ისწავლე Teen Witch Tarot

Teen Witch Tarot – განმარტებები

კვერთხების მეფე – ცეცხლების მეფე

იყიდე Teen Witch Tarot
ალტერნატიული სახელი: ფრენა.
არკანის აღწერა:
უამინდობის მიუხედავად ჯადოქრები ცოცხებზე სხედან და დაფრინავენ. ისინი გადალახავენ წვიმას და ქარს – დანიშნულების ადგილზე მისასვლელად. თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი ინსტრუმენტი, რომელიც დაეხმარება რთული გზის გადალახვაში.
საკვანძო სიტყვები:
წინააღმდეგობა. სულიერება. ძალა. პირადი მაგალითი.
სიმბოლიზმი:
წვიმა და ქარი – არის იმ პრობლემების სიმბოლო, რომელთა წინაშეც თქვენ აღმოჩნდებით რეალურ ცხოვრებაში და მოგიწევთ გადაჭრათ. წვიმა და ქარი არის დაბრკოლებები, რომლებიც უნდა გადალახოთ, რათა შეხვდეთ თქვენს შინაგან სამყაროს.
ფანარი – უნარები და გამოცდილება, რომელიც გაძლევს წინსვლის საშუალებას.
ქოლგა – დაცვა გარე გავლენისგან.
პროგნოზი:
მიზნისკენ მიმავალი ურთულესი გზა აირჩიეთ. მიუხედავად სირთულეებისა, თქვენ მიაღწევთ იმას, რაც გსურთ. სირთულეების დაძლევით მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გამოცდილებას მიიღებთ, რომელიც მომავალში გამოგადგებათ. მოგზაურობის დასასრულს გელით შთამბეჭდავი ჯილდო – ის სრულად ანაზღაურებს თქვენს დახარჯულ დროსა და ძალისხმევას.

მოამზადა: Onlinetarot.ge