Teen Witch Tarot – განმარტებები
კვერთხების სამიანი – ცეცხლების სამიანი
ალტერნატიული სახელი: შეხვედრა.
არკანის აღწერა:
ჯადოქარი მიიჩქარის საყვარელი ადამიანისკენ. ის მიდის უზარმაზარ დრაკონზე ამხედრებული და გზას უნათებს ადამიანის თავის ქალის ცენტრში დამაგრებული სანთლით. მისი შეყვარებული იისფერ სამოსშია გამოწყობილი ჯადოქარია და ის უზარმაზარ, მწვანე გომბეშოზე ზის.
საკვანძო სიტყვები:
გამბედაობა. მოკლე მოგზაურობა. ცოდნა. კომუნიკაცია. შეხვედრა.
სიმბოლიზმი:
დრაკონი – სიმბოლოა შიშის ან რთული პრობლემის.
ბაყაყი – მყარი საძირკვლის სიმბოლოა, რომელსაც ამყარებს ძლიერი საფუძველი.
სანთელი – სინათლის სხივია, რომელიც ამარცხებს ყველაზე ძლიერ შიშსაც კი.
პროგნოზი:
ჯადოქარი გაუმკლავდა შინაგან შიშებს და მიდის დასახული მიზნისკენ. მის ქვეშ არსებული უზარმაზარი არსება არის დიდი სურვილის, ნებისყოფისა და გამარჯვების ერთობლიობა. თუ ჯადოქარს დახმარება სჭირდება, ის ადვილად მიიღებს მას. თქვენც შეგიძლიათ მიაღწიოთ მსგავს შედეგებს – ამისთვის კი საჭიროა შეძლოთ საკუთარი შიშების გადალახვა და ნების ძალის გაერთიანება.
მოამზადა: Onlinetarot.ge