ისწავლე Teen Witch Tarot

Teen Witch Tarot – განმარტებები

კვერთების პაჟი – ცეცხლების პაჟი

იყიდე Teen Witch Tarot
ალტერნატიული სახელი: ბელტანის დღესასწაული.
არკანის აღწერა:
ჯადოქარი და მისი მეგობარი ბიჭი ცეკვავენ სადღესასწაულოდ მორთული უზარმაზარი ხის ქვეშ. რომელიც მორთულია ქსოვილის ნაჭრებითა და ყვავილებით. მოცეკვავე წყვილის თავზე მტრედები დაფრინავენ. ორი სადღესასწაულოდ მორთული ვირი კი მოცეკვავე წყვილს ინტერესით უყურებს.
საკვანძო სიტყვები:
პარტნიორი. შესანიშნავი სიახლე. კონტრაქტი. კომუნიკაცია. დღესასწაული.
სიმბოლიზმი:
მორთული ხე – ბელტანის დღესასწაულის სიმბოლოა, რომელიც 1 მაისს აღინიშნება. ეს არის სიყვარულის, სიხარულის დღესასწაული, ახალი ცხოვრების დასაწყისი და ცივ ზამთარზე საბოლოო გამარჯვება.
კოცონი – კეთილდღეობისა და აქტივობის სიმბოლოა.
ცხოველები – განასახიერებენ აღორძინებულ სამყაროს, რომელიც ახარებს გაზაფხულის დადგომას და ახალი ციკლის დაწყებას.
პროგნოზი:
არდადეგები საშუალებას აძლევს ადამიანებს კომუნიკაციისა და ერთმანეთის გაცნობის – მშვიდ ატმოსფეროში. არკანი წინასწარმეტყველებს მასობრივ დღესასწაულს, რაზეც უარის თქმა არასასურველია. შეგიძლიათ დაისვენოთ და აღიდგინოთ ძალები ახალი მიღწევებისთვის.

მოამზადა: Onlinetarot.ge