Teen Witch Tarot – განმარტებები
კვერთხების რვიანი – ცეცხლების რვიანი
ალტერნატიული სახელი: ტრიუმფი.
არკანის აღწერა:
ჯადოქარმა წარმატებას მიაღწია – თავისი უნარების წყალობით მან ბაყაყი ლამაზ ბიჭად გადააქცია. მაგრამ რამდენად კარგი ადამიანია – ამას დრო გვიჩვენებს.
საკვანძო სიტყვები:
ტრანსფორმაცია. ცვლილება. წარმატება. მშვიდობა. მეგობრობა.
სიმბოლიზმი:
ჩირაღდანი – ამბობს, რომ ჯადოქრის მიერ ჩაფიქრებული ყველაფერი გამოვიდა.
სფერო – რომელიც ჯადოქრის ხელის გარშემოა – ერთ ადგილას კონცენტრირებული ენერგიის სიმბოლოა. ის სრულიად ღიაა და აკონტროლებს მას.
ვარდისფერი ქუდი – სიმბოლოა თავდაჯერებულობის და ხვალინდელი დღის.
ბაყაყი – სიმბოლოა მეტამორფოზის, რომელიც ხდება რეალურ დროში.
პროგნოზი:
არკანი სიმბოლოა დამსახურებული წარმატებისა და შრომისმოყვარეობისგან მიღებული დივიდენდების. ალბათ ხვალ მიხვდებით, რომ ძალიან ბევრი გადაიხადეთ წარმატების მისაღწევად. მაგრამ დღეს უბრალოდ მოეშვით, დაისვენეთ და დატკბით ცხოვრებით. ასეთი დადებითი ემოციების ფონზე პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ ერთმანეთთან დაახლოვება და ნამდვილ მეგობრებად გახდომა.
მოამზადა: Onlinetarot.ge