Teen Witch Tarot – განმარტებები
კვერთხების ორიანი – ცეცხლების ორიანი
ალტერნატიული სახელი: დუელი.
არკანის აღწერა:
ორი ჯადოქარი ერთმანეთს ებრძვის. თითოეულ მათგანს ხელში უჭირავს საშიში იარაღი – ჯადოსნური ჯოხი. მისი დახმარებით ერთმანეთს მიუთითებენ საკუთარი ტერიტორიისკენ და იგერიებენ მოწინააღმდეგის თავდასხმას. სიტუაცია უფრო ადრამატილებს – ირგვლივ მიმოფანტული ქვებისა და თავის ქალები.
საკვანძო სიტყვები:
კონკურენცია. მწუხარება. პრობლემები. უბედური შემთხვევა. დასჯა. ზეწოლა.
სიმბოლიზმი:
გახაზული ხაზი – სიმბოლოა იმ ხაზის, რომლის მიღმაც იწყება უცხო ტერიტორია.
ჩირაღდანი – არის რისხვა, რომელიც ართულებს ისედაც რთულ სიტუაციას.
ქვები და თავის ქალა – სიმბოლოა წესების არარსებობის. ორივე მხარე მზად არის გამოიყენოს აკრძალული ხრიკები და საშიში საგნები გამარჯვებისთვის.
პროგნოზი:
ადრე ჯადოქრები მეგობრები იყვნენ, მაგრამ გაუგებრობამ და ჩხუბმა მათი ურთიერთობა გააფუჭა. ახლა ისინი იცავენ თავიანთ ინტერესებს და იბრძვიან ერთმანეთის წინააღმდეგ. იმისათვის, რომ არ მოხვდეთ მსგავს სიტუაციაში, წინასწარ იფიქრეთ თქვენი ქმედებების შედეგებზე და გამოკვეთეთ საზღვრები. მაგრამ თუ სიტუაცია გაუარესდა, შეეცადეთ დადოთ ზავი. მოგეხსენებათ, ცუდი მშვიდობა ყოველთვის სჯობს კარგ ჩხუბს.
მოამზადა: Onlinetarot.ge