Teen Witch Tarot – განმარტებები
კვერთხების ხუთიანი – ცეცხლების ხუთიანი
ალტერნატიული სახელი: ცდუნება.
არკანის აღწერა:
ჯადოქარი ვერძის გვერდით დგას. ის იწვევს ჯადოქარს რომ ცეცხლი გაუცვალოს. ჯადოქრის ცეცხლი ანთებული ჩირაღდანია, მისი კი ცეცხლოვანი ქვაა. ამ უცნაური წყვილის გვერდით კიდია სარკე, რომელიც აირეკლავს ამ სცენას.
საკვანძო სიტყვები:
ერთგულება. სურვილები. წარმატება. სიმდიდრე. გავლენა. შერიგება.
სიმბოლიზმი:
ვერძი – ადამიანის ხასიათის სიმბოლოა. ის მიუთითებს სიჯიუტეზე, გამარჯვების მიღწევის სურვილსა და ეგოიზმზე.
სარკე – ამბობს, რომ ეს ნაკლოვანებები გარშემომყოფთათვისაც შესამჩნევია და ჩანს.
ანთებული ჩირაღდანი – მამაკაცურობის სიმბოლოა, ხოლო ცეცხლოვანი ქვა კი ქალის. ცეცხლის გაცვლა არის სხვადასხვა სქესის კომუნიკაცია და ძლიერი ურთიერთობის შექმნის მცდელობა.
პროგნოზი:
იდეალური ურთიერთობები მიიღწევა ორმხრივი დათმობებით. ყველა ადამიანს აქვს ნაკლი, მაგრამ სულაც არ არის საჭირო მათზე ფოკუსირება. ბევრად უფრო მიზანშეწონილია შინაგანი სამყაროს შესწავლა და იმის გაგება, თუ რა ხდება საყვარელი ადამიანის სულში. მოიხსენით ნიღბები, გახსენით თქვენი შინაგანი სამყარო და თქვენი პარტნიორი ივივეთი გიპასუხებთ.
მოამზადა: Onlinetarot.ge