2021 წლის ივნისის ტაროლოგიური პროგნოზი – ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ვერძი
ამ თვეში გექნებათ ახალი შემოთავაზება,ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს სადმე წასვლას ან ახალი საქმის დაწყებას.ნაჩქარევად არ მიიღოთ გადაწყვეტილება და არ ეცადოთ რომ ყველა საქმე ერთად მოაგვაროთ ან ერთბაშად ძალიან ბევრი მიიღოთ,იყავით თანმიმდევრული ცხოვრების ნებისმიერ სფეროში და ამ გზით შეძლებთ თქვენი სურვილების რეალიზებას. ასევე თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები. შესაძლოა გაიგოთ რაღაც ისეთი რაც აქამდე თქვენთვის დაფარული იყო გარკვეული მიზეზების გამო და ამან გავლენა იქონიოს თქვენს ცხოვრებაზე. სიფრთხილე გამოიჩინეთ ადამიანებთან ურთიერთობაში.
კურო
ეს თვე თქვენთვის შთამაგონებელი და სასიამოვნო სიახლეების მომტანი იქნება.მოსალოდნელია მცირე სირთულეებიც,გადაღლილობა,მოგიწევთ ბევრი შრომა ჩადოთ ნებისმიერ საქმეში,სამსახურში გექნებათ ჩვეულებრივზე მეტი საქმე,თუმცა თქვენი ცხოვრების ამ ეტაპზე გაწეული შრომა ძალიან კარგი მატერიალური სარგებლის მომტანი იქნება თქვენთვის.ასევე ახლო მომავალში გაგიჩნდებათ ახალი შესაძლებლობები,რაც თქვენს ცხოვრებას სრულიად ახალი და საინტერესო მიმართულებით წაიყვანს.
ტყუპები
თქვენთვის ეს თვე წარმატების მომტანი იქნება, გარკვეული დროით მოსალოდნელია თავი მარტო იგრძნოთ, თუმცა ყველა პრობლემის მოგვარებას მალევე შეძლებთ. მთლიანად თქვენს მონდომებასა და მოხერხებულობაზეა დამოკიდებული ყველაფერი რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია. ფინანსურად ეს თვე თქვენთვის სტაბილური იქნება. კარგი პერიოდია ნებისმიერი სიახლისთვის, ახალი საქმის დასაწყებად, ახალი ნაცნობების შესაძენად, მარტივად შეძლებთ გარშემომყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენას.
კირჩხიბი
მოსალოდნელია დადგეთ გარკვეული არჩევანის წინაში, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მოგიწევთ არჩევანის გაკეთება, იყავით პრინციპული თქვენი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას. შესაძლოა გქონდეთ მცირე სირთულეები პირად ურთიერთობებში, თუმცა ეს დროებითი იქნება და მალევე მოგვარდება. მეტი დაუთმეთ საკუთარ თავს, ეცადეთ არ მოექცეთ ნეგატიური ემოციების გავლენის ქვეშ.
ლომი
ამ თვეში კარგი პერიოდია ნებისმიერი ახალი საქმის დასაწყებად,იღბალი თქვენს მხარეს იქნება და მარტიად შეძლებთ ყველაფერს. იყავით თავდაჯერებული, გამოიყენეთ საკუთარი შინაგანი ძალა და არ გადაუხვიოთ დასახულ მიზნებს. გამოიყენეთ ეს პერიოდი ნაყოფიერად, თუ რამის გაკეთება გინდოდათ და ვერ ბედავდით ან შესაფერის დროს ელოდით სწორედ ახლაა ეს დრო. მნიშვნელოვანია,რომ არ იჩქაროთ ,იყავით დაკვირვებული და თანმიმდევრული და ამ გზით შეძლებთ წარმატების მიღწევას. მოგიწევთ მეტი პასუხისმგებლობის აღებაც ,თუმცა ყველაფერს კარგად გაართმევთ თავს.
ქალწული
ამ თვეში მოსალოდნელია თქვენს ცხოვრებაში დაბრუნდეს ადამიანი წარსულიდან, რაც ბევრ საფიქრალს გაგიჩენთ. ზოგადად ამ პერიოდში დაგჭირდებათ არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება და ბევრი რამის გადაფასება, ეს შეიძლება ერთი შეხედვით რთულად გეჩვენოთ, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში თქვენთვის მხოლოდ კარგის მომტანი იქნება. კარგი პერიოდია ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლისთვის , თუმცა ჯერ დაფიქრდით, გაანალიზეთ და შემდეგ მიიღეთ ნებისმიერი გადაწყვტილება.
სასწორი
ამ თვეში თქვენი დროის დიდი ნაწილი მოხმარდება სამსახურსა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას,გექნებათ ახალი შემოთავაზება,ასევე დაინახავთ იმ შესაძლებლობებს,რომლებიც აქამდეც გქონდათ მაგრამ რატომღაც ვერ ამჩნევდით.რაც შეეხება პირად ცხოვრებას,ამ პერიოდში მოუმატებს თქვენი ემოციები და შესაძლოა გაგიჭირდეთ გაკონტროლება საკუთარი გრძნობებისა და ემოციური მდგომარეობის.
მორიელი
ეს თვე თქვენთვის წარმატების და არაერთი სასიამოვნო სიახლის მომტანი იქნება. მოიმატებს თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი, ეცადეთ მას სწორი მიმართულება მისცეთ და სასარგებლოდ გამოიყენოთ.ზოგადად ცხოვრებაში გაგიჩნდებათ ისეთი შესაძლებლობები რაც საშუალებას მოგცემთ ბევრი რამ უკეთესობისკენ შეცვალოთ. იყავით პრინციპული და მიზანსწრაფული ნებისმიერ საკითხში,ახლა არაა ის დრო როცა თქვენი მხრიდან რაიმე დათმობის გამოჩენაა საჭირო,პირიქით მცირე სისუსტემაც კი შესაძლო ხელიდან გაგაშვებინოთ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. თქვენი ძალისხმევის შედეგს მალევე იხილავთ.
მშვილდოსანი
ეს თვე თქვენთვის ფინანსურად წარმატებული იქნება, შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩნდეს ახალი გზები ,რომელიც თქვენთვის მხოლოდ კარგის მომტანი იქნება. უმჯობესია თუ დროს დაუთმობთ მუშაობას ,იმ საქმეს რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია, ამ პერიოდში ჩადებული ძალსხმევა და შრომა ძალიან ნაყოფიერი იქნება. მოსალოდნელია მოგიწიოთ სადმე გამგზავრება ან შესაძლოა დაგეგმოთ მოგზაურობა.რაც შეეხება პირად ცხოვრებას მოსალოდნელია სირთულეები ,ეცადეთ აკონტროლოთ თქვენი ემოციური მდგომარეობა,პრობლემები რომლებიც ერთი შეხედვით მოუგვარებელიც კი შეიძლება ჩანდეს რეალურად ძალიან სწრაფად მოგვარდება.
თხის რქა
მოსალოდნელია ცვლილებები პირად ურთიერთობებში, დაგჭირდებათ შინაგანი ძალისა და პრინციპულობის გამოჩენა. ბევრი რამ ნათელი გახდება თქვენთვის, მიხვდებით რა გჭირდებათ რეალურად და რა არის ისეთი, რასაც მხოლოდ ზიანი მოაქვს თქვენთვის. ეს არ იქნება მარტივი, თუმცა ბევრ რამეს უფრო ნათლად დაინახავთ, რაც მოგცემთ შესაძლებლობას ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. ზოგადად თქვენი ცხოვრების ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია რომ აკონტროლოთ საკუთარი ემოციური მდგომარეობა, რადგან შესაძლოა მძაფრმა ემოციებმა ხელი შეგიშალოთ სწორი გზის დანახვაში.
მერწყული
ეს თვე თქვენთვის ფინანსურად სტაბილური იქნება,რაც შეეხება პირად ურთიერთობებს მოსალოდნელია განმეორდეს სიტუაცია რომელიც ადრე უკვე იყო თქვენს ცხოვრებაში,შესაძლოა ვიღაც ისეთი გამოჩნდეს ვინც თქვენში დიდ მღელვარებას გამოიწვევს, ამ ეტაპზე არაა საჭირო თქვენი მხრიდან აქტიურობა, უბრალოდ დააკვირდით სიტუაციას და ეცადეთ სწორი დასკვნები გამოიტანოთ. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს,გაანალიზეთ ყველაფერი და ასე შეძლებთ ახალი პერსპექტივებიც დაინახოთ , რომელსაც აქამდე ვერ ამჩნევდით.
თევზები
ეს თვე თქვენთვის საკმაოდ ნაყოფიერი იქნება,თქვენი შინაგანი ძალა და თავდაჯერებულობა მოიმატებს ,ასევე უკეთესობისკენ შეიცვლება თქვენი ფინანსური მდგომარეობა. გაგიჩნდებათ ახალი შესაძლებლობები,რომლებიც საშუალებას მოგცემთ თქვენი ცხოვრება სასურველი მიმართულებით წარმართოთ.კარგი დროა ახალი საქმეები დასაწყებად,იდეების განსახორციელებლად.არ გარისკოთ,იმოქმედეთ გეგმაზომიერად ,მხოლოდ ეს მიდგომა მოგიტანთ თქვენთვის სასურველ შედეგს. კარგი პერიოდია საქმიანი შეხვედრებისთვის,ახალი კავშირების დასამყარებლად.
მოამზადა: FEY