იმპერატორი – მანარას ტაროს კარტი
იმპერატორი
+18
ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: ვერძი (მე ვარ. ძალაუფლება.)
ნუმეროლოგია: 4.
კი/არა: კი. მაგრამ, შესაძლოა იყოს მამაკაცის პირობებითა და ულტიმატუმებით. მამაკაცები ადგენენ თავიაანთ პირობებს და ქალები ამ ჩარჩოებში იქცევენ თავს.
საკვანძო სიტყვები:
ძალა. დესპოტიზმი. ლიდერობა. დათრგუნვა. დომინირება. უსაფრთხოება. ძალაუფლება. კეთილშობილება. ბრძანება. ღირსება.
ზოგადი დახასიათება:
არკანი იმპერატორი მიუთითებს ძალაზე, რომელიც გამოიყენება თვითდადასტურებისა და თვითგამოხატვისთვის – სხვა ადამიანების ხარჯზე. შედეგი ხშირად შეიძლება იყოს ზოგადი აღიარება და დიდება, რასაც სინამდვილეში ადამიანი საერთოდ არ იმსახურებს. ასევე, ეს არკანი ხშირად მიუთითებს უგუნებობაზე, სიმწიფის ნაკლებობაზე.
პირდაპირ:
დიდი ალბათობით, ადამიანი ზღუდავს თავის გრძნობებს და არ არის მზად ვინმე სულში შეუშვას. მიზეზი ხშირად არის ზედმეტად კრიტიკული დამოკიდებულება სხვა ადამიანების მიმართ, ისინი ამბობენ, რომ “არ ღირს”. ამავდროულად, იმპერატორის არკანი მიუთითებს ლიდერობის თვისებების არსებობაზე, რომლებიც პოტენციურად ძალიან ძლიერია და შეიძლება იყოს მომგებიანი.
ამოტრიალებული:
ადამიანი ძალიან უმწეო და ხშირად სრულიად დაუცველია. ის მიმდობია, რასაც ხშირად იყენებენ სხვადასხვა მანიპულატორები, რომლებიც არ ერიდებიან გრძნობებით თამაშს. ასეთი ადამიანი მუდმივად მზადყოფნაშია, მზად არის ყოველთვის მივიდეს დასახმარებლად და სწორედ ეს გახლავთ, მისი ყველაზე დიდი პრობლემა. რადგან მისი სუსტი ხასიათი ხელს უშლის კონცენტრირება მოახდინოს იმაზე, რაც მას რეალურად სჭირდება.
დეტალური აღწერა:
სიტუაციის შეუფასებლობა. თუმცა ადამიანს მაინც აქვს შინაგანი ძალა სიტუაციის შესაცვლელად. უბრალოდ ძნელია სწორი გამოსავლის პოვნა.
გრძნობები და ურთიერთობები:
ურთიერთობაში არ არის საკმარისი სინაზე, არ არის ურთიერთგაგება. ერთ-ერთ პარტნიორს შეუძლია მსხვერპლის როლი მოირგოს, მეორე კი „ბოროტი გენიოსი“ იქნება, რომელიც მისი ნებით მანიპულირებს. ხშირად იმპერატორის არკანი მიუთითებს ავტორიტეტულ მამაზე, რომელიც უკიდურესად მკაცრი იყო. სწორედ აქედან უვითარდებოდა პიროვნებას სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემები და კომპლექსები.
ფიზიკური მდგომარეობა:
არის სექსუალური უკმაყოფილება – ხშირად იმის გამო, რომ პარტნიორებს განსხვავებული მოლოდინები და წარმოდგენები აქვთ სექსის შესახებ. ამიტომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ ერთმანეთს.
ქალს შესაძლოა განუვითარდეს პარტნიორთან სიახლოვის შიში, რაც, როგორც წესი, კომპლექსების შედეგია. ის არ არის დარწმუნებული თავის მიმზიდველობაში, მისი სხეული მას არ ეჩვენება სრულყოფილი. აქედან მოდის პრობლემები.
კაცს შეიძლება პრობლემები ჰქონდეს – თავდაჯერებულობის ფონზე.
რეკომენდაცია:
ქალმა უნდა ეძებოს ძლიერი ადამიანი, რომლის გვერდითაც გაიხსნება და გაძლიერდება.
კაცმა კი უნდა გამოიჩინოს თავისი ხასიათი, იყოს მამაცი და ძლიერი.
გაფრთხილება:
საფრთხეები ხშირად შორს არის, ისინი მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია. ნუ შეგეშინდებათ იმის, რაც შეიძლება საერთოდ არ არსებობდეს.
არკანის დადებითი მხარე:
ძნელია აიძულო ადამიანი გადაუხვიოს გზიდან. ის ზედმეტად მიზანდასახულია და საკუთარი თავის სჯერა. ის უცებ გვევლინება დამხმარედ, მაგრამ ამავე დროს ის ჩვეულებრივ მალავს თავის გრძნობებს, ურჩევნია გამოიყურებოდეს როგორც მკაცრი ადამიანი, რომელსაც არ აინტერესებს “სისულელეები”.
არკანის უარყოფითი მხარე:
ეს ქცევა ხშირად აშინებს პიროვნებას, რადგან ადამიანი შეიძლება გამოიყურებოდეს უგრძნობი და ცივი. თუმცა, ის ფაქტი, რომ იგი მზად არის დასახმარებლად, არ დატოვებს მას მარტო – მახლობლად ყოველთვის იქნებიან ადამიანები, თუნდაც ისინი არ იყვნენ მზად გამოავლინონ თავიანთი რალური მე მათ გარემოცვაში.
სიტუაციის პოზიტიური განვითარება:
იმპერატორის არკანი ჩვეულებრივ მიუთითებს სიტუაციის სტაბილურ და პროგრესულ განვითარებაზე. ყველაფერი იქნება სრული კონტროლის ქვეშ და განვითარდება კარგი მიმართულებით, თუმცა არა სწრაფად. წარმატება დროის საკითხია.
სიტუაციის ნეგატიური განვითარება:
ადამიანი აღმოჩნდა ხაფანგში, საიდანაც სხვისი დახმარების გარეშე თავს ვერ დააღწევს. მომავალში მას ელოდება იმედგაცრუება, ნეგატიური ემოციები და ტკივილი.
მოამზადა: Onlinetarot.ge