ისწავლე მანარა

კოშკი – მანარას ტაროს კარტი

კოშკი მანარას ტარო

კოშკი

კოშკი მანარას ტარო
მანარას ტარო – Manara Tarot

+18

ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: მარსი (ენერგია. მოქმედება)
ნუმეროლოგია: 7.
კი/არა: არა. გაუშვი.

საკვანძო სიტყვები:

კონფლიქტი. შეზღუდვა. ხისტი აზროვნება. ციხე. ურთიერთობის ინტიმურ ნაწილს არ ექცევა სათანადო ყურადღება. მზაკვრობა. უთანხმოება. პრინციპების დაკარგვა.

ზოგადი დახასიათება:

კოშკი ყველაზე ხშირად მიუთითებს კონფლიქტზე – პიროვნებასა და საზოგადოებას შორის. კანონები და აკრძალვები ხელს უშლის თვითრეალიზაციას, მორალური პრინციპები სამოქმედო არეალს არ ტოვებს. ზოგადად, არკანი კოშკი ახასიათებს პიროვნების დეპრესიულ და დაჩაგრულ მდგომარეობას.

პირდაპირ:

ძალიან ბევრი შეზღუდვაა. სექსუალური ურთიერთობა შესაძლებელია მხოლოდ გარკვეულ ფარგლებში. მაგალითად, ქორწინების შემდეგ ან რელიგიური ნებართვით – ყველა კანონის დაცვით.

ამოტრიალებული:

თითქმის იგივეა, რაც პირდაპირი მნიშვნელობა, მაგრამ ოდნავ უფრო რბილი კუთხით – შეღავათებით.

დეტალური აღწერა:

საკუთარი დანაშაულის განცდა, ფსიქიკური კრიზისი. ყველაფერი ხელიდან უსყლდება, ჩნდება გარდაუვალობის და უიმედობის განცდა. ცხოვრებისეული პრინციპების დაკარგვა. ადამიანი ყველაფერში მხოლოდ საკუთარ თავს ადანაშაულებს, ხშირად დაუმსახურებლად. პიროვნებას აქვს მოახლოებული უბედურების ძლიერი განცდა, რაც არ იძლევა ნორმალურ ცხოვრებას.

გრძნობები და ურთიერთობები:

ურთიერთობებზე დიდ გავლენას ახდენს გარემოებები, მკვეთრად ზღუდავს მათ და აყენებს ხისტ ჩარჩოში. შესაძლებელია აღნიშნავდეს სიტუაციას-როდესაც პარტნიორი არ არის პიროვნების გვერდით. ან პარტნიორებს შორის არის ისეთი ვალდებულებები, რომლებიც ორივეს ამძიმებს, მაგრამ ამავე დროს ხელს უშლის მათ დაშორებას. მაგალითად, მათი რელიგია კრძალავს განქორწინებას, ან მხოლოდ ბავშვების გამო უწევთ ერთად თანაცხოვრება და დიდი ხნის განმავლობაში სიყვარული არ/აღარ არსებობს. ალბათ, არსებობს მამის ან დედის ძლიერი გავლენა, რამაც შეიძლება დაჩაგროს ადამიანი, აიძულოს, დაიცვას ქცევის გარკვეული ნორმები. პურიტანიზმი. არაფრის გაკეთების სურვილი.

ფიზიკური მდგომარეობა:

შინაგანი ბარიერები, მარტოობა. შესაძლოა იმპოტენცია ან ფრიგიდულობა. ადამიანი ბევრ რამეში ზღუდავს საკუთარ თავს, იცავს წესებსა და ნორმებს, რაც მის ცხოვრებას ართულებს.

რეკომენდაცია:

ღირს შეჩერება და თქვენი ცხოვრებისთვის გადახედვა. დაგეხმარებათ ეკლესიაში სიარული და უმაღლეს ძალებთან დაახლოვება. ეცადეთ, არსებულ სიტუაციას მხოლოდ ერთი კუთხიდან არ შეხედოთ. უნდა გქონდეთ შინაგანი რწმენა და მორალური პრინციპები, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ისინი უნდა დაგეხმარონ და არა გაანადგურონ თქვენი ცხოვრება. არკანი კოშკი ხშირად მიუთითებს, რომ საჭიროა გადარესტარტება.

გაფრთხილება:

თქვენთვს არ არის საჭირო ციხის კედლების აშენება. შეზღუდვები კარგია, მაგრამ ზომიერად. გადაჭარბებული აკრძალვები ხელს შეგიშლით თვითრეალიზებაში. არ უნდა დაიცვათ ზედმეტად წესები, რომლებიც გააუარესებს თქვენს ცხოვრებას. ხშირად, არკანი კოშკი მიუთითებს ჯანმრთელობის პრობლემებზე ან სამედიცინო შემოწმების საჭიროებაზე.

არკანის დადებითი მხარე:

ადამიანმა დაკარგა ილუზიები და არასწორი შეხედულებები ცხოვრებაზე, ის გახდა უფრო მოწიფებული და ბრძენი. შესაძლოა, სიტუაცია ცუდი იყო, მაგრამ ის დასრულდა. ადამიანს კი დაუტოვა არა მხოლოდ სევდის მომგვრელი მოგონებები, არამედ გამოცდილება, რომელიც დაეხმარება თავიდან აირიდოს შეცდომების გამეორება.

არკანის უარყოფითი მხარე:

ადამიანი ნორმალურად ვერ აღიქვამს მოვლენებს, ნეგატიური ემოციები ჭარბობს მასში. ყველაფერს უარყოფითი კუთხით უყურებს, არ აქვს კარგის მოლოდინი და მხოლოდ მტკივნეულ დარტყმებს ელის. ეს მდგომარეობა სახიფათოა, რადგან ადამიანს გაუჭირდება ამ ჭაობიდან ამოსვლა, საბოლოოდ კი სულ უფრო და უფრო ღრმად შთანთქავს.

სიტუაციის პოზიტიური განვითარება:

ყველა სახის ცუდი გაივლის და ცხოვრებაში ნათელი სხივი შემოიჭრება. არკანი კოშკი გვეუბნება, რომ უარყოფითი მოვლენები გარდაუვალია თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ უნდა შეძლოთ მათი გადალახვა.

სიტუაციის ნეგატიური განვითარება:

უბედურება გაგრძელდება. იყავი მომთმენი.

ასევე:

მოამზადა: Onlinetarot.ge