Teen Witch Tarot – განმარტებები
იეროფანტი
ალტერნატიული სახელი: კაკლის ხე.
არკანის აღწერა:
გამოცდილი ჯადოქარი ქვაზე ზის, კაკლის ხის ჩრდილში. წინ გამოუცდელი ჯადოქრები სხედან და ყურადღებით უსმენენ მას. ჯადოქარი ისე ლამაზად საუბრობს, რომ მისი მოსწავლეები მოხიბლულნი არიან.
საკვანძო სიტყვები:
კარგი რჩევა. სანდო ურთიერთობები. დახმარება. შიშები. მეგობრები. დაცვა.
სიმბოლიზმი:
ჯადოქარი – არის ბრძენი, რომელიც თავის ცოდნას თაობიდან თაობას გადასცემს.
კაკალის ხე – არის ძვირფასი ნაყოფის მომცემი. კაკალი საოცარი მცენარეა, ის თავიდან იშორებს მის გარშემო არსებულ კონკურენტებს და ანთავისუფლებს ადგილს რომ გაიზარდოს. უნდა აღინიშნოს, რომ კაკალი ასევე სიმდიდრის სიმბოლოა.
პროგნოზი:
კელტურ კულტურაში კაკალი შეუპოვარი ნებისყოფისა და შინაგანი ძალის სიმბოლოა. არკანი სიმბოლიზირებს გამოცდილ ადამიანს, მისი რჩევები უნდა მოისმინოთ და მიბაძოთ. ეს არის ბრძენისა და მოძღვრის რჩევა. სიბრძნის მოსაპოვებლად საჭიროა სწავლა. ხოლო რამე რომ ისწავლო, უნდა შეგეძლოს მოსმენა. დაფიქრდით, შეისწავლეთ სიტუაცია და გამოიტანეთ დასკვნები. ეცადეთ დაუახლოვდეთ თქვენზე უფრო გამოცდილ და ჭკვიან ადამიანებს. ეძებეთ შესაძლებლობები სულიერი ზრდისთვის. ეცადეთ, იყოთ მოქნილი – მასში იპოვით ღირებული ინფორმაციის საბადოს, საიდანაც მიიღებთ სარგებელს
მოამზადა: Onlinetarot.ge