ლენორმანის კარტი: გველი
კარტის სიმბოლო: ჯვრის დედოფალი.
ზოგადი იმპულსი: ნეგატიური.
ნუმეროლოგია: 7.
პლანეტა: მთვარე.
ზოდიაქო: კირჩხიბი.
დრო: 7 დღე, კვირა ან თვე. თვის მეშვიდე დღე. ივლისი.
საკვანძო სიტყვები:
სურვილი. ცდუნება. ტყუილი. მოტყუება. ლტოლვა. მიმზიდველობა. სექსუალურობა. სიბრძნე. აკრძალული ცოდნა. ღალატი. მეტოქეობა. არაპირდაპირი/შემოვლითი გზები. სკანდალი. ეშმაკობა. განადგურება. მანკიერება. მოწამვლა. ეჭვიანობა. საფრთხე. განსაკუთრებული ცოდნისკენ სწრაფვა. ძალა. სექსი. ძალაუფლების გამოყენება. იძულება. ჯაშუშობა. კარიერა. ამბიციები. მოტივაცია. მარტოხელობა. სწორი მიმართულების შეგრძნება და განსახღვრა. სიმტკიცე. დაუნდობლობა. ეგოიზმი. თვითნებობა. სიჯიუტე. შეუპოვრობა. თავის გამხნევება/მოძლიერება. ეშმაკობა. პრაქტიკული უნარები. გამჭიახობა. დიპლომატია. ტაქტი. ადამიანის გარკვეული მიმართულებით წარმართვის შესაძლებლობა. მანიპულირება. მონდომებული. გულმოდგინება. ნარკომანია. მიზანზე ორიენტორებულობა. მრავალმხრივ მცოდნე.
ზოგადი მნიშვნელობა:
როდესაც გაშლაში გველი გამოჩნდება, ნორმალურია გადავიდეთ ბარათისუარყოფით მნიშვნელობებზე: მოტყუება, ღალატი, ზურგში დარტყმა… თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ გველი ყოველთვის არ არის უარყოფითი მნიშვნელობით. მაგალითად, ეს უბრალოდ შეიძლება იყოს ქალი ყავისფერი თმით. გაშლაში მინდებარე არკანები გეტყვით, მტერია თუ მოკავშირე.
მაშინაც კი, როდესაც ბარათი წარმოადგენს რაიმე უარყოფითს, როგორიცაა მოტყუება – გახსოვდეთ, რომ გველი ლენორმანში ასევე გვთავაზობს რჩევებს, თუ როგორ გავუმკლავდეთ გარემოებებს და სიტუაციებს, როდესაც ისინი ჩნდებიან. ეს ბარათი გვახსენებს, რომ ვიყოთ მოქნილები, ადაპტირებულები და გავაკეთოთ ყველაფერი შეძლებისდაგვარად.
რჩევა:
იმოქმედეთ სასურველი მიზნის მისაღწევად, სრული მონდომებით. Შენ შეგიძლია ამის მიღწევა. გამოიყენეთ თქვენი ჭკუა-გონება.
უარყოფითად: ნუ უგულვებელყოფთ სხვათა საჭიროებებს/გრძნობებს.
ადამიანი: ამბიციური. მიზანდასახული. თავქარიანი. ხალისიანი. ეგოისტი. ტრადიციულად: ქალი. მატყუარა ქალი. ქალი მუქი თმით.
სიყვარული:
სასიყვარულო კითხვაში გველი ხშირად წარმოადგენს მეტოქეს. ეს ასევე შეიძლება მიუთითებდეს ვინმეს, ვინც მაცდუნებელია და რომელიც შეიძლება დაინტერესდეს მხოლოდ მოკლევადიანი ურთიერთობით.
კარიერა:
კარიერის გაშლაში გველი წარმოადგენს პრობლემებს. შეიძლება ვიღაც ზურგს უკან შენს წინააღმდეგ მოქმედებდეს.
ჯანმრთელობა:
გველის ბარათი ხშირად მიგვითითებს ჯანმრთელობის შესაძლო პრობლემაზე, რომელიც უნდა შემოწმდეს. ვინაიდან გველი მედიცინასთან მჭიდროდ დაკავშირებული სიმბოლოა. ამ ბარათის გამოჩენა ასევე შეიძლება მიუთითებდეს პროფესიონალ მედიცინის მუშაკზე.
შესაძლო საქმიანობები: პოლიტიკოსი. იურისტი. დიპლომატი.
კითხვები, რომლებიც უნდა დაისვას გველთან:
- რატომ მინდა ის, რასაც ვაკეთებ?
- რამდენად შორს წავალ იმის მისაღწევად რაც მინდა?
- რაც მსურს ის ჩემთვის აკრძალულია?
- ჩემი სურვილი მაკონტროლებს?
გველი, დანარჩენ 35 ბარათთან კომბინაციაში:
გველი და მხედარი: პრობლემის გადაწყვეტა. მოტყუება. მტკივნეული ამბები. მყისიერი დაკმაყოფილების მოთხოვნილება.
გველი და სამყურა: პრობლემის გადაჭრა. სურვილების მსუბუქად მიღება. იღბალი. რისკი აზარტულ თამაშებში.
გველი და გემი: პრობლემები მოგზაურობასთან დაკავშირებით. პრობლემები მანქანასთან დაკავშირებით. მოგზაურობის სურვილი. კვლევის სურვილი. სექსუალური თავგადასავლების ძიება. საკუთარი სურვილების შესწავლა.
გველი და სახლი: სახლის რემონტი. სანტექნიკის პრობლემები. არაკეთილსინდისიერი ოჯახი. ოჯახის ყოლის სურვილი. კონფლიქტი სურვილებსა და ტრადიციებს შორის.
გველი და ხე: ავადმყოფობა. ჯანმრთელობის პრობლემები. ჯანმრთელობის განადგურება ამბიციების გამო. საკუთარი ფესვების გამოკვლევა (წინაპრები, ოჯახური კავშირები, საოჯახო საქმეები)..
გველი და ღრუბელი: დაბნეული. დაკარგული. გამოსავალი არ ჩანს. დაბნეულობა იწვევს მანიპულირებას. მიზანი გაურკვეველია.
გველი და კუბო: პრობლემები მთავრდება. სურვილების დათმობა. დამარხეთ თქვენი ამბიციები და სურვილები. ურთიერთობის დასასრული.
გველი და თაიგული: პრობლემების მოგვარება. მაამებლობით მანიპულირება. ყურადღების მიქცევა. ყურადღების, აღფრთოვანების ან უფრო აქტიური სოციალური ცხოვრებისკენ სწრაფვა.
გველი და ცელი: ოპერაცია. პრობლემის მოგვარება. ამბიციების დასასრული. უეცარი სურვილი. შეჩერება მიზნის მიღწევამდე.
გველი და ცოცხი/მათრახი: შეურაცხყოფა. შევიწროება. ჩხუბი. ცდუნება. ტკივილის შექმნა ტყუილით და მანიპულაციის გზით. სხვებისთვის ტკივილის მიყენების ლტოლვა. აგრესიასთან გამკლავება გონივრულად.
გველი და ჩიტები: კომპრომისები. მატყუარა წყვილი. პრობლემური შეხვედრა. ბინძური ამბიციები. ძალიან ბევრი განსხვავებული რამის სურვილი ერთდროულად.
გველი და ბავშვი: პრობლემური ბავშვი. არაკეთილსინდისიერი ბავშვი. გაუაზრებელი სურვილები. ადვილად მანიპულირება. ძალაუფლების ან სექსის გამოუცდელობა. მცირე ცოდნა. რომანი საწყის ეტაპზე.
გველი და მელია: ტყუილი. ღალატი. მოტყუება. ეგოისტური სურვილები. სიფრთხილე საკუთარი სურვილების მიმართ. უნდობლობა.
გველი და დათვი: თავმდაბალი ადამიანი. ფინანსური პრობლემები. არაკეთილსინდისიერი მმართველი. ძალაუფლების სურვილი. მანიპულაციური ლიდერი. კონფლიქტი მათ შორის, ვისაც აქვს ძალა (დათვი) და ვისაც ეს სურს (გველი).
გველი და ვარსკვლავები: რთული პროექტი. სულიერი ლიდერი. სულიერი ზრდის სურვილი. მაცდური სულიერი სწავლებები. სულიერი იდეისკენ მიზიდვა, რადგან ის გაგრძნობინებთ თავს ძლიერად (ან განსაკუთრებულად).
გველი და წერო: რთული ცვლილება. სარისკო ნაბიჯი. ტრანსფორმაციისა და ცვლილების სურვილი. ძლიერი სურვილი გარდაქმნისკენ. თვითრეალიზება ნებისმიერი საშუალებით, რაც მიგიყვანთ მიზნამდე.
გველი და ძაღლი: არაკეთილსინდისიერი მეგობარი. დახმარება. მანიპულაციური მეგობარი. მიჰყვე ვინმეს ძალიან მტკიცედ. ყოველთვის დაემორჩილოს სხვების სურვილებს.
გველი და კოშკი: სასამართლო გადაწყვეტილება. ამბიცია ქმნის მარტოობას. ავტორიტეტის სურვილი. სწრაფვა უმაღლესი პოზიციისკენ. ძალიან ძლიერი თვითდისციპლინა.
გველი და ბაღი: რთული მოვლენა. რთულია გარემოცვის ნდობა. დიდების სურვილი. ამბიცია რომ გახდეს ცნობილი.
გველი და მთა: მთავარი პრობლემები. საქმეები ცოტა ხნით არ მოგვარდება. დაბრკოლებები სურვილების ასრულებისას.
გველი და გზაჯვარედინი: ბევრი ტყუილი. გაქცევა. პრობლემის თავიდან აცილება. დამოუკიდებლობა. წასვლა იქ, სადაც ნამდვილად გსურს ყოფნა. გადაწყვეტილების მიღების პრობლემა – ბევრი არჩევანის გამო.
გველი და თაგვები: ყველაფერი უარესდება. ძირითადი პრობლემები. განადგურება. სურვილები და მოტივაცია ქრება. ძალაუფლების დაკარგვა.
გველი და გული: მოტყუება. პრობლემური სასიყვარულო ურთიერთობა. სიყვარულის სურვილი. სიყვარული, რომელიც მანიპულაციითაა სავსე. კონფლიქტი სურვილებსა და სიყვარულს შორის.
გველი და ბეჭედი: შეთანხმების მიღწევა. კომპრომისი. საკუთარი ამბიციებისადმი ერთგულება. კავშირების ძიება. საერთო ამბიცია. ნებ-სურვილი.
გველი და წიგნი: კვლევა. აკადემიური ამბიცია. ცოდნისკენ ლტოლვა. გულმოდგინედ სწავლა. ფაქტებით მანიპულირება.
გველი და წერილი: ცუდი ამბავი. მესიჯი ქალისგან. კომუნიკაცია კონკრეტული მიზნით. ტაქტიანი ან დიპლომატიური საუბარი. სხვების მანიპულირება ხრიკებით.
გველი და კაცი: თაღლითი. კაცი “სხვა” ქალთან ერთად. ამბიციური. მაცდური ან გამჭრიახი კაცი.
გველი და ქალი: მატყუარა, მანიპულატორი ქალი. ამბიციური, მაცდური ან გამჭრიახი ქალი. ქალი, რომელიც არის მონდომებული, სანატრელი ან ხალისი.
გველი და ლილია: ბოროტი, ხანდაზმული მამაკაცი. ავადმყოფი უფროსი მამაკაცი. სექსუალური ურთიერთობა. ლტოლვა სექსუალურ სიამოვნებისკენ. გაორება სურვილსა და სათნოებას შორის.
გველი და მზე: წარმატება სირთულეების შემდეგ. წარმატება ღალატის შემდეგ. ბედნიერების სურვილი. დადებითის დანახვა. სურვილი, რომ იყო პოპულარული და გააკეთო ყველაფერი ამისთვის.
გველი და მთვარე: ილუზიები. მოტყუება. საკუთარი ემოციების და შიშების გაგების სურვილი. საკუთარ ინტუიციას მიყოლა. მანიპულირება შიშებსა და საჭიროებების თამაშის გზით.
გველი და გასაღები: გამოსავლის პოვნა. წარმატება სირთულეების შემდეგ. თავისუფლების სურვილი. მიზნების მიღწევის სურვილი. გზების ძიება.
გველი და თევზი: ფინანსური პრობლემები. ბიზნესში თაღლითობა. სიმდიდრის სურვილი. სიხარბე. შესაძლოა ამორალური საქმეების გაკეთებაც კი, რათა მიიღოთ ის, რაც გსურთ.
გველი და ღუზა: ნდობის ნაკლებობა. არასტაბილურობა. დაუცველობა. სტაბილურობის სურვილი. ოკუსირება ცოდნის/სექსის/ძალაუფლების მიღებაზე.
გველი და ჯვარი: დიდი პრობლემები. ტანჯვა. შეურაცხყოფა. საკუთარი სურვილებით დამძიმება. ტანჯვის მიუხედავად ბრძოლა.
მოამზადა: Onlinetarot.ge