იმპერატორი ქალი

+18
ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: ვენერა (ჰარმონია. სიყვარული. სილამაზე.)
ნუმეროლოგია: 3.
კი/არა: კი. ახლა სწორედ შესაფერისი დროა. ხალხს უყვარს თქვენს გვერდით ყოფნა.
საკვანძო სიტყვები:
ნაყოფიერება. მარადიული ქალურობა, რომელიც თაყვანისცემის ღირსია. ღვთაებრივი ქალური საწყისი. გულწრფელობა. ძალა. ბრძანებლური პიროვნება. ასევე შეიძლება იყოს ორსულობა ან დედობა. ლიდერი ქალი. მოწინააღმდეგე.
სიუჟეტი:
მანარას ტაროს აქვს თავისებურება: როდესაც არკანზე ორ ან მეტ პერსონაჟს ვხედავთ, რეალურ ცხოვრებაში პიროვნება შეიძლება აღმოჩნდეს რომელიმე მათგანი. სულაც არ არის აუცილებელი, რომ მამაკაცი ძლიერი სქესის პერსონაჟის ადგილას იყოს წარმომადგენელი, ქალი კი სუსტი სქესის ადგილას. თუმცა დასტაში გვაქვს ორი გამონაკლისი, რომელზეც პერსონაჟები არასოდეს იცვლიან სქესს – ეს არის იმპერატორი ქალი და იმპერატორი კაცი. ანუ იმპერატორი ქალი ყოველთვის მიგვითითებს ქალზე, ხოლო მეომარი, რომელიც მის წინაშე ქედს იხრის – კაცზე. იმპერატორის არკანზეც ანალოგიურად.
რას ვხედავთ მოცემულ არკანზე? მამაცმა მეომარმა მაღალ კვარცხლბეკზე მჯდომი შიშველი ლამაზმანის წინაშე დაიჩოქა. ქალის სახე თმით არის დაფარული, რათა ხაზი გაუსვას მიზანმიმართულ უპიროვნებობას: მამაკაცი ქედს უხრის არა კონკრეტულ ქალბატონს, არამედ ზოგადად – ქალურობას. არკანის მეწამულ-მოლურჯო ფერი ქმნის გარე სივრცის განცდას, რომელშიც მოქმედება ხდება.
ზოგადი დახასიათება:
არკანი იმპერატორი ქალი მიუთითებს სუბიექტურობაზე ქალურობასთან დაკავშირებით. ის არ გახლავთ სიუჟეტური, თუმცა ქალი ყოველთვის დარჩება ქალად. ის ხან დედას განასახიერებს, ხან კი პირდაპირ ორსულობაზე გვესაუბრებოდეს. ეს ასევე შეიძლება მიუთითებდეს, რომ ქალს ჰყავს მეტოქე, რომელიც სერიოზულად უნდა იქნას აღქმული. ან უბრალოდ ეს არკანი სიმბოლოა ქალის სრულ დომინირებაზე – ვიღაცის ცხოვრებაში.
ამ არკანში ყველაფერი საკმაოდ მარტივია: არის ქალი და მეომარი მამაკაცი – რომელიც თაყვანს სცემს მას. იმის გამო, რომ იმპერატორი ქალი დომინანტურ პოზიციას იკავებს, შეიძლება მიუთითებდეს: მატრიარქატზე, დედობაზე, ორსულობაზე. ასევე, მამაკაცის აღფრთოვანებას – ქალურობაზე, პატივისცემასა და ინსტიქტებზე. ძლიერი სქესის ყველა ნორმალური წარმომადგენელი პატივს სცემს ქალს. ის ხომ სწორედ დედის მუცლიდან დაიბადა.
პირდაპირ:
ბუნების ძალები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქალის მიმზიდველობაზე, სილამაზესა და მომხიბვლელობაზე, დედობრივ გრძნობებზე. არკანი მიუთითებს იმ ასპექტებზე, რაც ქალს ქალად აქცევს – მის ყველა გამოვლინებაში.
ამოტრიალებული:
ამოტრიალებულ მდგომარეობაში, იმპერატორი ქალის არკანი მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი უარყოფს საკუთარ ბუნებას ან უბრალოდ არ სურს მისი შეცნობა. ის შეიძლება იყოს ძალიან მორცხვი ან ზედმეტად კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ, მაგრამ ეს ყველაფერი არ აძლევს საშუალებას გამოავლინოს თავისი სილამაზე ან სხვა შინაგანი თვისებები. აქედან მოდის საპირისპირო სქესთან დაკავშირებული პრობლემები. ადამიანს ხშირად უბრალოდ ეშინია ურთიერთობის, რადგან საკუთარ თავში არ არის დარწმუნებული.
ფსიქოლოგიური მდგომარეობა:
როგორც ვთქვით, მესამე არკანი ეკუთვნის სიუჟეტურ კატეგორიას, ამიტომ აქ შეგიძლიათ თითოეულ პერსონაჟზე ცალ-ცალკე ვისაუბროთ. იმპერატორი ქალი ავლენს თავის ქალურობას, აცნობიერებს მის ბუნებას, უყვარს საკუთარი თავი, გრძნობს კმაყოფილებას, ბედნიერებას, იღებს პარტნიორის თაყვანისცემას და შესაძლოა, სურდეს, რომ გახდეს დედა. ხშირად ეს არის ქალური პოტენციალის გამოვლენის წყურვილი. უფრო ღრმა დონეზე კი დედის არქეტიპი.
ძლიერი სქესის წარმომადგენლის ფსიქოლოგიური მდგომარეობა არის პატივისცემა და აღფრთოვანება მის ცხოვრებაში არსებული მნიშვნელოვანი ქალის ფიგურის მიმართ.
დეტალური აღწერა:
სილამაზე, დედობა, ქალურობა და სხვა დადებითი თვისებები, რაც ქალს ეხება. სხვისი მხრიდან აღფრთოვანება ნამდვილი ქალურობის გამო. მამაკაცის შემთხვევაში, არკანი ყოველთვის მიუთითებს ქალზე – მის ცხოვრებაში, რომელიც მასზე დიდ გავლენა ახდენს.
გრძნობები და ურთიერთობები:
იმპერატორი ქალი მანარას დასტაში ცალსახად გვიჩვენებს, რომ ეს არის ქალი, რომელიც დომინირებს ურთიერთობაში. ის არის ლიდერი და უფრო ძლიერი, ვიდრე მისი რჩეული.
ქალს ეს არკანი პირდება სექსუალურობის გამოვლენას, საკუთარი ძალისა და მიმზიდველობის გაცნობიერებას. ამ ურთიერთობებში თავს გრძნობს, როგორც ქალი.
მამაკაცს კი პირდება – ქალის ნამდვილი იდეალის პოვნას.
მეომარი, არკანის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საბოლოოდ შეხვდა თავის იდეალს – ერთადერთს, რისთვისაც ის მზად არის ციდან ვარსკვლავები მოუწყვიტოს.
ზოგჯერ არკანმა შეიძლება მიუთითოს იმაზე, რომ მამაკაცის ცხოვრება საყვარელი ქალის გარშემო ტრიალებს. შესაძლოა, ის პარტნიორს აღიქვამს მზრუნველ დედად ან პოულობს მასში დედის მსგავსებას.
ფიზიკური მდგომარეობა:
არსებობს დადებითი თვითშეფასება. იმპერატორი ქალის არკანი არ გვპირდება ვნებიან და ხშირ სექსს, რადგან ის უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებს საკუთარ თავზე. მამაკაცი კი უბრალოდ საკმარისი იქნება, იმისთვის რომ მას სცემდნენ თაყვანს.
ქალი დომინირებს საწოლში, ის ავლენს თავის სექსუალურ პოტენციალს. შესაძლოა უფრო საკუთარ შეგრძნებებზე იყოს ორიენტირებული, ვიდრე პარტნიორის სიამოვნებაზე.
მამაკაცი კმაყოფილია იმით, რაც მისთვის რჩება – ის ემორჩილება, ცდილობს ყველანაირად ასიამოვნოს ქალბატონს და მზად არის შეასრულოს მისი ყველა სურვილი.
რეკომენდაცია:
მამაკაცმა ქალში ნამდვილი ქალღმერთი უნდა დაინახოს, ის შეიძლება იყოს თაყვანისცემის ღირსი – როგორც იდეალი.
ქალმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ქალურ საწყისს. მოუსმინოს ქალურ ბუნებას და თავი ქალღმერთად იგრძნოს.
გაფრთხილება:
მამაკაცისთვის არის მკაფიო გაფრთხილება: ყოველთვის არ არის აუცილებელი ქალის სრულ დამოკიდებულებაში ყოფნა – გარკვეული მამაკაცური დამოუკიდებლობა უნდა ჰქონდეს.
ქალმა არ უნდა შეაფასოს გადაჭარბებულად საკუთარი თავი, რადგან ასეთი თვითშეფასება ძალიან ,,ცუდი თანამგზავრია” ცხოვრებაში.
არკანის დადებითი მხარე:
იმპერატორი ქალის არკანის დადებითი ასპექტები მოიცავს უნარებსა და ძალას, რაც ადამიანს აქვს. გარშემომყოფები აღფრთოვანებულნი არიან მისით და ეჭვის საფუძველი არ აქვთ. ასეთ პოზიციაზე ადვილია თქვენი მიზნების მიღწევა და საჭირო ადამიანებთან კეთილგანწყობის პოვნა.
არკანის უარყოფითი მხარე:
ადამიანებზე ძალაუფლების განცდამ შეიძლება გამოიწვიოს ყველაფრის ნებადართულობა და დაუსჯელობის განცდა. ადრე თუ გვიან, ადამიანი შეიძლება მივიდეს იქამდე, რომ ის უბრალოდ გამოიყენებს ხალხს. ის თვლის, რომ ეს მოსახერხებელი და მომგებიანია. მაგრამ ადრე თუ გვიან გამოჩნდება ვიღაც, ვინც მასზე ბევრად ძლიერი აღმოჩნდება და აქეთ გამოიყენებს მას.
სიტუაციის პოზიტიური განვითარება:
ადამიანი დადებით მხარეებსა და პლიუსებს თავის სასიკეთოდ იყენებს. ის ხალხს არ იყენებს, ყველას კარგად ეპყრობა და თავის მიზნებს აბსოლუტურად სამართლიანად აღწევს. ასეთი წარმატება დიდი ხნით მოდის.
სიტუაციის ნეგატიური განვითარება:
ადამიანი ვერასოდეს შეძლებს თავისი პოტენციალის რეალიზებას. უფრო მეტიც, შეიძლება უბრალოდ ვერც კი გააცნობიეროს იგი. ასე დარჩება, პერსპექტიული თუმცა არარეალიზირებული.
ასტროლოგია:
არკანი შეესაბამება პლანეტა ვენერას. ვფიქრობ, ყველა თქვენგანმა ცოტათი მაინც იცით ასტროლოგია და არ არის საჭირო მისი მნიშვნელობის დაწვრილებით ახსნა.
მოკლედ – ვენერა განასახიერებს ქალურობას, პასუხისმგებელია ღრმა ემოციურ მიჯაჭულობასა და ემოციურ აღქმაზე.
მოამზადა: Onlinetarot.ge