იანვრის ტაროლოგიური პროგნოზი

ვერძი

იანვრის თვე თქვენთვის სტაბილური და პოზიტიური ცვლილებების მომტანი იქნება. მოსალოდნელია თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანების გამოჩენა ან ვიღაცის დაბრუნება წარსულიდან. კარგი დროა საქმიანი შეხვედრების და მოლაპარაკებებისთვის, ადამიანები თქვენს მიმართ კეთილგანწყობილნი იქნებან, რაც დაგეხმარბათ თქვენი გეგმების რეალიზებაში ცხოვრების ყველა სფეროში. შრომა, რომელსაც ახლა ჩადებთ საქმეში ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს. ამ თვის განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში წამყვანი როლი ექნება ურთიერთობებსა და საჭირო კავშირების დამაყარებას . მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ საქმეში იყოთ სამართლანი. ამ პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები უახლოეს მომავალში გავლენას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე, ამიტომ იყავით ყურადღებით და ეცადეთ გადაწყვეტილებების მიღებისას არ იმოქმედოთ ეგოისტურად. ნუ იფიქრებთ მხოლოდ საკუთარ თავზე, იფიქრეთ გარშემომყოფებზეც.

კურო

ახლო მომავალში გექნებათ საშუალება, რომ მოახდინოთ თქვენი გეგმების რეალიზება და თუ ამას ნამდვილად მოინდომებთ ბევრი ისეთი რამის გაკეთებას შეძლებთ, რაც აქამდე რთულად და წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ. შესაძლოა შეიქმნას სიტუაცია, სადაც დაგჭირდებათ მართვის სადავეები საკუთარ ხელში აღება, ამის გამო დაგეკისრებათ იმაზე მეტი პასუხისმგებლობა ვიდრე ეს აქამდე გქონდათ, თუმცა თქვენ გაქვთ რესურსი იმისა, რომ ყველაფერს წარმატებით გაართვათ თავი. იყავით თავდაჯერებული, გამოიყენეთ საკუთარი შინაგანი ძალა და არ გადაუხვიოთ თავდაპირველ მიზანს. გამოიყენეთ ეს პერიოდი ნაყოფიერად, თუ რამის გაკეთება გინდოდათ და ვერ ბედავდით ან შესაფერის დროს ელოდით სწორედ ახლაა ეს დრო.

რაც შეეხება პირად ურთიერთობებს ამ მხრივაც იქნება მცირე ცვლილებები, თქვენი ემოციურობა მოიმატებს თუმცა ამ ეტაპზე არ არის საჭირო თქვენი მხრიდან აქტიურობა, უბრალოდ დააკვირდით სიტუაციას თქვენს გარშემო და ეცადეთ სწორი დასკვნები გამოიტანოთ.

ტყუპები

იანვრის თვეში თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელია ცვლილებები. შესაძლოა, ბევრი რამ გადააფასოთ და სრულიად ახლებურად დაინახოთ. კარგი პერიოდია ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასასვლელად, თუმცა ჯერ დაფიქრდით, გაანალიზეთ და შემდეგ მიიღეთ ნებისმიერი გადაწყვტილება. შესაძლოა გაჩნდეს მოულოდნელი პრობლემები, რის გამოც მოგიწევთ მეტი პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე. ეს ის პერიოდია, როდესაც საჭიროა მოახდინოთ საკუთარი უნარებისა და ძალების რეალიზება. ამ ყველაფრის მეშვეობით კი შეძლებთ მიმდინარე სიტუაციაზე გავლენის მოხდენას. კონცენტრაცია მოახდინეთ თქვენს მიზნებზე შრომა და ძალისხმევა, რომელსაც ახლა ჩადებთ საქმეში ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს ახლო მომავალში. ასევე, კარგი პერიოდია პროფესიული ცოდნის გასაღრმავებლად.

კირჩხიბი

კარგი პერიოდია კარიერული წინსვლისთვის, ფინანსური სტაბილურობის მოსაპოვებლად და უმჯობესია ამაზე მოახდინოთ კონცენტრაცია. მოსალოდნელია რაღაც ეტაპზე მოიმატოს ნეგატიურმა ემოციებმა და თავი მარტო იგრძნოთ, მნიშვნელოვანია, რომ აკონტროლოთ თქვენი შინაგანი მდგომარეობა. შესაძლოა, დადგეთ გარკვეული არჩევანის წინაშე, ეცადეთ არ მიიღოთ რადიკალური გადაწყეტილება. გამოიჩინეთ მაქსიმალური ყურადღება გადაწყვეტილების მიღებისას, დაეყრდენით არამხოლოდ თქვენს ცოდნასა და გამოცდილებას არამედ ინტუიციასაც. ყურადღებით იყავით, რომ არ მოექცეთ სხვების გავლენის ქვეშ. იყავით თავდაჯერებული და ბოლომდე დაიცავით თქვენი პოზიცია ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. რაც შეეხება პირად ურთიერთობებს მოსალოდნელია მცირე პრობლემები, ეცადეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.

ლომი

ეს ის პერიოდია, როდესაც სამყარო თქვენს სასარგებლოდ მოქმედებს. საჭიროა მხოლოდ დაინახოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში და არ შეგეშინდეთ სიახლეების. მოსალოდნელია, რომ დაგჭირდეთ არჩევანის გაკეთება. ენდეთ საკუთარ შინაგან ხმას, ინტუიციას და ისე იმოქმედეთ. ცხოვრების ამ ეტაპზე ყველაფერი გაქვთ იმისთვის რომ გჯეროდეთ საკუთარი თავის.

რაც შეეხება ურთიერობებს მნიშვნელოვანია რომ კომუნიკაცია გქონდეთ თქვენთვის ახლობელ ადამიანებთან და მეტი დრო გაატაროთ მათთან. ეცადეთ გარშემომყოფებთან შეინარჩუნოთ ჰარმონიული ურთიერთობა. რაღაც ეტაპზე შესაძლოა შინაგანად თავი გადაღლილად იგრძნოთ და გეგონოთ რომ ჩიხში ხართ, უბრალოდ გაჩერდით, დამშვიდდით და პასუხებიც თავისით მოვა. გახსოვდეთ, რომ იღბალი თქვენს მხარესაა.

ქალწული

იანვრის თვეში თქვენს ცხოვრებაში შესაძლოა გაჩნდეს მოულოდნელი პრობლემები და მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. საჭიროა, რომ განთავისუფლდეთ მიჯაჭვულობებისგან, ყველაფრისგან რაც წინ სვლაში ხელს გიშლით. დროა ახალი გზით დაიწყოთ სიარული, ეს არ იქნება მარტივი და გაგიჭირდებათ ამ გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, გაითვალისწნეთ, რომ ზოგჯერ ლოგიკაზე მეტად ინტუიციას და შინაგან ხმას უნდა ვენდოთ, გაუკვალავ გზას დავადგეთ, რომელიც შესაძლოა თავიდან საშიშად გვეჩვენებოდეს მაგრამ სწორედ ესაა გზა რომელიც ჩვენი ცხოვრების მიზნამდე მიგვიყვანს და გვაპოვნინებს საკუთარ ადგილს სამყაროში. ამ პერიოდში მეტი დრო დაუთმეთ მატერიალური მდგომარეობის გამყარებაზე ზრუნვას, ურთიერთობებში ჯერჯეობით უმჯობესია არ გამოიჩინოთ ზედმეტი ინიციატივა.

სასწორი

ეს თვე თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების მომტანი იქნება. მოსალოდნელია რაღაც ახალი დაიწყოთ. თქვენი შემოქმედებითობა გაიზრდება და მოგეცემათ არაერთი ახალი შესაძლებლობა. შესაძლოა დაგჭირდეთ რაღაც ძველის დასრულება იმისათვის, რომ დაიწყოთ ახალი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში. კარგი პერიოდია ახალი იდეების განსახორცილებლად, კარიერული წინსვლისა და პროფესიული ცოდნის გაღრმავეისთვის. საქმე, რომელსაც ახლა დაიწყებთ წარმატების მომტანი იქნება და ძალიან მალე კარგ შედეგს მოგიტანთ. ეცადეთ ნაყოფიერად გამოიყენოთ ეს დრო და კონცენტრირით საქმეზე.
რაც შეეხება პირად ურთიერთიერთობებს, უმჯობესი იქნება თუ ამ ეტაპზე თავს შეიკავებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

მორიელი

ამ თვეში თქვენ დაგჭირდებათ შინაგანი ძალებისა და უნარების მობილიზება. ბევრი რამ იქნება თქვენზე დამოკიდებული. რაღაც ეტაპზე თქვენში მოიმატებს ნეგატიური ემოციები და თავს მარტო იგრძნობთ. მნიშვნელოვანია რომ მართოთ ეს მდგომარეობა, რადგან თქვენს სიძლიერეზე და ნებისყოფაზეა დამოკიდებული თუ როგორ წარიმართება თქვენი ცხოვრება ახლო მომავალში. ამ თვეში, შესაძლოა არაერთი მოულოდნელი რამ მოხდეს. ეცადეთ სიფრთხილე გამოიჩინოთ ადამიანებთან ურთიერთობებში. არსებობს შანსები იმისა, რომ აღმოჩდეთ კონფლიქტურ სიტუაციაში. შეინარჩუნეთ შინაგანი სიმშვიდე და ეჭვი არ შეიტანოთ საკუთარ თავში. კარგი იქნება თუ მეტ დროს გაატარებთ ოჯახთან და თქვენთვის ახლობელ ადამიანებთან.

მშვილდოსანი

შესაძლოა გქონდეთ ახალი შემოთავაზებ, რომელიც დაკავშირებული იქნება თქვენს კარიერასთან და ფინანსურ მდგომარეობასთან. ინტუიცია დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. არ შეგეშინდეთ სიახლეების. ზოგადად ახლო მომავალში გექნებათ მეტი ენერგია და ახალი შესაძლებლობები, ეცადეთ არ დაკარგოთ დრო და თქვენი ენერგია სწორი მიმართულებით გამოიყენოთ. რაც შეეხება პირად ურთიერთობებს ამ მხრივაც მოსალდნელია სიახლე, თუმცა ეცადეთ ემოციებს არ აყვეთ და სიფრთხილე გამოიჩინოთ. ზოგადად თქვენი ცხოვრების ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ აკონტროლოთ საკუთარი ემოციური მდგომარეობა, რადგან შესაძლოა მძაფრმა ემოციებმა ხელი შეგიშალოთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

თხის რქა

კარგი პერიოდია ფინანსური მდგომარეობის გასამყარებლად, შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩნდეს ახალი გზები, რომელიც თქვენთვის მხოლოდ კარგის მომტანი იქნება. უმჯობესია თუ დროს დაუთმობთ მუშაობას. იმ საქმეს, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ახლა ჩადებული ძალსხმევა და შრომა ძალიან ნაყოფიერი იქნება. თქვენი შემოქმედებითობა მოიმატებს, მოგივათ ახალი იდეები და მნიშვნელოვანია რომ ისინი გარშემომყოფებსაც გაუზიაროთ. ასევე შესაძლოა აღმოჩნდეთ სიტუაციაში, როცა თავს მოიტყუებთ და გარკვეულ საკითხებზე თვალს დახუჭავთ. მნიშვნელოვანია, რომ დააკვირდეთ მოვლენებს თქვენს გარშემო და საჭიროების შემთხვევაში არ შეგეშინდეთ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღების.

მერწყული

ამ თვეში მოსალოდნელია, რომ დაასრულოთ და წარსულში მოიტოვოთ ბევრი რამ. მოსალოდნელია მცირე პრობლემები ფინანსებთან დაკავშირებით. უმჯობესია თუ ამ პერიოდში თავს შეიკავებთ სარისკო გადაწყვეტილებბისგან, ასევე არ არის ხელსაყრელი პერიოდი სერიოზული საქმიანი გარიგებებისთვის, სამსახურის შესაცვლელად ან რაიმე ახალი წამოწყებისთვის. შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანები გამოჩნდნენ, თუმცა არ იჩქაროთ, სიფრთხილე გამოიჩინეთ ურთიერთობებში და მარტივად არ ენდოთ არავის. ეს ეხება როგორც პირად ასევე საქმიან ურთიერთობებს. შესაძლოა გარკვეული დროით ნეგატიურმა ემოციებმა მოიმატოს, გადაღლა და ემოციური არასტაბილურობა იგრძნოთ. ნუ აყვებით უარყოფით აზრებსა და ემოციებს. პირიქით იყავით მშვიდი ნებისმიერ სიტუაციაში.

თევზები

იანვრის თვეში ბევრი სიახლე გელით, შესაძლოა გქონდეთ ახალი შემოთავაზება, რომელიც დაკავშირებული იქნება თქვენს კარიერასთან და ფინანსურ მდგომარეობასთან. კარგი პერიოდია ნებისმიერი სიახლისთვის ,არ შეგეშინდეთ წინ წასვლის, ენდეთ სამყაროს და საკუთარ ინტუიციას. მოსალონელია ცვლილება პირად ურთიერთობებშიც. თუ უკვე გყავთ პარტნიორი, თქვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავა, თუ მარტო ხართ თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანი შემოვა. კარგი პერიოდია საქმიანი შეხვედრებისთვის, მოსალოდნელია გაიცნოთ ისეთი ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან და თქვენი მოკავშირეები გახდებიან. თამამად დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია ნებისმიერ სიტუაციაში და უარი არ თქვათ იმ სიურპრიზებზე, რომელსაც სამყარო გიმზადებთ.

მოამზადა: Fey