა.
რჩევა:
იყავი კარგი მშობელი/მასწავლებელი/უფროსი. დაიცავი საკუთარი თავი. დაიცავი და უზრუნველყავი სხვები. აიღე საკუთარ თავზე პასუხისმგებლობები.
უარყოფითად: დამშვიდდი, ნუ ეუფროსები შენს გარშემომყოფებს.
კითხვები, რომლებიც უნდა დაისვას არკან დათვთან:
- როგორ შეიძლება განვთავისუფლდე სხვების გავლენისგან?
- ჩემს ცხოვრებაში, სად შეიძლება უფრო მეტად ლიდერობის გამოვლენა?
- როგორ გამოვიყენო საკუთარი ძალა ჩემს სასარგებლოდ?
მოამზადა: Onlinetarot.ge