ისწავლე Teen Witch Tarot

Teen Witch Tarot – განმარტებები

იმპერატორი ქალი თინეიჯერი ჯადოქრის ტაროს განმარტებები

იმპერატორი ქალი

იმპერატორი ქალი თინეიჯერი ჯადოქრის ტაროს განმარტებები
იყიდე Teen Witch Tarot
ალტერნატიული სახელი: ჩრდილების წიგნი.
არკანის აღწერა:
ახალგაზრდა ჯადოქარი ზის ხეზე და ჯადოსნურ სარკეში იყურება. ის პერიოდულად კითხულობს ჩრდილების წიგნს და ადარებს მის ტექსტს სარკეში დანახულ გამოსახულებასთან. ჯადოქრის უკან ყორნები ჩანს ცაზე, მაგრამ ის ზედმეტად დაკავებულია იმისთვის, რომ ფრინველები შეამჩნიოს. მას ხელში სამი იისფერი ნარცისი უჭირავს. აღსანიშნია, რომ ჯადოქარი არ ეჭიდება ხეს, მას ან არ სურს, ან არ შეუძლია.
საკვანძო სიტყვები:
ორიგინალური აზრები. დაგეგმვა. კომუნიკაბელურობა. კარგი ნიშანი გამოცდებში. მიმზიდველობა. სტილი. სილამაზე. შეყვარებული. კრეატიულობა.
სიმბოლიზმი:
ჯადოქრის ქუდი – მისწრაფებისა და ძალაუფლების სიმბოლოა.
სარკე – არის რეალური სამყაროს ანარეკლი, რომელშიც ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმალება.
ჩრდილების წიგნი – არის ჯადოსნური ცოდნის წყარო ადამიანებისთვის. ეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში და აძლევს რჩევებს.
ყორნები – სულები არიან, რომლებსაც შეუძლიათ რჩევების მიცემა და ქვესკნელიდან მესიჯების გადაცემა.
იისფერი ნარცისები – ნარცისიზმი, საკუთარ ეგოზს ფოკუსირება.
პროგნოზი:
თქვენ გაქვთ ბევრი ღირებული იდეა და შეიძლება ითქვას, რომ არ გაქვთ სულელური ოცნებები. ყველა დაგეგმილი გეგმის განხორციელება შესაძლებელია, მაგრამ თქვენ ზედმეტად დაუცველი ხართ და გამუდმებით უკან იხედებით. ამიტომ, ეცადეთ თავისუფლად იმოქმედოთ და მიაღწევთ თქვენს მიზნებს. შესაფერის დროს, უმაღლესი ძალები მოვლენ თქვენს დასახმარებლად. არკანი მიუთითებს წარმატებაზე – ყველა მცდელობის შემდეგ,

მოამზადა: Onlinetarot.ge