Teen Witch Tarot – განმარტებები
კვერთხების ოთხიანი – ცეცხლების ოთხიანი
ალტერნატიული სახელი: დასვენება.
არკანის აღწერა:
მძინარე ჯადოქარს დანთებული ცეცხლის სუსტი შუქი ანათებს. მის თავთან ახლოს დევს ჯადოსნური ქუდი, ცოტა მოშორებით კი ხანჯალი და ზარი. მის ფეხებთან კი ვირთხა ზის და უნდა რომ კოზჭე უკბინოს ჯადოქარს.
საკვანძო სიტყვები:
დასვენება. დასრულებული საქმეები. ახალი პრობლემები.
სიმბოლიზმი:
ქუდის გვერდით დება – სიმბოლოა იმის, რომ ჯადოქარი მოდუნებულია და არაფერზე ფიქრობს. ის უბრალოდ ისვენებს.
ზარი და ხანჯალი – ის ინსტრუმენტებია, რომლითაც ჯადოსნური სამუშაო შესრულდა. ახლა ისინი მოშორებით დევს და ახალ საქმეს ელოდებიან.
ვირთხა – არის დამღლელი სამუშაო, რომელსაც ყოველდღიურად ვაწყდებით. ის მაინც უნდა შესრულდეს – განურჩევლად სურვილის, განწყობის და ჯანმრთელობის მდგომარეობის.
პროგნოზი:
მძიმე სამუშაოს შემდეგ, თქვენ უნდა დაისვენოთ. გასაკეთებელი ყოველთვის ბევრია, ყველაფრის ხელახლა გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია. საქმეები სხვადასხვა გზით შეიძლება მოგვარდეს, მაგრამ უმჯობესია ამის გაკეთება დასვენების შემდეგ.
მოამზადა: Onlinetarot.ge