
კარტის სიმბოლო: ტუზ ჯვარი.
ზოგადი იმპულსი: ნეიტრალური.
ნუმეროლოგია: 7.
პლანეტა: ვენერა.
ზოდიაქო: სასწორი.
დრო: განმეორებადი.
საკვანძო სიტყვები:
ვალდებულება. დაპირება. პარტნიორობა. თანამშრომლობა. პატივი. ხელშეკრულება. შეპირება. ურთიერთობები. კავშირები. საქმიანი კონტრაქტები. ქორწინება, ნიშნობა ან სხვა სახის გრძელვადიანი ურთიერთობები. ნდობის მოპოვება. დაუსრულებელი სიტუაცია. წრეზე ტრიალი. დასასრული – იქ სადაც დაიწყე. უსასრულობა. ანაზღაურება-შესრულებული სამუშაოსთვის. შერწყმა. დაკავშირება. ქონების გაფორმება. წრებრუნვა/ციკლები. მიზნობრივი კავშირი. გაერთიანება. ალიანსი. ერთობა. გუნდურობა. ემოციური მიჯაჭვულობა. სოციალური ერთობა. კოალიცია. გუნდურობა. ის რაც საერთოა (მაგ. ინტერესები). საერთო ვალდებულებები. შეთანხმება. საიმედოობა. პროგნოზირებადობა. იმედი. ერთმანეთთან დაკავშირება. პასუხისმგებლობა. თანმიმდევრულობა.
რჩევა:
ადამიანებთან დაამყარე კავშირი-იპოვნე მიზეზი ან საერთო რაღაც. “ხიდი გადე უფსკრულზე”. ერთად დადექით.
უარყოფითად: განთავისუფლდით თქვენი არაჯანსაღი ურთიერთობებისგან. გაუშვით თქვენი ყოფილი.
კითხვები, რომლებიც უნდა დაისვას არკან ბეჭედთან:
- რა ვალდებულებები მაკისრია, როგორც სხვების ასევე საკუთარი თავის წინაშე?
- როგორ შევასრულო დაპირებები, რომლებიც სხვებს მივეცი?
- როგორ შევძლო უკეთ თანამშრომლობა?
მოამზადა: Onlinetarot.ge